ყინულისფერი
იმ დღეს გეგმები შეგვეცვალა და პეკინის ნაცვლად ბახტრიონზე უნდა შევხვედროდით. ჩემთვის სულეთი იყო. როგორც ყოველთვის მომიწია ლოდინი,სანამ აფთიაქსა და მარკეტში შეივლიდა.რედბული და პრეზერვატივები მისთვის,ჩემთვის წყალი. მესამე სართულზე ასვლამდე მოასწრო ნერვების მოშლა. ჩვენს შორის არაფერი ხდებოდა რომანტიული,მაგრამ ის ყველა იმ ბიჭზე ახლოს იყო ჩემთან,თუნდაც სულიერად,რომლებთანაც ურთიერთობა მქონია. როგორც ამბობდა ძალიან ვგავდით ერთმანეთს და სწორედ ეს იყო მიზეზი იმის თუ რატომ ვიზიდავდით ერთმანეთს. ის ხვდებოდა თუ როგორ მჭირდებოდა.მაგრამ, არასდროს აღიარებდა- მასაც სჭირდებოდა "მე". ძირითადად მე ვსაუბრობდი, ის ჩემს ამბებს უსმენდა და მერე რა რომ უაზრობებს...მაგალითად ისტორიას იმაზე თუ როგორ ვჭამე სანაძლეოს გამო ტალახი; მხოლოდ ხნობისმოყვარეობის გამო გავსინჯე ნავთი ბავშვობაში; მე-8 კლასში როგორ ვცემე ჩემი კლასელი გოგო; როგორ მიჭირდა იმასთან შეგუება რომ გავიზარდე; როგორ მტკიოდა ახლობელი ადამიანის დაკარგვა და მაინც არაფერს ვიმჩნევდი სხვებთან. ის დამცინოდა, ფეხებზე ეკიდა ჩემი ემოციები,შეგრძნებები...იცოდა რომ რაც არ უნდა ეთქვა, ვაპატიებდი. სისულელეა არა? მაგრამ მის გვერდით ყოფნა,მისი შეხება,მისი ტუჩები, სხეული, თვალები. თვალები რომელიც არცერთ ცისფერს არ ჰგავდა,ყინულისფერი თვალები რომლებშიც სიკვდილს ხედავდი მაგრამ მიუხედავად შიშისა, მისით გაბრუებული ნებით შედიოდი საშინლად ცივ წყალში და ბაგეზე ღიმილშეყინული ელოდი აღსასრულს. ყოველი შეხების მერე ვითხოვდი მეტს, ის თითქოს ჩემს სულს ეხებოდა. ტუჩებით დატოვებული სველი კვალი ნელნელა წვავდა კანს. შეგრძნებებს ისე მძაფრად აღვიქვამდი, სიამოვნებისგან ტვინი ფიქრის უნარს კარგავდა, მთლიანად ვემორჩილებოდი მას და არ მინდოდა ნებაყოფლობითი მონობისგან თავის დაღწევა. დავდიოდით ხოლმე ჩემს საყვარელ კაფეში, ვსეირნობდით და მე კიდევ მიძლიერდებოდა სურვილი, ყოფილიყო მხოლოს ჩემი. თვეები გავიდა მას შემდეგ რაც ბოლოს შევხვდი, მაგრამ იმედის არ ვკარგავ და ვიცი, ოქტომბრის წვიმიან დღეს ისევ შევცურავ ყინულისფერ ოკეანეში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.