შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

25 სექტემბერი


25-09-2016, 00:42
ავტორი terooo
ნანახია 2 003

პირვლად როცა შენი არსებობის შესახებ გავიგე, როდესაც შენ ჩემში თითქმის არც კი ჩანდი, იმ დღის შემდეგ, იმ წამიდან ყველაფერი შეიცვალა, თითქოს ყველაფერი უფრო ნათელი და ფერადი გახდა. იმ წამიდან ყველაზე ბედნიერი გავხდი... ყელაზე ყველაზე...
თავიდან ვერ ვიჯერებდი, ვერ ვითავისებდი, რომ ერთი პატარა წერტილი მთელ ჩემს სამყაროს ამოატრიალებდა, გიჟს უფრო გიჟად მაქცევდა.
ყოველ დილით თავს მახსენებდი, აქ ვარ შენში ხომ არ დაგავიწყდიო, სულ გაყინული და მოცახცახე გამათბე და სიცოცხლის დაუღალავი წყურვილი მაჩუქე... მთელი ცხრა თვის მანძილზე თვეებს, კვირეეებს, დღეებს, საათებს, წუთებს და წამებს ვითვლიდი...
მინდოდა დრო მალე გასულიყო და მენახე, ვინ ან როგორი იყავი, მინდოდა შენს სათუთ კანს შევხებოდი, შენი სურნელი შემეგრძნო და შენი ნაზი გულისცემა დამეთვალა, შენი თვალები მენახა, ტუჩები ცხვირი, პატარ ხელები და ფეხები...
პირველად, ძალიან პირველაად შენ შემაშინე, ტკივილი ვიგრძენი და შენი არ არსებობის შემეშინდა, მზის არ ამოსვლისა და ნათელი დღის, შემეშინდა, ყველაზე მეტად შემაშინე მაშინ, ექიმის თვალებს თვალდაუხამხამებლად ვუყურებდი, მისი სახის ცვლილება მკლავდა, ცრემლებს უფრებას არ ვაძლევდი სახე ენახათ, თითებს მაკრად ვაჭერდი ერთმანეთს, დამეფიცება, შენი გულის ცემის ხმამ სამყარო მომატარა, ყველაზე მეტად ძლიერი და ამაყი იმ წამს ვიყავი, რომ შენ ისევ სუნთქავდი ჩემში.
მერე იყო ლოდინი, შენი დანახვის, ამ ქვეყნად მოვლინების დრო. რა ზანტად და ნელა გადიოდა. ვუყურებდი, როგორ იზრდებოდა ჩემი მუცელი და შენც უფრო მეტად როგორ იწყებდი შესამჩნევ მოძრაობას. მამიკოს ხმას სცნობდი, შესამჩნევი რეაგირებები გქონდა, მაიმუნობდი... თითქმის არაფერი მოგწონდა და სულ ცუდ ხასიათზე ვიყავი, შუა ზამთარში, ნაყინს მივირთმევდით ორივე, ბოლოს დაგვცინოდნენ ,,თხილამურებით დაიბადებაო“. დრო კი ნელა და ზანტად გადიოდა.
ექიმმა შენს დედიკოს და მამიკოს უთხრა ,,თარიღი გადაწყვიტეთო“ ჩვენ კი 26 სექტემბერი ავირჩიეთ, შენი ბიძიას დაბადების დღე, მაგრამ შენ აქაც სიურპრიზი გაგვიკეთე, მოუსენარმა ადრე მოინდომე სამყაროს ხილვა....
იმ გრძნობას ვერ გადმოვცემ საოპერაციოში რასაც განვიცდიდი, ეს აუტანელი იყო, მაშინებდა ექიმის ყოველი გამოხედვა და მიმართვა ექთნებისთვის.
-ბავშვი არ სუნთქავს- ალბათ ყველაზე საშინელი ფრაზა იყო რაც კი რამ ოდესმე მომისმენია, ჩემი უსუსურობა მკლავდა, იმის მაგივრად რომ ჩემთან მოეყვანე, წაგიყვანეს, რამდენიმე წამში კი შენი ტირილის შემომესმა, ეს ყველაზე... ყველაზეე.... არანორმალური გრძნობა იყო... ამას ხომ ვერ გაუზიარებ სხვებს, ეს უნდა გამოსცადონ...
შენ ჩვენო პატარავ, ხუთი წლის წინ მოევლინე სამყაროს და გაგვიფერდე ყოველი წამი, ბედნიერი ვარ რომ ღმერთმა შენი თავი მაჩუქა...
ახლა ყოველ დღე, დილიდან საღამომდე, ჯუნგლებში ვცხვრობთ აპაჩებივით, ხან ნადირთა მეფე გვყავს სახლში სტუმრად... ხან მაუგლი, ჯუნგლი...
დე, ძნელია გიწოდოო ბავშვი... (ვიხუმრე) შენ ჩემი არა მარტო ჩემი, შენი მშობლების სამყარო მთლიანად ამოატრიალე... და იმედი მაქვს კორპუსიდან არ გაგვასახლებენ...

დე... ჩემო პატარა... ყველაფერი საუკეთესო მინდა გისურვო, შენი ყველა ოცნება ხომ ჯერ ბავშვური და ცვალებადია, მინდა ჯამრთელი, ბედნიერი, ღიმილიანი და წარმატებული მყავდე.... მინდა სრულყოფილი ბავშვობა და ვრცელი ცხოვრების გზა....



№1 სტუმარი მმ

ღმერთმა გაგიზარდოთ ჯანმრთელი ,ბედნიერი და სიკეთით სავსე!!!

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიამი

არაფერია შვილის სიყვარულზე ძლიერი,მართალი და უსასრულო...ღმერთმა ბედნიერი დედა გამყოფოთ და შვილის კარგათ ყოფნით გებედნიეროთ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent