ყვითელგულა!
გვირილა - რთულყვავილოვანთა ოჯახის რამდენიმე გვარის მცენარეთა კრებითი სახელწოდება. უფრო მეტად ამ სახელწოდებით ცნობილია Pyrethrum-ის გვარი, რომლის 100-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპისა და აზიის ზომიერ ზონაში და ნაწილობრივ ჩრდილოეთ ამერიკაში, უმრავლესობა კი კავკასიაში, ხმელთაშუაზღვისპირეთსა და წინა აზიის ქვეყნებში. საქართველოში 24სახეობაა, მათგან 10 სახეობა კავკასიის ენდემია, 3 - საქართველოსი. იზრდება მთის ქვემო სარტყლიდან მოკიდებული ალპურ სარტყლამდე მდელოებსა და მაღალბალახეულში, ტყისპირებსა და ბუჩქნარებში, ტენიან და დაჭაობებულ ადგილებში, ქვიან და კლდოვან კალთებზე, ჩამონაზვავებზე და სხვა. ზოგი სახეობა სათიბ-საძოვრების სარეველაა, ზოგი სამკურნალოა : ინსექტიციდურ და ჰერბიციდულ ნივთიერებებს შეიცავს ფართოდ მოსენებული დალმაციური გვირილა და წითელი ანუ კავკასიური გვირილა . Pyrethrum parthenium-ს დეკორატიულ მებაღეობაში იყენებენ, ხოლო კალუფერი ლიქიორების არომატიზაციისათვის. Doronicum-ის გვარიდან გვირილის სახელით ცნობილია ყვითელი გვირილა ,რომელიც უმთავრესად გავრცელებულია კოლხეთში, ნაწილობრივ კიქართლში მთის შუა და ზემო სარტყლის ტყეებსა და ბუჩქნარებში, Leucanthemum-ის გვარიდან - მინდვრის გვირილა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.