შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები კრიზისულ სიტუაციაში


17-10-2015, 21:06
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 807

ალბათ დაკვირვებიხართ, რომ ადამიანები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ ექსტრემალურ სიტუაციაში. ზოგიერთი თუ იბნევა და თავქუდმოგლეჯილი გაურბის თავს დატეხილ პრობლემებს, სხვები პირიქით - გარკვეული ექსტრიმისა და ადრენალინის დოზას ხელოვნურადაც კი დაეძებენ სახიფათო სპორტის ან ჰობის სახით. მოკლედ, დღეს ჩვენი ადაპტაციის უნარზე ვსაუბრობთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:

ასტროლოგები თვლიან, რომ ყველაზე ყოჩაღად მოულოდნელი პრობლემების მოგვარებისას და ფორს-მაჟორულ სიტუაციებში თავი ვერძებს, ლომებს, მორიელებს და თხის რქებს უჭირავთ. უფრო მეტსაც გეტყვით, ვერძი და მორიელი ხშირად თავად დაეძებენ ადრენალინის მისაღებად გარკვეულ სიტუაციებს, დაკავებული არიან სპორტით, ალპინიზმით ან სათხილამურო კურორტებზე ატარებენ ვიქენდებს. რაც შეეხებათ თხის რქებსა და ლომებს, ამ ადამიანებზე დაყრდნობა ნებისმიერი განსაცდელისას შეგიძლიათ. ისინი უბრალოდ აღმერთებენ სიტუაციას, როცა საშუალება ეძლევათ პასუხისმგებლობა აიღონ სხვების სიმშვიდესა და უსაფრთხოებაზე.

ძალიან უჭირთ ექსტრემალურ სიტუაციაში კონცენტრაცია და ძალების მობილიზება კირჩხიბებს, კუროებს, სასწორებს და ქალწულებს. მათ შორის ყველაზე მეტად მწყობრიდან კირჩხიბები და კუროები გამოდიან მოულოდნელად თავსდატეხილი "ცუდი სიურპრიზების" გამო. ამ ადამიანებს უჭირთ დაუგეგმავ და არაპროგნოზირებად მოვლენებთან ემოციურად გამკლავება, მათთვის აუცილებელია ნაადრევი მობილიზიცია საიმისოდ, რომ პრობლემებს მომზადებულნი შეხვდნენ. შესაბამისად, ექსტრემალური სიტუაციები შესამჩნევად აზიანებს ამ ხალხის ფსიქიკას. რაც შეეხებათ სასწორებსა და ქალწულებს ისინი უბრალოდ ქმედითუუნარონი ხდებიან ქაოსის, ხმაურისა და ნეგატიური მოვლენების გავლენის ქვეშ. ამ ადამიანებს არ შესწევთ ძალა სწრაფად მოახდინონ რეაქცია და იზრუნონ გარშემო მყოფების უსაფრთხოებაზე.

დაბოლოს, ნეიტრალური დამოკიდებულება აქვთ ცვლილებების მიმართ შემდეგ ნიშნებს - ტყუპს, მერწყულებს, მშვილდოსნებსა და თევზებს. თუმცა, მათი ნეიტრალიტეტის მიზეზი ცალკე ქვე-კლასიფიკაციის თემაა. საქმე იმაშია, რომ თევზები და მშვილდოსნები არ არიან მიდრეკილნი გულთან ახლოს მიიტანონ ყველაფერი, ამასთან ერთად მათი უმრავლესობა გვიან ხვდება, რომ ბედმა ექსტრემალურ სიტუაციაში ამოაყოფინა თავი. შესაბამისად, ვერც მობილიზებას ასწრებენ ამ ყველაფრის გასააზრებლად. რაც შეეხება მერწყულსა და ტყუპს ისინი მარტივად უყურებენ ზოგადად ცვალებადობის თემას ცხოვრებაში, ამიტომ მათთვის ხშირად ფორს-მაჟორული მოვლენები გართობისა და იუმორის წყაროც კია. ისინი ხშირად ხუმრობენ ამ თემაზე.



№1 სტუმარი black

Msvildosani var..hmm

 


№2  offline წევრი maridb

სასწორიიი ^_^
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№3  offline წევრი Pessimist

სასწორიი wink გაამართლა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent