შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სტატუსები


11-04-2015, 19:54
ავტორი ReeD ))
ნანახია 6 133

1.სიტყვები ხანდახან ვერაფერს ამბობენ,
მე წავალ, ჩემს შემდეგ სინათლეს დავტოვებ.
2."ჩემი სიმღერა კვლავ,მინდა მივუძღვნა მთას
ალბათ ოდესმე მეც, აქ ავიშენებ სახლს"
3.და განა რამე?
---------
სიამოვნებით დავწვებოდი შენი საწოლის ცარიელ მხარეს.
ისე უბრალოდ, სისულელეებს მოგიყვებოდი
თუნდაც კვადრატოლ განტოლებას აგიხსნიდი
და მოძრავი A პუნქტიდან B პუნქტისკენ მიმავალ
მატარებლის მსგავსად შემცირდებოდა მანძილი
სხეულებს შორის.
მოგიყვებოდი თუნდაც ჭორებს საკუთარ თავზე,
ეჰ, იმდენია ...
შენ კი იცინებდი და თავს დამადებდი
გამოზომილი სუნთქვით შენს ყურთან განვიხილავდი
სამი იმპერატორის ომს.
გენიალურ მხედარმთავრებს, დავცინებდი კარის მხატვრებს...
მერე თითებს დავატოლებდით, ისე უბრალოდ ...
მიზიდულობის კანონს გაგახსენებდი.
შენ ამომხედავდი და მეტყოდი:
"მაკოცე რა"
და განა რამე?
სიამოვნებით დავწვებოდი შენი საწოლის ცარიელ მხარეს..
4.მხოლოდ იმას ამჩნევენ, რომ გაუცხოვდი, გაცივდი. მიზეზი კი, რომელმაც აქამდე მიგიყვანა, არავის აინტერესებს.
5.საშინელებაა,როცა მართლა ძალიან გჭირდება თანადგომა,ზიხარ შენთვის ტელეფონით ხელში და არ იცი ვის დაურეკოო... ალბათ ბევრს გქონიათ ეს სიტუაცია... განა იმიტომ რომ არავინ გყავთ,იმიტომ რომ არიცით რომელი მათგანი გაგიგებთ..
6..სიცოცხლე ყვითლად და მზე ლურჯად ანათებს.. სიგიჯემ ყველა ნერვი ჩაითრია. ყველა ემოცია დღეს გავასამართლე და ეს დედამიწაც თქვენთვის დამითმია
7.გული არ გაიტეხო მასზე ვინც ამად არ ღირს. ცრემლი არ წაგცდეს თვალზე. საყვედური არ თქვა მტერზეც კი. არ მოიხედო და არ უთხრა ”დამაკლდები” არც ამაყი იყო. უბრალოდ დააფასე შენი თავი, ისე როგორც იმსახურებ. თორემ თუ საკუთარი თავი დაივიწყე შენც დაგივიწყებენ...
8.ხვალ ისევ ისე გამოიდარებს..... მერე რა მოხდა გუშინ თუ წვიმდა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent