სასიყვარულო სურათები
"სიყვარული" ეს იყო ძალიან დიდი სიყვარული. იმდენად ამაღელვებელი, რომ შეუძლებლია კარგად დამთავრებულიყო; ქალმა მას დაურეკა, რომელიღაც საბჭოთა ქალაქის ფოსტიდან, მძიმე, შავი ტელეფონით. ეს იყო ზამთარში და სარკმელებს მიღმა თოვდა. ისინი ლაპარაკობდნენ იმდენად გულწრფელად, რომ თითქოს ერიდებოდნენ ერთმანეთს. ისინი ლაპარაკობდნენ მოსალოდნელ შეხვედრაზე, მაგრამ არ უწყოდნენ, რომ თვითმფრინავი, რომლის ფრენაც თოვლის გამო გადაიდო ვერასოდეს აიღებდა გეზს სხვა ათასწლეულებისაკენ- უფრო წინ – წარსულში, თუ უკან- მომავლისაკენ. ისინი ვეღარასოდეს ნახავენ ერთმანეთს და თოვლიც ასე ვეღარასდროს იქნება მხოლოდ თოვლი. კარლო კაჭარავა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.