შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

4love.ge-გზა წინ სწრაფვისთვის და განვითარებისთვის!


14-07-2016, 14:12
ავტორი sopiko
ნანახია 2 165

ხშირად მიფიქრია, რა არის ჩემთვის 4love.ge?
უბრალოდ გასართობი საშუალება თუ სიამოვნების მისაღები წყარო?
იქნებ გზა წინ სწრაფვისთვის და განვითარებისთვის?
ჩემი აზრით კი ის ყველაფერია ერთად!
წელიწადნახევარია ამ საიტის ერთ–ერთი წევრი ვარ და ვთვლი, რომ მას უამრავი ფუნქცია აკისრია! მე შემიძლია აქ გავერთო, გული გადავაყოლო, ვისიამოვნო, დავმწუხრდე და ვიფრინო არარსებულ სამყაროში!
თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია, რომ ჩვენ ნიჭს ფრთების გაშლის საშუალება მივცეთ... გავიგოთ, თუ რას ფიქრობენ ადამიანები ჩვენს შემოქმედებაზე... რა გვეშლება და რას ვაკეთებთ კარგად... რა გამოგვდის და რა გვიჭირს...
ამასთან ერთად ჩვენი სურვილისამებრ მკითხველის სტატუსითაც ვიმკვიდრებთ თავს. საშუალება გვაქვს წავიკითხოთ როგორც სევდიანი, ისე სახალისო ისტორიები... გავეცნოთ სხვის შემოქმედებას, შევაფასოთ ახალბედა მწერლები, ავტორს გავუზიაროთ კრიტიკა თუ მოწონება...
და ამ ყველაფრის ცენტრში კი დგას საიტის მმართველი, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ საიტზე იყოს კომფორტული გარემო, სასიამოვნო ატმოსფეროში ჩვენც სასიამოვნოდ განვიმუხტოთ, დაიდოს რაც შეიძლება კარგი ნამუშევრები, ისტორიები იყოს მრავალფეროვანი, თავი გავირთოთ ანეგდოტებით, სტატიებით, გამოცანებით თუ ტესტებით... წავიკითხოთ იმ წიგნების ელ-ვერსიები, რომლის ყიდვის საშუალებაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ გვაქვს...
ეს საიტი ჩვენ გვილამაზებს დღეებს! შეიძლება ამას ვერ ვხვდებოდეთ, მაგრამ ქვეცნობიერი ყველაფერს აღიქვამს, რაც მოქმედებს ჩვენს განწყობაზე, ღიმილზე, წყენაზე და გახარებაზე...
ამ სტატიით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ბოსს! დიდი კი არა, უღრმესი და დარწმუნებული ვარ თითოეული მომხმარებელიც ისე იქნება განწყობილი მის მიმართ, როგორც მე!
4LOVE.GE...
გავა წლები და ეს საიტი ბევრად უკეთესი გახდება...
ათჯერ... ასჯერ... ათასჯერ... მილიონჯერ...
და ბოლოს! კითხვა, რომლის დასმაც ყოველთვის მინდოდა...
რატომ არის დამშვენებული სიტყვა სიყვარული რიცხვით ოთხი?



№1  offline მოდერი Eleniko13

forlove. სიყვარულისითვის ანუ. 4 იკითხება როგორც ფორ.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№2  offline წევრი Sali Georgienne

Dzalian kargi pirovneba brzandebit !!

 


№3 სტუმარი Black

Sopachka aqa xar gogo?!istoria sadaris?ar gamabrazo male dagvibrundi ra;) es saiti chemtvisac yvelaperia ertad:D;) male dagvibrundi istoriit chveno sopachka,noechkas ar awyenino..

 


№4  offline წევრი cisa

sheen aq? rakaixar ♥ male dagvibrundii icodeee ♥♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent