წინ გველოდება ეჭვიანობა, კონსერვაცია და მოპოვებულის შენარჩუნების მძაფრი სურვილი - როგორი იქნება ოქტომბერი
მიმდინარე თვე და მისი ტენდენციებია ალექსანდრ ლიტვინის ინტერესის ობიექტივში. ვფიქრობ, საინტერესო იქნება გავიგოთ, როგორ ოქტომბერს გვპირდება იგი... კარიერა, ფინანსები ოქტომბერი იდეალური თვეა სხვადასხვა ტიპის მივლინებების დასაგეგმად. ამიტომ საქმიანი მოლაპარაკებების უმეტესობა წარმატებით დასრულდება. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ოქტომბერი ე.წ. "კონსერვაციის" თვეა, ამიტომ იდეები, რომელიც ზედმეტად ინოვაციურად გეჩვენებათ, აჯობებს ფართო საზოგადოებაში ნაკლებად გაახმოვანოთ. ამ ეტაპზე მათი განხორციელება ეჭვქვეშ დგება და შესაძლებელია, სულაც დაიბლოკოს ბევრი მათგანი. ადამიანებს, ვის კომპეტენციაშიც სხვების მართვა შედის, ან გარკვეული ძალაუფლების პატრონად აქცია კოსმოსმა, ოქტომბერში საკუთარი უპირატესობის გადამეტებულად დემონსტრირების სურვილი წამოუვლით. ამიტომ აუცილებელია, რომ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფმა პირებმა ამბიციები აკონტროლონ, თუ არ სურთ, რომ ოქტომბრის ბოლოს დიდი და მასშტაბური ბუნტი მიიღონ ხელქვეითებს მხრიდან საპასუხოდ. რაც მნიშვნელოვნად შეარყევს ამ უკანასკნელთა პოზიციებს და ლაქად დააჩნდება რეპუტაციას. ფინანსური კუთხით ოქტომბერი რეზერვების დაბევების თვეა, ვიდრე უთავბოლო ხარჯვის. ამიტომ აჯობებს უკვე არსებული ფინანსური მდგომარეობის შენარჩუნება-გამყარებაზე იზრუნოთ, ვიდრე ახალ სარისკო წამოწყებებში გადაეშვათ თავით. სასურველია, ამ პერიოდში თავი შეიკაოთ მსხვილი კაპიტალდაბანდებებისგან. თუმცა, კარგი დროა ტექნიკის, ახალი ავტომობილის ან წვრილმანი ინვენტარის შესაძენად. სიყვარული და ოჯახური კავშირები ზემოხსენებული "კონსერვაციის" პროცესი ოქტომბრის თვეში პირად ურთიერთობებსაც შეეხება. ამიტომ ადამიანებში მოიმატებს ეჭვიანობის გრძნობა და ბევრი ჩვენგანი შეეცდება ყველა მეთოდითა და გზებით მოახდინოს არსებული პარტნიორის შენარჩუნება. აქედან გამომდინარე მოსალოდნელია მხურვალე სკანდალები, კონფლიქტები თავისუფლების შეზღუდვის ნიადაგზე მძაფრი ეჭვიანობის სცენები, რომელიც საკუთარ თავსა და პარტნიორის გრძნობებში დაურწმუნებლობის საწინდარია. თუმცა, ოქტომბრის თვე ის პერიოდი არ გახლავთ, როცა წყვილებს შორის კონფლიქტი კარის სამუდამო გაჯახუნებითა და განშორებით დასრულდება. შესაბამისად, ვნებები მალე დაცხრება და უკვე არსებული სიტუაციაც დაექვემდებარება გადახედვას. ერთადერთი, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ მოერიდოთ დიქტატორულ გამოვლინებას საყვარელი ადამიანების მისამართით. ეს ის დროა, როცა ახალი კავშირების წამოწყების პერსპექტივა საკმაოდ სახიფათო ეჩვენება ხალხს. შესაბამისად, ახალი სტატუსიც აშინებთ ურთიერთობაში. ამიტომ, თუკი თქვენი რომანი ეს ესაა დაიწყო, ნუ დააჩქარებთ მოვლენებს ხელოვნურად. უბრალოდ ნოემბრამდე, უკვე არსებული სიტუაცია და რომანტიკული განწყობა "დააკონსერვეთ". ჯანმრთელობა და ენერგობალანსი ოქტომბრის თვეში ჩვენი ორგანიზმი ნაკლებადაა მიდრეკილი სერიოზული პრობლემებისკენ. თუმცა, როგორც ყველაფერს ჯანმრთელობასაც ოქტომბერში "კონსერვაცია" და მოფრთხილება სჭირდება. ამიტომ სასურველია გამაჯანსაღებელი პროცედურებით აიმაღლოთ სასიცოცხლო ტონუსი და განწყობა. დიდი ყურადღების გამოჩენა მმართებთ აპრილ-მაისში დაბადებულ ადამიანებს, იმიტომ რომ, ოქტომბერში მათი იმუნიტეტი საგრძნობლად შესუსტებულია. ამიტომ აჯობებს პროფილაქტიკური მკურნალობა ან ქირურგიული ჩარევის ალბათობა მათ შემთხვევაში სხვა პერიოდისთვის გადავიტანოთ. |
წინ გველოდება ეჭვიანობა კონსერვაცია და მოპოვებულის შენარჩუნების მძაფრი სურვილი როგორი იქნება ოქტომბერი
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.