I miss your voice..
"სიყვარულთან ერთად, თუ სიყვარულის გარდა ამ ქვეყანაზე არსებობს ბედისწერა, რომელიც ყველაფერს თუ არა, თითქმის ყველაფერს განაგებს ადამიანის ამქვეყნურ შარაგზაზე, ზოგისთვის რომ მართლა შარაგზა არის და ზოგისთვის კი, მიხვეულ – მოხვეული, ეკლიანი ბილიკი. სიყვარული კი ისეთი ღვთიური გრძნობაა, გინდა შარაგზაზე იდგე და გინდა მიხვეულ – მოხვეულ, ეკლიან ბილიკზე, ამ გრძნობას უიღბლოს ვერ უწოდებ, იმიტომ რომ ის სიყვარულია!" გოდერძი ჩოხელი ********** "არც მე და არც შენ.. არავინ ურტყამს ისე ძლიერად, როგორც ცხოვრება. მნიშვნელობა არ აქვს შენ როგორ დაარტყამ, მთავარია დარტყმას როგორ აიტან და მერე როგორ გააგრძელებ მოძრაობას.. რამდენს აიტან... ისე, რომ მოძრაობა გააგრძელო." /ნაწყვეტი ფილმიდან "როკი ბალბოა"/ ********** შემოაბიჯე მომავლის დღეებით, მასუნთქე ჰაერი,მომეცი სითბო.. შემოაბიჯე, მე შენ გელოდები.. გაფერადდება შავ-თეთრი კედლები და ჩვენი წამებაც დასასრულს ითხოვს. წერილი-შიშველი ხელები ********* "ცხოვრებას ერთი ძალიან დიდი მინუსი აქვს... ადამიანები როცა მივიწყების პირას გყავს მაშინ ჩნდებიან ხელახლა და ისევ იწყება ყველაფერი თავიდან!" ********* რომელი სიყვარულის დღე? სანამ შუქს ჩავაქრობ, სანამ ცივ საწოლში ჩავგორდები, სანამ პირაღმა დაწოლილი ჭერზე ქუჩიდან შემოსული შუქის ხაზს ვუცქერ, მე ყოველ ღამით, ყოველი შემთხვევისთვის, ოდნავ შეღებულ კარს ვტოვებ ხოლმე. სელჩუქ დერინოზი თარგმნა ირაკლი კაკაბაძემ ********** რომელ გზას შევდგე, რომელ ბილიკს გამოვუყვე, ეკლიან ბილიკს. რომელ გზას გავყვე, რომლის ბოლოს დგას სინათლე, შენი სინათლე. რომელ გზას შევდგე, არც ბილიკი ჩანს, არც ხევის პირი. რომელ გზას გავყვე, რომელ გზას შევდგე, ან რომელ ბილიკს?.. ირაკლი კაკაბაძე ************* ასეთი ვარ. ასეთი დამტოვე. ასეთი გხვდები. თითქოს ამოჭრილი ძველი ფოტოდან. თითქოს გაფერადებული შავ- თეთრი ფოტო. ასეთი ვარ. გაციებული. თითქოს მშრალი ყინულის ნატეხებიდან ამოყვანილი. სიჩუმის საიდუმლოს მიახლებული. ფერმკრთალი ღიმილით. გაქვავებული მზერით. ასეთი ვარ. თითქოს ახლობლის დასანახად სახეზე სუდარა წაძრობილი. თითქოს ვინმესთან შესახვედრად გამამზადეს, გამალამაზეს. ასეთი ვარ და შენც ასეთი გიყვარდე. ასეთი გხვდები. ასეთი ვარ. ირაკლი კაკაბაძე ********* თუ ადამიანი იხრჩობა უჰაერობით, მე რად არ ვხავი უშენობისგან? ირაკლი კაკაბაძე ********* ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მკვდარი ვარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.