შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ციტატები


27-12-2018, 17:36
ავტორი A n u s h k a 1
ნანახია 8 879

1.ზოგჯერ მეჩვენება, რომ არავის ესმის ჩემი... ვიცი და გაცნობიერებული მაქვს, არ ვარ ადვილად გასაგები და წასაკითხი ტიპი, არც არასდროს ვიყავი.. ბავშვობიდან გულდახურული ვიყავი, ერთი შეხედვით ცივიც კი ვჩანდი.. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ თავი დამეცვა.. ძალიან ცოტას თუ უცდია და გამოსვლია, ჩემში ჩახედვა, წაკითხვა და გაგება.. რა მსურს, რა მაწუხებს, რა მტკივა.. ხშირად მოდიან ადამიანები, უბრალოდ შეურაცხგყოფენ საკუთარი გულგრილობით, საკუთარი სიცარიელით და მიდიან, ისე ვითომც არაფერი.. ამას უკვე ყურადღებასაც აღარ ვაქცევ, რა სათქმელია, ვის აინტერესებს რას გრძნობ.. შენი ტკივილი შენთვის უნდა დაიტოვო, სახეზე ღიმილი აიფარო და იარო ნიღბით, თითქოს კარგად ხარ.. ხშირად ისინიც კი, ვისაც შენი სამყარო ანახე, ისე იქცევიან, რომ შენ თვითონ გაიქცე მათგან... ქვეყნად ყველაზე დიდ ლაჩრობად მიმაჩნია, როცა გაცნობიერებულად იქცევა ადამიანი ისე, რომ წასვლას გაიძულებს.. რადგან არ ჰყოფნის გამბედაობა სიმართლე გითხრას.. ნუ იქნებით ლაჩრები, ნუ იქნებით გულგრილები, მხოლოდ "მე" და "მე მინდა, მე მჭირდება" არ არის მნიშვნელოვანი ამ სმყაროში, უფრო დიდი ემოციის მომტანია "შენ"-ს ჩახედო თვალებში და წაიკითხო.. სიყვარულმა "მე" არ იცის, სიყვარულმა იცის "შენ" ან "ჩვენ". უფრო დიდი და აღმატებული არაფერია, როცა ადამიანს მეორე ადამიანისთვის შეუძლია მსხვერპლი გაიღოს, საკუთარ ეგოისტურ "მე"-ზე წინ დააყენოს "შენ" და ამით აღასრულოს ღვთის ყველაზე დიდი მაგალითი, რომელმაც თავი დასდო ჩვენთვის... წასვლა ადვილია, დარჩენაა ძნელი.. გულგრილობა ადვილია, თავგანწირვაა ძნელი.. სიყვარული თავგანწირვაა, მსხვერპლის გაღების ხარისხი განსაზღვრავს სიყვარულის ხარისხს.. სხვა ყველაფერი სიცრუეა, გამოგონილი ზღაპარია.. ჰო, სიყვარული თავგანწირვაა.. მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ... რჩეული უნდა გახდე, არ იბადებიან რჩეულებად, ნუ დაიჯერებთ.. შენც შეგიძლია გახდე ასეთი.. უნდა აღზარდო საკუთარი თავი.. სიყვარული უნდა აღზარდო შენში..

2.როდესაც ადამიანი ცხოვრების სიმწარეს გამოცდის თითქოს რაღაც იცვლება. რაღაცას ვიძენთ და თან ვკარგავთ. ალბათ ვიძენთ სიძლიერეს და ვკარგავთ ჩვენ თავს. ვიკარგებით და ვხვდებით სანყაროში,რომელიც აღარ არის ადამიანებით გარშემორტყმული, ეს უკვე სამყაროა,სადაც ფიქრებია... ფიქრები, რომლებიც გაიძულებენ მათთან ერთქდ იყო. როცა სიმწარეს იგებ რჩები შენს თავთან მარტო და ფიქრობ... რისთვის მოხდა ეს? რისთვის გამოვიარე? რისთვის ვიგრძენი? ასეთი რომ გავმხდარიყავი? თუ რა მოხდა საერთოდ? მოხდა ის რომ შევიცვალეთ და ეს ცხოვრებაა... დიახ,ეს არ არის ის ცხოვრება ზღაპრებში რომ აღწერენ ხოლმე... ზღაპრებში რომ კითხულობენ... ეს ის ცხოვრებაა რომელიც გვაიძულებს ვისუნთქოთ...ვიარსებოთ... გვინდა თუ არა ეს..
მთვარი სირთულე სწორედ ისაა ადამიანი რომ მიდის. სწორედ აქ დგახარ ბეწვის ხიდზე... სწორედ აქ კვდები გინდა თუ არა. მთავარია რომ იმ მომენტს გაუძლო როცა გტოვებენ... მთავარია იმ წამს გაუძლო როცა გეუბნებიან აღარ მიყვარხარ, უნდა დაგტოვო, უნდა წავიდე, ყველაფერი შეიცვალა, აღარ მინდა შენთან... ეს ის სიტყვებია რომლებიც აღგვიძრავენ თან ზიზღის გრძნობას,თან ტკივილისას. და გვკლავენ... გვკლავენ და ვერც დავბრუნდებით იმის მერე ისეთი როგორებიც მაქამდე ვიყავით... ჩვენ ვკვდებით... და ვგრძნობთ რომ მორჩა. მორჩა და ის წავიდა. წავიდა და დაგვტოვა. დაგვტოვა და ჩვენი თავი დაუტოვა სამყაროს,რომელსაც თვალი თუ მოუხუჭე გაგთელავს, ფერფლად გაქცევს... გვინდება ყვირილი... მთელი ტკივილის ამოგლეჯვა გულიდან... მაგრამ... აქ ვიცით რომ რომ გაიგონ ეს ჩვემი ხმა დაგვცინებენ,ილაპარაკებენ... თუმცა იმდენად დიდია ეს მაინც ვტირით... მთელი სულის სიღრმიდან ამოგვდის ხმა რომელიც თავადაც კი არ გაგვიგია... ვტყვევდებით ამ ხმაში... და ვტირით იქამდე სანამ არ ვიგრძნობთ რომ სული ამოგივათ... გული გაგიჩერდებათ... სანამ არაფერს არ იგრძნობთ... სანამ სრული სიცარიელე არ დარჩება...
რისთვის ვცხოვრობთ? არ ვიცი. ვცხოვრობთ იმისთვის რომ გვეტკინოს? გვიყვარდეს? თუ ვძულდეთ? პასუხი არ მაქვს. ალბათ ყველაფრისთვის... და მაინც რატომ გვტკივა ასე როცა გვტოვებენ? რატომ გვენგრევა შინაგანი ფსიქიკა როცა სულის ნაწილს გვაცლიან? იმიტომ რომ გვიყვარდა... სიცოცხლეზე მეტად გვიყვარდა და მათ ვერ შეგვიყვარეს ასე... ან შეგვიყვარეს და... მათ ასე მოუნდათ დატოვება... ხანდახან ვფიქრობ ნუთუ ღირს სიყვარული ამხელა ტკივილად? და არ ვიცი. ორივე ალბათ. თუ ღირდა ეს მხოლოდ იმ გრძნობისთვის, ხოლო თუ არა მაშინ იმ გრძნობის გამო რომელსაც ტკივილი ჰქვია... ტკივილი იცით როგორია? ადამიანს რომ სხეული გადაუჭრა,დაუსერო, გადახსნა შუაზე და ჯიჯგნო და ეძიო სული,რომელსაც ვერ იპოვი. გული ამოაცალო და დასერო,დაჭრა,დაფლითო. მაგრამ მაინც ვერ იპოვო ის რაც გინდა. ღირს ადამიანები,რომლებიც გვტკენენ ამ.ფასად? იმსახურებენ ისინი ჩვენს სიყვარულს? რა თქმა უნდა არა. თვალებში ისე უნამუსოდ ჩაგხედავენ და გეტყვიან ბოდიშიო ვითომც არაფერი დაეშავებინოთ. ისინი ძალიან სუსტები არიან,რადგან ეშინიათ. რომ არ შეშინებოდათ ხომ არ გატკენდნენ. მკვლელები არიან... რომლებიც ადამიანების სულებს კლავენ... და ადამიანს არ აძლევენ საშუალებას იცოცხლონ... ასეთები არიან... და მაინც... რატომ? რისთვის დავიმსახურეთ ეს ყველაფერი? განა იმისთვის რომ მათზე ლამაზი სული გვაქვს? არა... იმიტომ რომ ეს ცხოვრებაა და ჩვენ ყველანი მისი მარიონეტები ვართ...????

3.წერა იწყება ჰაერის უკმარისობით.
რაც შეუძლებელია რომ მქონდეს,
ის მასევდიანებს.
ყველაზე მიუწვდომელი მდგომარეობაა
- სიმშვიდე.
...
საკუთარ სიცოცხლეზე მეტად,
საკუთარ ტკივილს ვუფრთხილდები.
...
ვწუხვარ,
მათ გამო,
ვინც მხოლოდ ბნელი მხრიდან მხედავს.
ადამიანების თვალში კი არა,
სარკეებშიც სხვანაირი ვჩანვარ.
არცერთ ნახატზე არ მინახავს ის ფერები,
კანქვეშ რომ მაქვს.
...
ალბათ,
არის ვიღაც,
ვისაც ესმის ამ ნაწერების.
...
არასოდეს გაიყიდება ჩემი სიყვარული და უკანასკნელი ოცნებები
...
მშვიდობაში მოიხმარეთ ეს ცხოვრება.
მესმის,
რომ ყველაფერი ისედაც თქვენ გეკუთვნით,
მაგრამ მე კიდევ ერთხელ გითმობთ ამ ყველაფერს.????????

4.გუშინ მნიშვნელოვანი დღე იყო.
ეს შენც იცი.
იცი შენ და კიდევ ერთმა ადამიანმა, თუმცა ეს ადამიანი მე ვარ და არა ის, ვისთან ერთადაც გუშინდელი დღე გაატარე.
ყველა ადამიანს სწამს რაღაცის.
ზოგს ღმერთის,
ზოგს ვარსკვლავების,
ზოგსაც სასწაულების.
მე მჯერა, რომ სამყაროში თითოეული ნაბიჯი, თითოეული წამი უნაკლოდაა გათვლილი.
ზუსტად ისე,
როგორც უნდა იყოს.
მჯერა, რომ ორი ადამიანი ერთმანეთის გზას უმიზეზოდ არ კვეთს.
მჯერა, რომ ერთმანეთის ცხოვრებაში ტყუილუბრალოდ არ გამოვჩენილვართ.
ამის უარყოფა მხოლოდ თვალის ახვევა იქნება, თუმცა თვალს მხოლოდ სხვებს თუ ავუხვევთ, ერთმანეთს კი ვერ.
შენ იცი, რომ მას შემდეგ რაც ერთმანეთი გავიცანით,
შენი ცხოვრების მნიშვნელოვან დღეებში შენს გვერდით ვიყავი. შესაძლოა ეს უცნაურად გეჩვენებოდა.
გიკვირდა,
გეღიმებოდა,
გსიამოვნებდა,
მაგრამ გიფიქრია მიზეზზე, ალბათ არა..
არც იმაზე გიფიქრია,
რატომ არ იყო შენს გვერდით ის, ვისი ყოფნაც თავად აირჩიე?!
ადამიანებში ხშირად ვცდებით. გვგონია, რომ უკვე ვიპოვეთ ის, ვისაც ვეძებდით.
ცოტა ხანს გვყოფნის ბედნიერება და შემდეგ მოულოდნელად ჩვენს ცხოვრებაში ჩნდება ადამიანი, რომელსაც ნამდვილად ეძებდი, თუმცა უკვე გვიანია.
მას დააგვიანდა.
შენ კი იჩქარე.
სანამ შევხვდებოდით, მანამდე მეც ვცდებოდი, მაგრამ არა ისე, როგორც შენ.
განსხვავება ისაა, რომ მე შევძელი შეცდომის გამოსწორება, შენ კი დღემდე იღვიძებ იქ, სადაც არ გსურს ყოფნა.
მერე კი შენს ცხოვრებაში მე ვჩნდები სრულიად დაუგეგმავად და გავიწყდება ის ყოველდღიურობა, რომელსაც სხვასთან იყოფ და რომელიც გძულს.
ის, რასაც შენში ვხედავ, მერწმუნე, არავის დაუნახავს.
მე იმ ადამიანებს მივეკუთვნები, რომლებიც საყვარელი ადამიანისგან მხოლოდ ერთს და უმთავრესს, ყურადღებას ითხოვენ.
შენში ეს თვისება ზუსტად მაშინ აღმოვაჩინე, როცა ყურადღება ყველაზე მეტად მაკლდა.
შესაძლოა ცხოვრებაში ბევრჯერ შევმცდარვარ, მაგრამ ზუსტად ვიცი შენში არა.
შენ საოცარი ადამიანი ხარ. თამამად ვიტყვი, რომ არ შევხვედრივარ ასეთ ადამიანს და იქნებ ვეღარც შევხვდე, ვინ იცის.
შენ ერთადერთი ადამიანი ხარ,
შენ საოცარი ადამიანი ხარ. მყოველთვის ვიხსენებ ხოლმე შენ სიტყვებს,
შენ სახეს.
ვკითხულობ ჩვენს მიმოწერას მეათასედ,
ვუსმენ ჩვენ სიმღერებს და კიდევ უფრო მჯერა, რომ ჩვენს შეხვედრასთან შემთხვევითობას საქმე არ აქვს.
ყველაფერი ძალიან ადრე, შორს და მაღლა გადაწყდა.
დანარჩენი თავისთვის აეწყო.
ყველა დეტალი იმას მანიშნებდა, რომ შენ ის ადამიანი ხარ, რომელმაც იჩქარა, მე კი ის ვინც დააგვიანა. მე წლებით დავაგვიანე.
შენ იცი, რომ გუშინ მნიშვნელოვანი დღე იყო.
შენ იცი, რომ რამდენიმე დღე, რომელიც ერთად გავატარეთ, იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე შენი ერთწლიანი თანაცხოვრება სხვასთან.
იცი, რომ მე ის ვარ, ვისთვისაც შეუცვლელი ხარ, და ვინც არ უნდა გამოჩნდეს შენს შემდეგ ჩემს ცხოვრებაში, ვერასდროს შევძლებ შენს დავიწყებას.
შენ იცი, რომ ორივეს გამოგვიცდია რა საშინელებაა, როცა ერთ ადამიანთან ხარ და მეორეზე ფიქრობ.
იცი, რომ ეს ღალატია.
მაგრამ გულის სიღრმეში რას გრძნობ და რას ფიქრობ, ამის აკრძალვას ვერავინ შეძლებს.
სწორედ ესაა ერთადერთი თავისუფლება, რომელიც საკუთარ თავს შეუნარჩუნე.
გუშინ მნიშვნელოვანი დღე იყო. ასეთი დღეები კიდევ მრავლად იქნება.
კიდევ არაერთხელ მოგიწევს იმ ადამიანის გვერდით გაღვიძება, რომელიც დიდი ხანია გაფერმკრთალდა შენთვის და მეც არაერთხელ ჩამეძინება იმაზე ფიქრით, რომ შესაძლოა ერთ დღესაც სხვა რეალობაში გავიღვიძო.
ყველაფრის მიუხედავად, ყველა გზა მოჭრილი გაქვს.
ვერაფერს იზამ, ვეღარაფერს შეცვლი.
ყოველ დილით სახლიდან გასვლისას გონებაში აზრად გაგიელვებს, რომ იქნებ აღარც დაბრუნდე მასთან.
მაგრამ ამას არ გააკეთებ. დაბრუნდები.
დაბრუნდები და ერთ დღესაც, როდესაც საშინლად დაღლილი, ჩემს სახელს გაუაზრებლად და შემთხვევით დაუძახებ, შესაძლოა მართლაც განთავისუფლდე ხანგრძლივი კამათის შემდეგ.
მანამდე კი შენ ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობ.
ერთში ცდილობ მოსიყვარულე კაცის როლი მოირგო,
მეორეში კი ამ როლის მორგება არ გჭირდება,
რადგან მართლა ხარ ასეთი..

5."-რატომ არ კანკალებთ?
-არ მცივა
-რატომ არ ფითრდებით?
-ავად არა ვარ.
-რატომ არ გჯერათ ჩემი ხელოვნების?
-მე სულელი არა ვარ.
მოხუცმა ჯადოქარმა თავისი ქუდის შესაკრავქვეშ მალულად ჩაიხითხითა. შემდეგ მოკლე შავი ჩიბუხი ამოიღო, თითქოს მშვიდდებოდა. შემდეგ მოხრილი სხეული წამოსწია. ჩიბუხი პირიდან გამოიღო და ცეცხლისთვის თვალი არ მოუშორებია, ისე დამარცვლით მითხრა :
-ვატყობ , გცივათ კიდეც , ავადაც ხართ და სულელიც იქნებით.
-დამიმტკიცეთ.
-დიახ, სულ რამდენიმე სიტყვით დაგიმტკიცებთ : გცივათ იმიტომ , რომ სულ მატოდმარტო ხართ ამქვეყნად. არავითარი ურთიერთობა არა გაქვთ ისეთ ადამიანთან , რომელმაც ის ცეცხლი უნდა გააღვივოს , რაც თქვენს სულში იმალება. ავადა ხართ იმიტომ, რომ უძვირფასესი და უტკბესი გრძნობები ისეთ ადამიანს შესწირეთ , რომელიც თქვენგან ძალიან შორს არის . სულელი კი იმიტომ გიწოდეთ რომ , თუმცა ძალიან იტანჯებით , მაინც თვს არ იწუხებთ , რომ ბედნიერება როგორმე დაგიახლოვდეთ. ერთი ნაბიჯიც კი არ გადაგიდგამთ იმ მხარეს, საითაც ის გელოდებათ. "

შარლოტა ბრონტე - ''ჯეინ ეარი ''

6.ისე დაწექი, დამელოდე,
არაფერი არ დაიფარე
და
ჩაგეძინა.

მე დილით გნახე,
გაყინული საკუთარ მხრებს ეხუტებოდი
და
გული დამწყდა,
ამდენი რომ დავაგვიანე,
უნდა მცოდნოდა,
უნდა მეგრძნო,
მივმხვდარიყავი,
შენ ხომ არ გავხარ,
ჩემისთანა მარტოსულ გიჟებს,
სიკვდილზეც რომ ცალმხრივად
და
ჩუმად ფიქრობენ.

და
მაშინ შენი გაღვიძება იმისთვის ღირდა,
მეთქვა მიყვარხარ,
მაგრამ
მე შემრცხვა ჩემი სიფხიზლის,
მაგრამ
მე შემრცხვა,
იმისი, რომ თბილად ვიყავი,
რადგან
ეს იყო მაშინ ჩემი ცხადი სიზმარი,
გატეხილი ღამის სიზმარი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent