შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

15 საშუალება, რომელიც სახლს უარყოფითი ენერგიისგან გაათავისუფლებს


17-08-2016, 15:05
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 1 812

1. გაანიავეთ ბინა
გააღეთ ყველა ფანჯარა და კარი, შემოუშვით ბინაში სუფთა ჰაერი. არა აქვს მნიშვნელობა, რა ამინდია გარეთ, ყინვაც რომ იყოს, ასე მოიქეცით. სუფთა ჰაერით აავსეთ ბინა. ამასთანავე, არ დაგავიწყდეთ საბნების, ლეიბებისა და ბალიშების დაბერტყვა-განიავება.

2. აანთეთ საკმეველი

ან არომატული ჩხირები. ორივე დაგეხმარებათ უარყოფითი ენერგიისგან გათავისუფლებაში.

3. შეაკეთეთ დაზიანებული ნივთები

თუ გატეხილი ნივთი თქვენთვის ძვირფასია, შეაკეთეთ იგი, ხოლო თუ არა, მაშინ გადააგდეთ, - ამბობს ფენ-შუის სპეციალისტი ანცზი ჩო.

4. ოთახში გააფრქვიეთ ფორთოხლის ზეთი

თუ ფორთოხლის არომატი თქვენთვის მზესთან და ღიმილთან ასოცირდება, შეიძინეთ ფორთოხლის ზეთი და ხშირად გააფრქვიეთ ჰაერში. ის გაგიუმჯობესებთ განწყობას, დადებითი ენერგიით აგავსებთ.

5. დაალაგეთ სარდაფი, სხვენი

ნივთები ენერგეტიკის მატარებლებია. გატეხილი ან უფუნქციოდ მიტოვებული ნივთი უარყოფითად იმუხტება. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაუთავისუფლეთ ადგილი დადებით ენერგიას. გარდა ამისა, უწესრიგობა სტრესისა და დაღლილობის წყაროა.

6. აანთეთ ავშანი

ხმელი ავშანის კონას წაუკიდეთ ცეცხლი და სახლში შემოიარეთ ყველა ოთახი საათის ისრის მიმართულებით.

7. სახლი კრისტალებით დაიცავით

შავი თურმალინი ცუდ ენერგიას აგარიდებთ, ვარდისფერი კვარცი კი პოზიტიური ენერგიით აგავსებთ. სასურველია, მინერალები ელექტრონივთებთან არ დაალაგოთ.

8. ოთახები ზანზალაკების წკარუნით შემოიარეთ

ყველაზე მარტივი და სახალისო პროცესია ბინის უარყოფითი ენერგიისგან გასათავისუფლებლად.

9. კედლები ყვითლად შეღებეთ

ფერი დიდ როლს თამაშობს ბინის მოწყობაში. ყვითელი ფერი უარყოფითი ენერგიის დაგროვებას უშლის ხელს.

10. მარილი ოთახის კუთხეებში

მოაბნიეთ მარილი ყველა ოთახის ყველა კუთხეში, გააჩერეთ 2 დღე-ღამე და მერე მტვერსასრუტით მოასუფთავეთ.

11. დაიწყეთ სისუფთავით

ახალ ბინაში გადასვლამდე, დაალაგეთ სახლი საფუძვლიანად, სანამ ნივთებს დაალაგებდეთ. ამგვარად გათავისუფლდებით იმ უარყოფითი ენერგიისგან, რომელიც წინა ბინადარმა დაგიტოვათ.

12. მოაშორეთ კუთხეები

ფენ-შუის სპეციალისტები ბინაში წვეტიანი ნივთების ქონას გვიკრძალავენ.

13. სარკეები

იმისათვის, რომ სახლი დადებითი ენერგიით აივსოს, ჩამოჰკიდეთ სარკეები, რა თქმა უნდა, მრგვალი ან ოვალური ფორმის.

14. აირჩიეთ ნეიტრალური ფერი


მუქ ფერებს ამგვარივე ენერგეტიკა აქვს. ამიტომ მათ გამოყენებას ინტერიერში არ გირჩევთ.

15. დაიცავით შესასვლელი


სახლში ენერგია კარიდან და ფანჯრებიდან შემოდის. იმისათვის, რომ დაიცვათ სახლი, წყალში ჩააწურეთ ლიმონი, დაუმატეთ თეთრი ძმარი და მარილი, მოურიეთ. ამ ნარევით გაწმინდეთ კარი, სახელური, ზარი. ახლა ფანჯრებსაც მიუბრუნდით და ისინიც გაწმინდეთ.
გარდა ამისა, შემოსასვლელ კართან დაყარეთ მარილი და დააფარეთ ფეხსაწმენდი. ამგვარად სახლში უარყოფითი ენერგია ვეღარ შემოაღწევს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent