შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოგონებები უბრალოდ მკლავს.


2-04-2015, 16:15
ავტორი tesa
ნანახია 4 019

მე და შენ ახლა,
ჩვენ წარსულზე ისე ვსაუბრობთ,
თითქოს გინდოდა რაიმეს შეცვლა და
ვერ გაბედე

თითქმის დავივიწყე და მაინცდამაინც მაშინ შემხვდა...

რა მნიშვნელობა აქვს ადრე როგორ უყვარდი...მთავარი ის არის ახლა როგორი ირონიით უყურებს ძველ სიყვარულს.

რა არის სიგარეტი??
ჩემნაირი ადამიანისთვის ეს არის ნივთიერება რომელიც კლავს ფილტვებს და "იმის" დავიწყების უნარს...
ვეწევი წვიმაში და კვმალში მის სახეს ვხედავ ..ეს ერთადერთი საშუალებაა მისი ნახვისა

ის სრულიად მოულოდნელად მოვიდა ჩემთან და მითხრა...მომენატრე..
-რა უპასუხე?
-გაიხედე გარეთ ??
-წვიმს ...ეს იმ ცრემლების ნახევარიც არ არის რაც ამ სიტყვას მოყვა

მე მჯერა,
რომ არ შეიძლებოდა,
ეს ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო..

ვერასდროს დაივიწყებ იმას,
რისი დავიწყებაც ყველაზე მეტად გინდა,

როგორი სიძლიერითაც არ უნდა გტკიოდეს ვერაფერს შეცვლი ვერც იატაკზე მუხლებით დავარდნით
ვერც ხელზე ხელის მოჭერით .
ვერაფრით

მოგონება,რომელიც თავს არ განებებს,ან უბრალოდ შენ არგინდა რო დაგანებოს:)))))

"და მასზე უფრო საკუთარი
არსად არავინ და არაფერი რომ არ გამაჩნდა.

მარტოობა სისუსტეს არ ნიშნავს,
საკმაოდ ძლიერი უნდა იყო,
რომ ელოდო იმას ვისაც იმსახურებ...

არასოდეს არ ღირს იმ ადამიანზე ცუდის თქმა, რომელთანაც რამოდენიმე წამით მაინც იყავი ბედნიერი..

ყოველდღე რომ ერთი და იგივე ხდება
ერთი და იგივე სახეები
ერთი და იგივე ადგილები
საქცილები და ავადმყოფურად სავსე მაგრამ ცარიელი ქალაქი..

უბრალოდ სირცხვილია დაკარგო ადამიანი რომლის გულისთვის ყველაფერზე იყავი წამსვლელი....
სირცხვილია თვალი აარიდო ადამიანს რომელმაც ცხოვრება სხვა მხრიდან დაგანახა..

არის წუთები როცა ფიქრობ ყველამ დაგტოვა,არის წუთები როცა ფიქრობ ვერ შეელევი...მაგრამ ცხოვრება არის ალბათ ბევრის დათმობა და უსასრულო მოლოდინი ბედნიერების...

დღევანდელ დღეს ის სითბო აკლდა შენ რომ უნდა ჩამხუტებოდი და მეგრძნო.

-შეგხვდა?
-კი...
-და მერე?
-არაფერი უბრალოდ შემომხედა და წავიდა..
-და შენ?
-მე გული ამიჩქარდა....

"ყველა ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ემსგავსება ცარიელ ოთახს, რომელიც ყველამ დატოვა."

"მე იმდენჯერ დავუსვი წერტილი ჩვენს ურთიერთობას, მრავალწერტილი გამოვიდა და გავაგრძელე."

“ბრუნდება ყველა, საუკეთესო მეგობრების გარდა,
ყველაზე მოსიყვარულე და ერთგული ქალების გარდა.
ბრუნდება ყველა – იმათ გარდა, ვინც საჭიროა.”
/ვლადიმირ ვისოცკი/

''ზოგი
უბრალოდ
დგება
და
მიდის,
ზოგი ბრუნდება,
შენ
კი
თავს იკლავ.''

იღვიძებ
და
პირველი
რაც
თავში მოგდის,
ერთი ღერი სიგარეტია,
მაგრამ
სიგარეტისთვის
არასდროს
იღვიძებ.

"ყველა ადამიანი, ვისაც ჩვენ ვხვდებით ცხოვრებაში, ჩვენი სარკეა"
პაულო კოელიო

''და
რა ვქნა
იმაზე ღირებული,
რომ მიყვარხარ.''

არც მეგობრობა იყო არც მოწონება, რაღაც თან ორივეც და თან ამაზე მეტიც....

ადამიანებზე რა უნდა ვთქვა,
როცა სიგარეტსაც კი საშინლად ვეჩვევით.

და მაინც, სისულელეა არ მინდოდეს ახლა შენს გვერდით..

ნუ ენდობით ადამიანებს, მათ შეუძლიათ დაუფიქრებლად და მომენტალურად მიგყიდონ ცხოვრებას.

ვერასდროს ვხვდებით რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი,ვიდრე არ დავკარგავთ


მე რომ წავალ,
მუხლებზე ჯვარედინად დაიწყობ ხელებს
და აგაკანკალებს
საკუთარი უღმერთობა.

ჩემი სხეული დღეების მანძილზე შენით ივსება. შენ ღამის სარკე ხარ. ნათების ძლიერი ბრწყინვალება. დედამიწის სინესტე. შენი მკლავები ჩემი თავშესაფარია.

მიდის ადამიანი და
მიაქვს შენი სული...
ამ დროს მარტოობაში კვდები,
სანამ ახალ სულს მოგიტანენ...
მიდის ადამიანი და როგორ ურცხვად მიდის,
როგორ მარტივად გტოვებს უსულოდ...
ამ დროს ხომ მართლაც მკვდარი ხარ !
მიდის ადამიანი...
მიდის ის ვინც შენთვის ძვირფასია,
შენი სულით მიდის...
და შენ რჩები და იქნებ
არც აღარასდროს მოიტანონ ახალი სული.

მერე? მერე მეც დავკარგე "რწმენა" ,
მერე? მერე მეც მოვკვდი,
ჩემს გრძნობებთან ერთდ

"მერე კი ერთხელ...შენ დაგინახე! თითქოს მთელი ჩემი სიცოცხლე რაღაც მოსაწყენ, გრძელ დერეჯნებში ვიხეტიალე და უცებ ბნელ გადამლულ მზეს წავაწყდი"




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent