შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ყრუ ცოლი" - შემეცნებითი ისტორია კაცებისთვის მოულოდნელი დასასრულით


17-09-2015, 22:22
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 037

ერთი კაცი განიცდიდა, რომ მის ცულს ყურში ცუდად ესმოდა. მან იფიქრა, რომ მეუღლეს სასმენი აპარატი სჭირდებოდა, მაგრამ არ იცოდა, როგორ ეთქვა ამის შესახებ ცოლისთვის დელიკატურად. ამიტომაც გადაწყვიტა ჯერ ოჯახის ექიმთან გაევლო კონსულტაცია.
ექიმმა უთხრა, რომ ამ სიტუაციაში საუკეთესო იქნებოდა, კაცს სახლის პირობებში მარტივი ტესტი ჩაეტარებინა, რომლის შემდეგაც ექიმი შეძლებდა დაესვა დაიაგნოზი. ტესტის არსი შემდეგში მდგომარეობდა:

- თავდაპირველად მეუღლეს დაუსვით შეკითხვა დაახლოებით 12 მეტრის დაშორებიდან. თუკი ის არ გიპასუხებთ, მიუახლოვდით და კვლავ გაუმეორეთ შეკითხვა უკვე 9 მეტრის დაშორებიდან. თუ კიდევ არაფერი გიპასუხათ, შეამცირეთ დაშორება 6 მეტრამდე, შემდეგ 3-მდე.
ერთი სიტყვით, იქამდე მიუახლოვდით, სანამ ცოლი შეკითხვაზე არ გიპასუხებთ. ასე გავარკვევთ, რამდენად აქვს თქვენს მეუღლეს სმენასთან დაკავშირებული პრობლემა – აუხსნა კაცს ექიმმა.

იმ საღამოს ცოლი სამზარეულოში რაღაცას ამზადებდა, ქმარი კი კაბინეტში მუშაობდა. კაცმა იფიქრა: "ახლა დაახლოებით 12 მეტრის დაშორებით ვიმყოფები. შევეცდები ექიმის რჩევა ახლა გამოვიყენო".

- ძვირფასო, რა გვაქვს ვახშმად? – გასძახა ქმარმა ცოლს.
პასუხი არ გაისმა. მაშინ ქმარი დერეფანში გავიდა და დაახლოებით 9 მეტრის დაშორებიდან კვლავ ჰკითხა ცოლს:

- ძვირფასო, რა გვაქვს ვახშმად?
კვლავ დუმილი.

კაცი უფრო ახლოს მივიდა. ახლა ქმარსა და ცოლს შორის დაშორება 6 მეტრს შეადგენდა.
- საყვარელო, რას ამზადებ? – ჰკითხა კვლავ ქმარმა.
პასუხი ისევ არ გაისმა. მაშინ ქმარი სამზარეულოს კარს მიადგა და დაახლოებით 3 მეტრის დაშორებით აღმოჩნდა ცოლისგან.

- ძვირფასო, რა გვექნება დღეს ვახშმად?
სამწუხაროდ, ცოლისგან პასუხი ისევ არ ისმოდა.

და აი, კაცი პირდაპირ ზურგსუკან მიადგა ქალს.
- საყვარელო, რა გვაქვს ვახშმად?

ცოლი მიუტრიალდა.
- ძვირფასო, უკვე მეხუთედ გიმეორებ... ქა-თ-ამი!






№1 სტუმარი taso127

ჰა ჰა ჰა ვინ გამოდგა ბოლოს ყრუ ჰა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent