Women Illstrations
"კასი თავის ოთხ დასთან შედარებით, ყველაზე უმცროსი და ყველაზე ლამაზი იყო. საერთოდ, კასი ყველაზე ლამაზი გოგო იყო მთელ ქალაქში. ნახევრად ინდიელს გასაოცარი, გველივით მოქნილი, მხურვალე ტანი და ეშხიანი თვალები ჰქონდა. კასი იყო ცვალებადი, გიზგიზა ცეცხლი; სული - ანაზდად დატყვევებული - რომელსაც სხეული ვეღარ იოკებდა. გრაციოზულ ტანს უმშვენებდა გრძელი, გიშრისფერი აბრეშუმის თმები. უცნაური ხასიათი ჰქონდა, ან ძალიან მხიარული იყო, ან ძალიან მოწყენილი. შუალედური მდგომარეობა მისთვის არ არსებობდა. ხმები დადიოდა, გიჟიაო. ამ აზრს ყეყეჩები ავრცელებდნენ. ყეყეჩებს არ ესმოდათ კასის ყადრი. მამაკაცები მასში სექსის წყაროს ხედავდნენ და სულ ფეხებზე ეკიდათ, გიჟი იყო თუ ჭკვიანი. ის კი ცეკვავდა, ფლირტაობდა, კოცნაობდა, მაგრამ საქმე როგორც კი სექსზე მივიდოდა, ერთი-ორი შემთხვევის გარდა, ყოველთვის ახერხებდა გასხლტომას და გაქცევას. დები ამბობდნენ, აბეზარა და ტუტუცი გოგოა, სილამაზეს ბოროტად იყენებსო, მაგრამ კასი ხასიათითაც ნორმალური იყო. ხატავდა საღებავებით, ცეკვავდა, მღეროდა, ძერწავდა თიხის ფიგურებს, უთანაგრძნობდა ფიზიკურად და სულიერად გაჭირვებულ ადამიანებს. უბრალოდ სხვანაირი, არაპრაქტიკული ჭკუა ჰქონდა. დები იმიტომ ქიშპობდნენ, რომ ის მათ ხელიდან აცლიდა კაცებს და თან ეს ამბავი ფეხებზე ეკიდა, უშნო მამაკაცები მოსწონდა, ეგრეთ წოდებულ ლამაზ მამაკაცებს კი დასანახად ვერ იტანდა." - ბუკოვსკი / "კასი, ყველაზე ლამაზი გოგო" |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.