სიცოცხლის მიზეზები
ალბათ ყველას გვქონია ცხოვრების ისეთი პერიოდი როდესაც დაგვიწყებია სიცოცხლის გაგრძელების მიზეზები.ადამიანებს ხშირად ავიწყდება რომ ჩვენ ყოველთვის გვაქვს "დღეს" და "ხვალ".დღეს არ გამოვიდა?! ხვალ აუცილებლად გამოვა! ნამდვილი მეგობარი,გასაჭირში იცნობა! არც წყლით და არც ცეცხლით ,არ ვსარგებლობთ ჩვენ ,იმდენად ხშირად ,რამდენადაც მეგობრობით. ვინც ეძებს მეგობრებს,ის ღირსია რომ ნახოს ისინი.ვისაც მეგობრები არ ყავს ,მას არც კი უძებნია. იყოლიე შენი მეგობრები ახლოს ,მაგრამ მტრები უფრო ახლოს .. ძმა შეიძლება არ იყოს მეგობარი ,მაგრამ მეგობარი ყოველთვის ძმაა! ყველას მეგობარი-არავის მეგობარია! ჭეშმარიტი მეგობრობა მაშინ იბადება, როცა ორ ადამიანს ერთად დუმილი სიამოვნებს. მეგობრობას ხან დიდი ხნის ნაცნობობა ბადებს, ხან კი- სულ ერთი ღიმილი. მასზე ძვირფასი განძი არც არსებობს- სიყვარულს თუ არ ჩავთვლით და სიყვარულიც მაშინაა ნაღდი, თუ მეგობრობა უდევს საფუძვლად. ამქვეყნად იმაზე ძვირფასი არაფერია, როცა გრძნობთ რომ ვიღაცას სჭირდები. გულით ნათქვამი “ეგ არაფერი..” ანდა “რაც იყო, იყო…”- ეგაა სწორედ ის სიტყვები, რაც ცხოვრების ძალას გვანიჭებს. რა ჯობია როცა მეგობართან ერთად იმაზე იცინი, რაც ორივეს გამხიარულებთ. მე კი ვფიქრობ რომ მეგობრობა ცხოვრების ინგრედიენტია!თითქმის ისეთივე აუცილებელი როგორიც ნამცხვრისთვის ფქვილი და შაქარი. შეიძლება შედარება სულელურად ჟღერს,მაგრამ იმედია ყველაფერს მიმიხვდით. არააქვს მნიშვნელობა იმას თუ რამდენი მეგობარი გყავთ,იმიტომ რომ რაც უფრო მეტია ნამცხვარში ინგრედიენტი მით უფრო ორიგინალური იქნება ის.მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოდ რომ შესაბამისი ინგრედიენტებისგან უნდა შევქმნათ იგი!წარმოდიგინეთ ნამცხვარი კომბოსტოთი!სწორედ ასეთი შეუხამებელი ინგრედიენტებისგან ფუჭდება ყველა კერძი ,კულინარი კი პროდუქტის ხარისხს აბრალებს! ამ დროს ყველა "პროდუქტი"ხარისხიანია, შეთავსებაა უხარისხო. სიყვარული! სიყვარული შეუფასებელი საჩუქარია!მთელი ცხოვრების მანძილზე შეგვიძლია გავაჩუქოთ იგი ,მაგრამ შენ უფრო მეტი გრჩება. ადამიანებმა შეამკეს სიყვარული სიმორცხვით, პოეზიით,თავგანწირვით, მაგრამ მათვე შეიტანეს მასში ისეთი რამ, რაც ცხოველებსაც არ შეუძლიათ: მეტისმეტობა, ღალატი, გარყვნილება და მლიქვნელობა.ალექსანდრე დიუმა ადამიანებს უყვართ არა საჭიროებისთვის, არამედ ბედნიერებისთვის. ადამიანის სისუსტეებს შორის ყველაზე საინტერესო და ყველაზე საპატიებელი სიყვარულია. ამ ქვეყნად არ არსებობს უკეთესი სანახაობა, ვიდრე სახე საყვარელი ადამიანისა და უტკბესი მუსიკა ვიდრე ხმა საყვარელი ადამიანისა. არაფერი ისე არ აზიანებს სასიყვარულო კავშირს ისე, როგორც იუმორის რძნობა ქალში და უიმისობა მამაკაცში. რაფერი ისე არ იპყრობს, არბილებს მამაკაცის გულს, როგორც იმის შეცნობა, რომ ის უყვართ. არის სიყვარული რომელიც თავისუფლად დაცურავს ცაში, ეს სიყვარული სულს ათრობს. სიყვარული, რომელიც გამდნარია და გაბმულია ყოელდღიურ საქმიანობაში,სითბო შეაქვს ოჯახში. გაანადგურეთ სიყვარული და ჩვენი დედამიწა სამარედ გადაიქცევა. იყო შეყვარებული, ეს ნიშნავს გაცოფებული იყო ჯამრთელ ჭკუაზე. ახალგაზრდა ადამიანს რომ სიყვარულისთვის უსაყვედურო, იგივეა, რაც დაავადებულ ადამიანს- ავადმყოფობისთვის. მე ჩემი უკანასკნელი ამოსუნთქვით მინდა გითხრა ,რომ მე შენ ყოველთვის მიყვარდი .. სიყვარულმა მე ფრთები მიბოძა,ასე რომ მე უნდა ვიფრინო .. თუ მე შემეძლებოდა მეთხოვა უფლისთვის ერთი რამ ,ეს იქნებოდა ის ,რომ გაეჩერებინა მთვარე..გაეჩერებინა მთვარე და ეს ღამე და შენი სილამაზე სამუდამოდ გაეგრძელებინა . მშობლები ! დედობა და მამობა ძალიან სარისკო საქმეა!მშობლების ცხოვრება -პოკერმენის ცხოვრებას ჰგავს. მშობლების გარეშე,ცხოვრება წარმოუდგენელია!რადგან ყველა თვისებას მათგან ითვისებ.მათგან იგებ რა არის სიყვარული,მეგობრობა დამრავალ სხვა რამესაც. ადამიანი დედის გარეშე-ხორცი და ძვლები სულის გარეშე. P.S ვუძღვნი ჩემს მეგობარს!რაც შემეძლო პირად თემასთან შესაფერისი ,გამონათქვამები და სიტყვები დავწერე!ვიცი რომხანდახან შემოიხედავს ხოლმე და ნახულობს ჩემს სიახლეებს , მე კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მას რომ დაფიქრდეს! და მინდა ვუთხრა რომ მე მის გვერდით ვარ და მე ის ძალიან მიყვარს!ძალიან გთხოვთ გავამხნევოთ!იქნებ დავუბრუნოთ მის ცხოვრებას მიზეზები და არსი ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.