შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ურთიერთობის დასასრული

19-03-2020, 00:50
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 3 626

პირველ რიგში მოგესალმებით. როგორც წესი, ამ ტიპის "ნაწარმოები" ჩემს შემოქმედებაში ბევრი არაა. არ ვიცი ვინ ადევნებდით ან ადევნებთ თვალს ჩემს ლექსებს, მაგრამ უკვე საკმაოდ დიდი ხანია აღარ დამიწერია ადამიანზე, რომელსაც ჩემ ლექსებში ვაღმერთებდი და რომლისთვისაც ამ ტიპის ტექსტი მაქვს მიძღვნილი. ეს ადამიანი არის მედეა(დეა) კუსიანი. არ ვიცი თუ გახსოვთ, მაგრამ სიგიჟემდე ვიყავით ერთმანეთზე შეყვარებულები(ყოველშემთხვევაში ასე მეგონა).
ორი შეყვარებული ადამიანისთვის, ერთმანეთის ყველანაირი პლიუს-მინუსი მისაღებია, რადგან სიყვარული ყველა ბარიერს ანგრევს, ყველა უარყოფით თვისებას გავიწყებს და მუდმივად მიიწევს წინ. თუმცა ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი ასე არ მოხდა, ყოველშემთხვევაში მისთვის.
თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო, მერე ნელნელა გამოჩნდა პირველი პრობლემა, რომელიც მდგომარეობდა იმაში, რომ ძალიან იშვიათად მქონდა მისი ნახვის საშუალება. თავს იდეალურად არ წარმოვაჩენ და გეტყვით, რომ მეც საკმაოდ ბევრი შეცდომა დავუშვი და არც თუ ისე არასერიოზული. თავიდან ეს მშობლების ბრალი იყო, თუმცა შემდეგ მოხდა ისე, რომ მას ნება დართეს ვენახე თვეში ერთხელ. ძალიან გამიხარდა ეს რომ მითხრა. ალბათ ზოგს გაგეცინათ კიდეც ცოტა ჰო? ზოგმა იფიქრეთ რომ ერთმანეთისგან მოშორებით, სხვადასხვა ქალაქებში ვცხოვრობთ, მაგრამ არა. ორივენი ჩვენი დედაქალაქის, თბილისის მაცხოვრებლები ვართ.
არ მინდა ძალიან გავწელო ეს ისტორია, რადგან ბევრიც არაფერია მოსაყოლი და თან როგორც წესი, შემდეგ მკითხველისთვის ზედმეტად უინტერესო ხდება, ერთი ბანალური ისტორიის, ბანალური გაგრძელებები.
მოკლედ, ასეთი გახარებული და გაღიმებული მარტო ორი თვე დავრჩი, მეტი არა, ნუ არა რა, ვერა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ისევ გაგრძელდა იგივე, რაც მანამდე ხდებოდა: ვერასდროს ვნახულობდი, არასდროს ეცალა. ბოლო სამი შეხვედრიდან, ორჯერ მე მივაკითხე და ერთხელ მოიცალა რომ სადმე გავსულიყავით. მოვუახლოვდები აწმყოს და გეტყვით იმასაც, რომ ნელნელა ურთიერთობამაც თავისი რაღაც დაკარგა, რამაც შემდგომში გავლენა იქონია ჩვენზე. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მომბეზრდა ეს ურთიერთობა, ამდენი ერთი და იგივე, ამდენი უნახავობა. არ ვიცი ვინმეს ოდესმე მოგსვლიათ თუ არა რაიმე ამის მსგავსი, მაგრამ აი ვკვდებოდი ხოლმე ისე მენატრებოდა და ეს მონატრებაც მომბეზრდა. მომბეზრდა ის, რომ ყველანაირი შეხვედრის ინიციატორი ვიყავი და ამ შეხვედრებზე თითქმის ყოველთვის უარს ვიღებდი იმის გამო, რომ არ ეცალა.
ალბათ გაგიგიათ "წიგნების თარო", სწორედ მაგაში იღებს მონაწილეობას მისი სკოლა და ის ამ სკოლის საუკეთესო სამეულშია. ვითომ არაფერი ხო? რატომ არის საწყენი რომ არ სცალია? რომ დაფიქრდეთ, ცოტა ტეხავს როდესაც ადამიანი, რომელიც იმ ქალაქში ცხოვრობს, რომელშიც შენ, კვირაში თუ არა, თვეში ორი-სამი საათით ვერ იცლის იმ ადამიანისთვის რომელიც უყვარს. რა ვიცი, მომკალით და მაინც არ მიმაჩნია ეს ნორმალურად. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომბეზრდა ეს ყველაფერი და დაშორებაზე დალაპარაკებას ვაპირებდი, თავი შევიკავე და ისევ მისი პოზიციიდან გამოვედი. ვიფიქრე, რომ განსაკუთრებულად ცუდად იმოქმედებდა ეს მასზე ამ მომენტში, რადგან "წიგნების თაროში" პირველად გამოდის და უნდა თუ არ უნდა ალბათ მაინც ძალიან ნერვიულობს. არ მინდოდა ამ ნერვიულობისთვის, კიდევ დაშორება დამემატებინა, ამიტომ თავს ვიკავებდი.
თუმცა, ჰოი საოცრებავ, რამდენიმე დღის წინ როდესაც მივწერე, ასეთი რამ მითხრა, ხომ არ ფიქრობ რომ უნდა დავშორდეთ ან პაუზა ავიღოთო? თავიდან შოკში ვიყავი, ერთი-ორი წუთი ვერაფერი ვუპასუხე და მერე როდესაც მიზეზები ვიკითხე და მითხრა მათ შესახებ, გაგიჟებისგან სიცილი დავიწყე. ეს მიზეზები, ჩემი პიროვნების ნაწილი ყოფილა. იმისთვის, რომ ეს პრობლემები აღმომეფხვრა, მთლიანად უნდა შევცვლილიყავი და უნდა გავმხდარიყავი არა ჩემი თავის უკეთესი ვარიანტი, არამედ ვიღაც სხვა. მე "მე" აღარ უნდა ვყოფილიყავი და სრულიად სხვა პიროვნებას უნდა ევლო. გარდა ამისა, ძალიან გამეცინა და ამასთანავე "გამიტყდა" ის ფაქტი, რომ ბოლოს, უკვე რომ შევთანხმდით ურთიერთობის დასრულებაზე, შემომთავაზა ვიმეგობროთო და მითხრა რომ მომავალში შეიძლებოდა შევრიგებულიყავით. ჯერ ყოფილი შეყვარებულების მეგობრობას რა ვუთხარი და მერე როგორ უნდა გვემეგობრა ან როგორ უნდა ვყოფილიყავით ერთად, ვერ გავიგე. ანუ მე უნდა შევცვლილიყავი თუ მაგას უნდა შეცვლოდა აზრები(რატომღაც მეეჭვება თავისი აზრების ცვლილება ჰქონოდა გათვალისწინებული)? ასე და ამგვარად დავშორდით და დავასრულეთ ის ურთიერთობა, რომელიც დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა. დავასრულეთ იმიტომ, რომ არ მოსწონდა ის თვისებები, რომლის შესახებაც შეიძლება ითქვას ურთიერთობის დასაწყისშიც იცოდა(სად იყო აქამდე და რატომ გაჩერდა ამდენ ხანს ჩემთან, ამაზე უკვე თქვენ იფიქრეთ, მე ვერ გავიგე).
ერთი რამ კი ფაქტია, ამ ურთიერთობას მომავალი არც აქვს და არც არასდროს ექნება!
ახლა კი პატარა რჩევა: არ სცადოთ შეცვლა იმისთვის, რომ ვინმეს მოეწონოთ ან შეუყვარდეთ. თუ უყვარხართ, მიგიღებენ ისეთს, როგორიც ხართ და თუ არ მიგიღეს, ჩათვალეთ რომ ძალიან გაგიმართლათ, რადგან კიდევ ერთ სიყალბეში გახვევას გადარჩით.

№1  offline მოდერი Mary Drey

გიორგი... მსგავსი ისტორია მეც მქონია. სულ რაღაც 1 წლის წინ. ერთ ბიჭთან 3 წლის განმავლობაში ვიყავი, თუმცა ბოლო პერიოდში რადიკალურად აგვერია სიტუაცია. მიზეზი ჩემი მშობლები იყო, ტუმცა მათი წინააღმდეგობის მიუხედავად, ტელეფონის წართმევისა და სოციალური ქსელიდან მოცილებსა.. სახლიდან არ გასვლისა მაიც ჩუმად ვახერხებდი მასთან კონტაქტს... ტელეფონიც ვიშოვე და როცა თბილისში ჩამოდიოდა სახლიდან ღამით ჩუმად ვიპარებოდი. საშინელო დაძაბული ურთიერთოა შეიქმნა ოჯახში იმ ბიჭის გამო, მაგრამ არ ვნებდებოდი. ფაქტობრივად მის გამო ძალიან ბევრ რამეზე ვთქვი უარი. მაგრამ გადის დრო... გადის და ვხვდები, რომ იგი ისეთივე მზერით აღარ მიყურებს როგორც ადრე... დროის უქონლობას აბრალებს ყოველოვეს... დღე ისე გავა, რომ ერთს არ მოგიკითხავს... არ გკითხავს რამე ხომ არ გჭირს... დავიჯერო მთელი დრის განმავლობაში ასეთი დაკავებული იყო? მეეჭვება... ბოლოს ისე მოხდა, რომ ვერანაირად შარს რლმ ვერ მდებდა ტყუილ რაღაცებზე ჭედავდა... ბოლოს უკვალოდ გაქრა... ყოველგვარი მიზეზის გარეშე. იმის მიუხედავად რომ ამ გრძნობის გამო მშობლებს დავუპირისპრდი. მათ თვალში ნდობის ხარსხიც დავაქვეიტე.. ჩუმად ვხმაროდი ტელეფონს და სხვა ფბთი ვწერდი და იგირას ამბობს... "დრო არ მქონდა" ))) ამდენი იმიტომ გითხარი, რომ ძალიან ნაცნობი განცდაა ის რასაც ახლა შენ განიცდი. ისეთი მომენტია, რომ იმასაც ვერ გეტყვი "დაიკიდე"-თქო რადგან ვიცი... თუის ადაიანი მართლა გიყვარდა მის წასვლასთა ერთად საკუთარ რაღაცა ორგანოს დაასამარებდი...
ფიქრებშიც ხშირი სტუმარი ხდება და ხშირად იხსენებ იმ წარსულს, რომელიც ახლა გამქრალია...
მოკლედ, გიორგი... სამწუხაროდ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩვენს გრძნობებს სათანადოდ არ აფასებენ... გულს ნაკუწებად გვიქცევენ მაგრამ იცი რა არის? ტითოეული ცხოვრებისეული დარტყმა გვაძლიერებს... ჭკუას გვასწავლის და გვახვედრებს თუ მომავალში რას უნდა მივაქციოთ მეტად ყურადღება.
იმედი მაქვს თავი არ მოგაბეზრე...
გახსოვდეს... ადრე თუ გვიან გამოჩნდება ისეთი ადამიანი, ვინც იარებს მოგიშუშებს. მთავარია იმედი არ დაკარგო ^^

№2  offline მოდერი Giorgi Uertashvili

Natsrisferi_grdznobebi

არა, რა თავი მომაბეზრე. პირიქით, დიდი მადლობა <3 heart_eyes
--------------------
გ.უერთაშვილი

№3 სტუმარი Lizza

ოო ეგ არაა კარგი ამბავი (( რაღაცას კი ვეჭვობდი, მაგრამ არ მეგონა თუ ოდესმე საქმე აქამდე მივიდოდა. მეთქი ეს ბიჭი რა ხან ჭრის და ხან კერავსთო )) ჯერ დეაო, მერე ვიღაც თაკო გამოხტაო, მერე შენს ლექსებშიც თითქოს იმხელა სიყვარული აღარ იგრძნობოდა... მოკლედ, გასაგებია ოროვეს პოზიცია, მაგრამ ის რომ კვირაში 1 საათი არ ეცალა ცოტა არ იყოს არადამაჯერებელია. ვგიჟდებოდი შენს სიყვარულზე მისდამი. როგორც აღმოჩნდა ყველაფერი წარმავალი ყოფილა... ამ ეტაპზე ვფიქრობ ეგ იყო გამოსავალიი და ნუ რავიი წარმატებებს გისურვებ მომავალში ????

№4  offline მოდერი Giorgi Uertashvili

Lizza

მადლობა ლიზაა heart_eyes
--------------------
გ.უერთაშვილი

№5 სტუმარი სტუმარი nina

ასე მგონია მე დავწერე :(( ჩემზეც ზუსტად მაგ მიზეზის გამო თქვეს უარი :)

№6 სტუმარი სტუმარი ნინო

მე შემიყვერდა ერთი ბიჭი და არ ვიცი რა ვქნა მაგრამ მინდა გავშორდე და დავივიწყო მაგრამ არ გამომდის მირჩიეთ რამე?

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent