შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცარიელით სავსე ოთახი


19-08-2016, 02:01
ავტორი ნათი_
ნანახია 1 788

სიკვდილზე ფიქრებმა შემომიტიეს.. ისევ. შენ, აი ხო შენ,სულაც არ ხარ ვალდებული შემოხვიდე და კითხვა განაგვძო. უბრალოდ 1:33 საათია ა.მ–ით და მე ვერ ვიძინებ...ისევ. ალუდას ვუსმენდი. ამ ადამიანის შესახებ აქამდეც მსმენოდა, მაგრამ მგონია რომ დღეს გავიცანი. ის არ იმსახურებდა სიკვდილს. "მიწის ქვეშ ფეთქავ ქეთელაურო" არა? შემიძია შემძულდეს ჩემი თავი იმის გამო რომ მე ვსუნთქავ და ის აღარ. ნეტავ შეიძლებოდეს სიცოცხლეების გადაცვლა. გეფიცები ერთ წამში დავთმობდი ჩემს ცარიელ არსებობას ალუდას სუნთქვისთვის. მე სიკვდილზე ფიქრებმა გამინაპირეს, ალუდა. როცა 17 წლის ხარ, ეს ცოტა უცნაურია არა? ყოველთვის ვცდილობდი ჩვეულებრივი ჭირვეული თინეიჯერი არ ვყოფილიყავი და ჩემს თავს გვერდიდან ვუყურებდი ხოლმე. მაგალითად თავს ვარწმუნებდი რომ ეს სიცარიელე დროებითია და ამ პერიოდის გადალახვის შემდეგ ნელ–ნელა შეივსება, ან ერთბაშად.მაგრამ ამ თეორიის სიმცდარეში ჩემი ეჭვი უფრო და უფრო იზრდება.და საერთოდაც, თუნდაც მართალი ვიყო, მინდა კი რომ შეივსოს ჩემი ცარიელი არსება? მე უბრალოდ მისი დატოვება მინდა. ჩემი საწოლის ქვეშ დანა დევს. მის ქონას უბრალოდ დანების სიყვარულით ვხსნი. ჩემნაირი მშვიდი, ნაზი, წყნარი გოგოსთვის (ახლობლების დახასიათებით) ცოტა უცნაური გადაცებაა, მაგრამ შეეჩვივნენ. მე კი ამ მომენტში იმ დანის ბასრი ზედაპირი წამომიდგება თვალწინ. ლამის ვგრძნობ კიდეც როგორ აპობს ჩემი კანის უჯრედებს, როგორ იღვრება სისხლი გადახსნილი ვენებიდან. ეს იმდენად მკაფიო წარმოსახვაა, რომ მის გარდაუვალობაში მარწმუნებს. მაგრამ ძალას ვერ ვპოულობ. საცოდავი, მშიშარა არსება ვარ, რომლის ადამიანური ინსტიქტები და ჯერ კიდევ შემორჩენილი გრძნობები თვითგადარჩენისთვის ბრძოლას მაიძულებენ. დედაჩემი მახსენდება. ამას ჩემი ქვეცნობიერი აკეთებს, რომ თავი დამნაშავედ მაგრძნობინოს. გამოსდის კიდეც.. სწორედ ამიტომ ვსუნთქავ ჯერ კიდევ. ყველაზე მეტად ის მძულს, რომ საწოლიდან ადგომისთანავე ადამიანის როლის მორგება მომიწევს და ამ თამაშში კიდევ ერთი დღე გაილევა. მე კი ისევ ცოცხალი ვარ. თუ ძალას ვერ ვპოულობ სიცოცხლის შეწყვეტისას, ამაზე ფიქრებმამაინც დამანებონ თავი. მათი ქაოსი სიმშვიდეს მიკარგავსდა მუდმივ შფოთვაში მამყოფებს. წესით ახლა სიცოცხლე უნდა მიხაროდეს ხომ ასეა? მაშინ ჩემს გარშემო სიკვდილის სუნი რატომ დგას? მეშინია რომ წლებს განმავლობაშ მომიწევს ამ გრძნობით ცხოვრება. მეშინია ჩემი უძლურებისა და მცხვენია ჩემი აზრების.
მე არ ვიმსახურებ სიცოცხლეს. მე უნდა ვიწვე მიწის ქვეშ, იმ ადამიანების მაგვირად, რომლებიც სიცოცხლეს შენატრიან. ჩემზე მოგონებები წლის თავამდეც ვერ მიაღწევს უმრავლესობაში. ზოგის ხსოვნას კი უკვე წლებია ადამიანები გულით დაატარებენ.
უსამართლობაა.



№1  offline წევრი Takunia

Ar gipiqria ro asea sachiroo? Aradodes dapiqrebulxar iMaze jer kidev rato var cocxali an saertod ratom gavchndio? Iqneb esea sachiro.... Zevit vigacam sheeni gachena gadawyvita, undoda gqonoda mizani Migegwia raimestvis Shen ki sikvdilze piqrob? Damewmune amqveynad imito ar daibadebodi ro tavi mogekla ragacistvis xo gachndi? Nutu is Mainc ar gainteresebs ristvis? Bevri adamiani wavida chvengan da albat kidev bevri wava magram chven tu yvelas gavtirebt da tavs davidanashaulebt Amit ra sheicvleba? Aseiyo sachiro mxolod Amit axseni yvelaperi da damshvidddebi da gaxsovdes sikvdili gamosavali ar aris mxolod tavis aridebaa da ramdenjerac arunda aarido tavi ragacas dges tu 10wlis shemdeg Mainc mogiwevs mastan shejaxeba

Ps: sinamdvileshi sakutar tavs upro vimshvideb ukve 5:44wutia amdros aq imito sulac ar var ro dilit adreadgoma miyvars ubralod verc me shevdzeli dadzineba panjris rapaze vzivar da 8sartulidan vucqer quchas timeous ase dzalian miyvars ramdenjerac gadaxtoma davapire sul im azrebma gadamapiqrebia rac shenc gagiziare chemi chkuit.... 3jer gadachril venebze agarapers vambob magram ravqnaroo ver sheveguebi mxolod mshoblebis tkivils ar shemidzlia mati tkivili chemi mizezi iyos shenc dapiqrdi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent