შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

“მე მყავს მამა”


27-02-2017, 18:34
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 4 814

როცა ტოლები ვახსენებთ მამებს,
ცა გამეხსნება მაშინ...
ვერავინ მეტყვის მე ისეთ რამეს,
ცრემლი მომადგეს თვალში...
ცრემლი მომადგეს, თავი დავხარო
სინანულით და წყენით...
ო, როგორ მინდა კრძალვით გახარო,
"მუდამ ვამაყობ შენით"...
ტრიალებს ქვეყნის მაშველთაგანი
და არ გაშინებს დაღლა..
მეამაყები მხოლოდ ამგვარი,
როგორიცა ხარ ახლა...
ვიცი, ხანდახან გიმძიმს ძალიან,
ამოიხვნეშებ წამით...
იქნებ ეს ზოგჯერ ჩემი ბრალია
და მაპატიე, მამი...
დედას რომ უფრო ვეალერსები,
გაჯავრებული ნუ ხარ..
არ იწერება თქვენზე ლექსები
და მე ამაზე ვწუხვარ...
ნელინელ მიაქვთ წლები, მზის წლები
ჩვენზე ზრუნვას და ამაგს,
მიყვარხარ, დედის გულს გეფიცები,
ჩემო კეთილო მამავ...

1. “მე მყავს მამა, მას ვუყვარვარ, ის მასწავლის ყველანაირ თამაშს, ცდილობს ვიყო ნიჭიერი და განათლებული შვილი…მე ძალიან მიყვარს მამა”
“მე მყავს მამა”

2. “ვცდილობ მალე დავიძინო, არ შევაწუხო მამა… მან იცის ყველა ის ზღაპარი, რომელიც ძალიან მომწონს და მშვიდად მაძინებს…მე ძალიან მიყვარს მამა”
“მე მყავს მამა”

3. “მის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია. მე მას არ ვასვენებ, ალბათ ესეც სიყვარულიდან გამომდინარეა… მე ძალიან მიყვარს მამა”
“მე მყავს მამა”

4. “როდესაც თამაში მინდა, ყოველთვის მას ვეძახი. მას დასვენების უფლებას არ ვაძლევ, თუ მივეცი მაქსიმუმ 5 წუთი…”
“მე მყავს მამა”

5. “თუ მამა ძალიან დაღლილია და ძილის წინ ზღაპარს არ მიკითხავს, მაშინ ჯერ ის იძინებს ხოლმე, შემდეგ მივუწვები და მასთან ვიძინებ, მის გვერდით არაფრის მეშინია.”
“მე მყავს მამა”

6. “მამა ჩემი სახლის თეატრია, არ მჭირდება შორს წასვლა, ის ყველანაირად მახალისებს…კიდევ კარგი მე მყავს მამა”
“მე მყავს მამა”

7. “ჩემს თოჯინებს სისუფთავე უყვართ, ამიტომ ყოველდღე მამიკოს დახმარებით მათ ვასუფთავებთ…”
“მე მყავს მამა”

8. “გარეთ გასვლა მამასთან ერთად, ყველაზე მაგარია, საუკეთესო სეირნობა მამიკოსთან გამომდის…მიყვარხარ მამა”
“მე მყავს მამა”

9. “როცა ის სამსახურში მიდის, მის გარეშე დრო ჩერდება! არ გადის, წამების სიჩქარე ნახევრდება, მენატრება მამა”
“მე მყავს მამა”

10. “სამსახურიდან მოსულსაც არ ვასვენებ, არ ვიცი ეს კაცი როგორ უძლებს ჩემს ცელქობას…როგორი ვიყავი ბავშვობაში, როგორ ვუყვარდი თურმე მამას… კიდევ კარგი შენ მყავხარ მამა”
“მე მყავს მამა”

მამას ლურჯი პერანგი წითლად გავაფერადე
აღარაა ლურჯი, გადამიგდეს ფუნჯი.
გამიჯავრდა დედა: - ამდენს როგორ ბედავ,
გაგიჟდება მამა, რა გარეცხავს ამას?!
დამემუქრა დეიდა: - ხმას არ გაგცემ დღეიდან!
ბუზღუნებდა მამიდა: - ბავშვი სულ თავს გავიდა.
ბებო პერანგს უცქერის: - გაგვითავდა ფურცლები?
არ უჯერებს თვალებს (რა მზერა აქვთ ქალებს)…
შემოვიდა მამიკო, იცით როგორ გამიგო?..
არ მომწონდა მაინც, ეს პერანგი ლურჯი,
მოგვაწოდეთ ქილა, დაგვიბრუნეთ ფუნჯი.
გავაგრძელეთ ღებვა, წინსაფარი მება,
და პალიტრით ხელში, ვღიღინებდით ხმებში.
გადაიცვა მამამ შეღებილი ზედა.
- ერთი ჭკუის ხართო! - იცინოდა დედა.



№1  offline წევრი on lee wan

რამხელა სითბო ვიგრძენი ამის წაკითხვისას <3
ბოო ლექსზე კი ძალიან ვიხალისე ! <3

 


№2  offline წევრი მეამბოხე ^^

on lee wan
რამხელა სითბო ვიგრძენი ამის წაკითხვისას <3
ბოო ლექსზე კი ძალიან ვიხალისე ! <3

heart_eyes kissing_heart

 


№3  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Mec miyvars mama da rom vuyureb sitbos vgrdznob
dzalian tkbili leqsi iyo bolo gansakutrebit da xshirad ase xdeba rodesac deda mechxubebeba me da mama minc igives vagrdzelebt
dzalian momewona da ukve shemiyvardi
--------------------
M.D

 


№4 სტუმარი გვანცა))

ვაიმე რა კარგი იყო

ფოტოებიც და მინაწერებიც,ლექსი ხო საერთოდ❤

 


№5  offline წევრი მეამბოხე ^^

mtirala var
Mec miyvars mama da rom vuyureb sitbos vgrdznob
dzalian tkbili leqsi iyo bolo gansakutrebit da xshirad ase xdeba rodesac deda mechxubebeba me da mama minc igives vagrdzelebt
dzalian momewona da ukve shemiyvardi

მიხარიხარ heart_eyes

 


№6  offline წევრი მეამბოხე ^^

mtirala var
Mec miyvars mama da rom vuyureb sitbos vgrdznob
dzalian tkbili leqsi iyo bolo gansakutrebit da xshirad ase xdeba rodesac deda mechxubebeba me da mama minc igives vagrdzelebt
dzalian momewona da ukve shemiyvardi

მიხარიააა <3

 


№7  offline წევრი მეამბოხე ^^

heart_eyes მიხარია თუ მოგეწონა heart_eyes

 


№8  offline წევრი მეამბოხე ^^

გვანცა))
ვაიმე რა კარგი იყო

ფოტოებიც და მინაწერებიც,ლექსი ხო საერთოდ❤

heart_eyes kissing_heart

 


№9  offline აქტიური მკითხველი La-Na

ცრემლებიც კი მომადგა თვალებზე ისეთი სიტყვებია cry kissing_heart heart_eyes
--------------------
ლანა

 


№10  offline მოდერი Mary Drey

......................................

 


№11 სტუმარი სტუმარი Barbare

Zalian magaria vitire

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent