ზოდიაქოს ნიშნის პრინცესები (+ გიფები)ვერძი – ჟასმინი ფხუკიანი, თავნება, დამოუკიდებელი, პირდაპირი, სექსუალური და თავდაჯერებული… მან ზუსტად იცის რა უნდა და ყოველთვის აღწევს დასახულ მიზნებს. არავის წინააღმდეგ წასვლის არ ეშინია და უსამართლობის წინააღმდეგ ყოვლეთვის გააფთრებით იბრძვის. იგი იცავს თავის ქვეყანას, თავის ხალხს და თავის სიყვარულს. დევიზი – მე არ ვარ ჯილდო, რომელიც უნდა მოიგო. კურო – ბელი ერთგული, მეოჯახე, ძლიერი, საყვარელი ადამიანებისთვის ყველაფერზე წამსვლელი, ჯიუტი და შეუპოვარი. მიუხედავად ასეთი ხასიათის სიმტკიცისა და იმისა, რომ ბევრ მამაკაცზე უფრო ძლიერი და მამაცია, ნამდვილი მამაკაცის გვერდზე ძალიან ქალური და ნაზი ხდება. ტყუპები – რაპუნცელი მხიარული, მოძრავი, კეთილი, ბავშვური, ცნობისმოყვარე, ადვილად საურთიერთობო, ადვილად ამყოლი, სიცოცხლით სავსე, ლაქლაქა, პრანჭია და სასაცილოდ საყვარელი. იგი ერთნაირად ბრწყინვალეა ხატვაშიც, სიმღერაშიც, ცოცვაშიც და საჭმელების კეთებაშიც. მთავარია კომპანიონი იშოვოს და ტყუილებსაც იტყვის და სახლიდანაც გაიპარება თავის კითხვებზე პასუხების საპოვნელად. კირჩხიბი – კონკია თითქოს უმწეო და საწყალი, მსხვერპლის როლშია, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მიზანდასახული და პრინციპული გახლავთ. იგი ძალიან მზრუნველია და ყოველთვის რაღაც სასწაულით ახერხებს იპოვოს საჭირო ნაცნობი, ვინც დაეხმარება. ლომი – მულანი მამაცი, უშიშარი, ამაყი, მტკიცე, ერთგული და თავდაჯერებული. ქალი, რომელიც მამაკაცობასაც ბევრ მამაკაცზე უკეთ გაართმევს თავს, თუ საჭირო გახდა და ამავე დრო ბევრ ქალზე უფრო ქალური ქალია. იგი გულია, სიყვარულით სავსე გული. ქალწული – ტიანა იგი ჭკვიანია, რეალისტი და ძალიან ბევრს მუშაობს, მიზანს რომ მიაღწიოს. იმდენად არის საქმეში ჩაფლული, საერთოდ ვერ იცლის პირადი ცხოვრებისთვის და როცა მიხვდება რომ ეს ზალიანა წუხებს, გადაწყვეტს თავის ოცნებების ასრულებისთვის ბრძოლა დაიწყოს. იგი ნამდვილი ვორკაჰოლიკია. მისი დევიზია – რაც გინდა იმას მხოლოდ ოცნებით ვერასოდეს მიაღწევ! სასწორი – აურორა ლამაზი, ნაზი, თავაზიანი, მორცხვი, რომანტიული, სასიამოვნო მანერებით და სასიამოვნო ხმით. მისი სიმღერა ცხოველებსაც კი აჯადოებს. იგი ადვილად ექცევა გავლენის ქვეშ და ხშირად მაშინაც კი უჯერებს სხვებს, როცა მათ არ ეთანხმება. შემდგომში ცოტა უფრო თავდაჯერებული და თამამიც ხდება, მაგრამ ალბათ ისევ სასწორი, სხვა ვინ უნდა იწვეს და ელოდოს როდის გამოჩნდება პრინცი. მორიელი – პოკაჰონტასი ეს სახელი ურჩს და ცოტა მავნეს ნიშნავს. იგი ძალიან მგრძნობიარე და ამავე დროს ძლიერი და მამაცი ქალია. ისეთი ქალი, რომლებიც ტოლს არ უდებენ კაცებს და თავისი არსებობით ამტკიცებენ, რომ სუსტი სქესი არ არსებობს. გარდა ამისა, იგი ჯადოქარიცაა და შამანურ ძალებს ფლობს, როგორც ყველა მორიელი. მშვილდოსანი – მერიდა იგი დაბადებით თავაგადასავლების მოყვარულია. ახტაჯანა, მხიარული, კეთილი, ოპტიმისტი, მამაცი და იმპულსური. მოახტება ხოლმე თავის რაშს და მთელი სამყაროს შესაცნობად დაეხეტება. ვის, ვის და მხოლოდ მშვილდს თუ ეყოფა სიმამაცე ბედის წინააღმდეგ გასალაშქრებლად. თხის რქა – ელსა (frozen) მკაცრი, ცივი, მარტოსული და გულჩათხრობილი – მას ასეთ იმიჯი აქვს. გულის სიღრმეში ძალიან მგრძნობიარე და ემოციურია, მაგრამ ამის გამოხატვის ეშინია. თავი იმაზე უფროსად უჭირავს, ვიდრე არის, რადგან ბავშვობიდანვე მიეჩვია ვალდებულებებს და ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. ბევრს ამ დისტანციურობით და თვითიზოლაციით აშინებს, მაგრამ თუკი ვინმე მოახერხებს როგორმე ყინულის სასახლიდან გამოიყვანოს და დააჯეროს რომ ემოციები კი არ უნდა ჩაახშოს, უბრალოდ უნდა მართოს, მერე მისი ნამდვილი სახის გაცნობას შესძლებს მერწყული – არიელი იგი მხიარული, სოციალური, თავისუფლებისმოყვარე არსებაა. ერთი სული აქვს როდის გაიზრდება და როდის ექნება უფლება თავის ჭკუაზე იაროს, რომელი ჭკუითაც სულ ათას შარში ეხვევა. ჰყავს ბევრი მეგობარი და ძალიან ზრუნავს მათზე. ერთი შეხედვით გეგონებათ რომ ძალიან მსუბუქი ტიპია, მაგრამ საშინელი სიჯიუტით გაგაოცებთ. თითქოს სიყვარულის გარდა ყველაფერზე ფიქრობს, მაგრამ როცა შეუყვარდება საშინელი იდეალისტია. იგი მეამბოხეა და რევოლუციონერი, დამოუკიდებელი და თავისი იდეალებისთვის ყველაფერზე წამსვლელი. ფიფქია – თევზები ძალიან ქალური, მშიშარა, სუსტი, დაუცველი, კეთილი, გულუბრყვილო და მიმნდობი. ამდენ უბედურებაგამოვლილს ჯერ კიდევ სჯერა ადამიანების სიკეთის და იმის, რომ ვიღაცამ შეიძლება სრულიად უანგაროდ გაჩუქოს ვაშლი. თანაც მხოლოდ თევზი თუ გადაყვებოდა ასე ვინმეს, მთელი ღამის ნაწანწალები და დაღლილი ვიღაც სრულიად უცნობ არსებებს დაულაგებდა და საჭმელს გაუკეთებდა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.