შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პრინცესები საიტის წევრებს მიღმა


11-12-2016, 10:01
ავტორი sopiko
ნანახია 4 896

ამბობენ, ყველა ქალის უკან პრინცესა იმალებაო, ასე რომ, ამ სიახლით უპირატესობას მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს მივანიჭებ საიტზე, რომლებიც ისედაც ჭარბობენ. მგონია, რომ ბევრი საკმარისად გავიცანი იმისთვის, რომ მათ უკან პრინცესა დავინახო. ვინაიდან დისნეის იმდენი გმირი არ გამოუგონია, რამდენიც საიტზე ვართ, ვერ შევძელი ყველა მომხმარებლისთვის თავისი პროტოტიპის მოძებნა და იმედია გული არ დაგწყდებათ. სხვა დროს სხვებზე იქნება.
ახლა კი... დავიწყოთ!
(გაითვალისწინეთ, აქ გარეგნობა არაფერ შუაშია, პრიორიტეტი ხასიათია.)

1)ფიფქია-ევა ლორელაი
პრინცესები საიტის წევრებს მიღმა

ევა ფიფქიასავით კეთილი და სათნოა. მასავით სათუთი და ქალური. აქვს თავის პატარა შიშები, რომლებსაც სხვებთან მშვენივრად ნიღბავს, მაგრამ უღრან ტყეში ეს ხერხი ნამდვილად არ გამოადგება. უყვარს, როცა გაჭირვებულს ეხმარება და მერე მათ მადლიერ, ბედნიერ თვალებს ხედავს. ვერ იტანს, როცა ირგვლივ არეულობაა.
2)ელზა-თაკო წულაია
პრინცესები საიტის წევრებს მიღმა

ელზასავით გულჩათხრობილი, გარეგნულად მშვიდი, მაგრამ მის შინაგან სამყაროში სრული ქაოსია. შეუძლია სხვისი ბედნიერება თავისაზე წინ დააყენოს. თავი შეიზღუდოს, თუ იცის, რომ შეიძლება ვინმეს რამე დაუშავოს, ატკინოს. თუ თავისუფლებას და ზღუდეების არარსებობას გრძნობს, უბედნიერესია.
3)რაპუნცელი-ანი ბადალაშვილი
პრინცესები საიტის წევრებს მიღმა

რაპუნცელივით ცვალებადი ხასიათის, ზოგჯერ მხიარული და წამებში დასევდიანებული პრინცესა. ოცნებობს თავგადასავლებზე. ვერ იტანს ჩაკეტილ სივრცეს. ადამიანებს ძალიან მარტივად აყვარებს თავს. მას ყველანაირი სამყარო შეუძლია მოირგოს. თავის სურვილებზე ხშირად უთქვამს უარი საყვარელი ადამიანების გამო.
4)არიელი-მარიალა
პრინცესები საიტის წევრებს მიღმა

არიელივით ხალისიანი, ენერგიული და ცნობისმოყვარე. გიჟდება გამოწვევებზე. არის ჯიუტი და ოკეანის უზარმაზარ ტალღებსაც კი არ უშინდება. ყველასა და ყველაფრის წინაამღდეგ წავა საყვარელი ადამიანის გამო. უყვარს წვიმა და ცივი წვეთების მხრებზე შეხება.
5) კონკია-ბიბო (თამუნა)
პრინცესები საიტის წევრებს მიღმა

კონკიასავით თბილი და მოსიყვარულე. შეუძლია თავს დააჯეროს ის, რაც სურს. ჰყავს საუკეთესო მეგობრები, რომელთა იმედიც სულ აქვს. არ არის პუნქტუალური. თუ რამე აიკვიატა, ვეღარავინ გადაარწმუნებს. არის ოპტიმისტი და მომავალსაც ოპტიმისტურად უყურებს.
6)ბელი-მარიამ ნატროშვილი
პრინცესები საიტის წევრებს მიღმა

ბელივით საყვარელი, მზრუნველი და ყურადღებიანი. თუ ვინმესადმი უარყოფითად განეწყო, მერე ძალიან უჭირს შეხედულების შეცვლა. თავის პრინციპებს არასდროს უგულებელყოფს, თუმცა მომენტებში დამთმობიცაა. მაშინ, როცა ხვდება, რომ მართალი არაა. მისთვის მთავარი გარეგნული სილამაზე არ არის, სულიერებაა. მისი ერთ-ერთი გატაცებაა წიგნის კითხვა.
7) ანა-ნათია ლიჩელი
პრინცესები საიტის წევრებს მიღმა

ანასავით პოზიტიური, მებრძოლი და შეუვალი. ყოველთვის უმკლავდება პრობლემებს. მაშინ, როცა თავს ბედნიერად გრძნობს, სიგიჟე ეპარება და სისულელეებს აკეთებს, რომლებიც მერე სასიამოვნო მოგონებებად ელექება გონებაში. ყველაზე მეტად უყვარს, როცა დროს მეგობრების გარემოცვაში ატარებს. ვერ იტანს მარტოობას.
8) ტიანა-მარიამ რაქვიაშვილი
პრინცესები საიტის წევრებს მიღმა

ტიანასავით მიზანდასახული და ძლიერი ბუნების. უკან არაფერზე დაიხევს, თუ რამე ძალიან უნდა. შეუძლია საკუთარი თავის კონტროლი და თავის გადაწყვეტილებებს დიდ პატივს სცემს. შიშის დაძლევას და ცივი გონებით ფიქრს ყველა სიტუაციაში ახერხებს და ესაა მისი უპირატესობა.
9) მულანი-კირა
პრინცესები საიტის წევრებს მიღმა

მულანივით გამჭრიახი და ნებისყოფიანი. საყვარელი ადამიანების გამო შეუძლია თავის მსხვერპლად გაღება. არ ესმის, რატომ უნდა ემორჩილებოდეს წესებს და არ ცხოვრობდეს ისე, როგორც სურს. მისი აზრით, კანონები იმიტომ არსებობს, რომ დაარღვიო, თუმცა მის სიღრმეში მაინც იმალება რაღაც ქალური.
10) ესმერალდა-ელენე გოგინაშვილი
პრინცესები საიტის წევრებს მიღმა

ესმერალდას მსგავსად სამართლიანი და გულისხმიერი. ყველას ტკივილი გულთან მიაქვს და სხვისი პრობლემების მოგვარებას ყოველთვის ცდილობს. უყვარს, როცა ადამიანებს სიხარულს ანიჭებს. მომენტებში მორცხვია. მისი ერთი მოქმედებაც კი გაცნობს მის პიროვნებას.
11) ავრორა-თინა ნიკოლი
პრინცესები საიტის წევრებს მიღმა

ავრორასავით სრულყოფილი თუ სრულქმნილი. უკლებლივ ყველაფერი გააჩნია, რაც ნამდვილ პრინცესას უნდა გააჩნდეს... სიკეთე, სიყვარული, იუმორი, სწორი მსოფლმხედველობა და კიდევ რა არ... არ უყვარს ლოდინი, მაგრამ ამასაც შეეგუება, თუ წინ დიდი ბედნიერება ელის.
12) ჟასმინი-ქეთი ფიროსმანიშვილი
პრინცესები საიტის წევრებს მიღმა

ჟასმინივით სურნელოვანი და მიმზიდველი. მასში არის რაღაც იდუმალი და ადამიანებსაც სწორედ ეს იზიდავთ. არის გამბედავი და არ ერიდება იმას, რაც აუცილებლად მოხდება. არაფრის და არავის გამო არ დახრის თავს მაშინ, როცა მართალია. უსამართლობას არასდროს ეგუება და ყოველთვის ცდილობს მის აღმოფხვრას.
13) პოკაჰონტასი-ელენე ირემაძე
პრინცესები საიტის წევრებს მიღმა

პოკაჰონტასივით პირდაპირი და მომენტებში უხეშიც. უყვარს განმარტოება და საკუთარ თავთან საუბარი. მუდამ რაღაც ახალს ეძებს და აღმოჩენილის მიმართ შიში არასდროს უჩნდება. თუ ვინმე გულწრფელად შეუყვარდა, ვეღარ გადაიყვარებს და მის გამო იმას გააკეთებს, რასაც ვერასდროს წარმოიდგენდა.
14) ჟიზელი-სოფიკო კობლიშვილი ანუ მე...
პრინცესები საიტის წევრებს მიღმა

ჟიზელივით რომანტიკოსი და მეოცნებე. შეუძლია იოცნებოს იმაზეც კი, რაც არასდროს მოხდება და მაშინ იმღეროს სიყვარულზე სიმღერა, როცა საერთოდ არ იცის, როგორია ეს გრძნობა. არის სულელი და გულუბრყვილო. ბედნიერია, როცა მის გარშემო ბედნიერნი არიან.

და სამწუხაროდ ჩემი სიახლე დასასრულს მიუახლოვდა...
ისევ და ისევ შეგახსენებთ, რომ არავინ არ დამვიწყებიხართ და გუგლშიც თავიდან დავუწყე პრინცესებს ძებნა, კიდევ რომელიმე რომ ყოფილიყავით აქ, მაგრამ უშედეგოდ.
იმედია მიზანს მივაღწევ და სახეზე თუნდაც წამიერ ღიმილს მოგგვრით!
უყვარხართ სოფიკოს!



№1  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

რა საყვარლობაა heart_eyes
კიდევ დადეთ ესეთები heart_eyes

 


№2  offline მოდერი sopiko

kata-nia
რა საყვარლობაა heart_eyes
კიდევ დადეთ ესეთები heart_eyes

გმადლობ heart_eyes აუცილებლად!

 


№3  offline წევრი Shokoladi :D

არ მეგონა აქ ჩემს თავს თუ ვნახავდი :D როგორი ტკბილი ხარ აკრძალული შოკოლადივით.... ტკბილეულის დანაკლისს მივსებ :D <3 <3

 


№4  offline მოდერი Eleniko13

პოკაჰონტას ^^
აუ, რა მაგარი გოგო ხარ სოფიკო,
მეც მაგასთან ვაიგივებდი თავს :დდ
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№5  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ჩემ თავს აქ ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ რომ ვნახე, თან ფიფქიაო, ძალიან გამიხარდა. ჩემი ხასიათის რაღაც მხარე გამოგიცვნია. ის რასაც ჩრმს ნაწერებში ვაშისვლებ.
მადლობა, სოფო. კარგი გოგო ხარ.

 


№6  offline წევრი Ignifex

ე,არ ველოდი ჩემ თავს :D
მადლობაა,რა ზუსტად ჩამსვი :D მართლა ოღონდ ♥ ♥
გამახარე ძალიან,ტკბილი სიახლე იყო ^_^

 


№7 სტუმარი გვანცა))

აუ ძაან მაგარი გოგო ხარ შენნ^^

 


№8  offline მოდერი sopiko

ananolove
რაკარგია კიდე გააკეთე რა

გავაკეთებ აუცილებლად ^_^ უამრავი იდეა მაქვს.
okay
თავიდანვე ველოდი ჩემს თავს :დ
ზუსტი შედარებები გქონდა ჩემი აზრით ^^
არა მარტო ჩემზე, არამედ ყველაზე.

ელზა... ყველაზე მეტად მიყვარს ეს გმირი და ვგავარ კიდეც :დ ძალიან სწორად დამახასიათე.

პ.ს ელზა და ბელი ყველაზე სევდანარევი გმირები არიან ჩემთვის :დდ

ელზას ფოოტო რომ დავინახე, მაშინვე შენ დამიდექი თვალწინ heart_eyes
Shokoladi :D
არ მეგონა აქ ჩემს თავს თუ ვნახავდი :D როგორი ტკბილი ხარ აკრძალული შოკოლადივით.... ტკბილეულის დანაკლისს მივსებ :D <3 <3

მინდოდა ჩემი ახალი ნაცნობებიც ყოფილიყავით ^_^

Eleniko13
პოკაჰონტას ^^
აუ, რა მაგარი გოგო ხარ სოფიკო,
მეც მაგასთან ვაიგივებდი თავს :დდ

უი, როგორ მიხარია, რომ ამოგიცანი heart_eyes
ლორელაი
ჩემ თავს აქ ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ რომ ვნახე, თან ფიფქიაო, ძალიან გამიხარდა. ჩემი ხასიათის რაღაც მხარე გამოგიცვნია. ის რასაც ჩრმს ნაწერებში ვაშისვლებ.
მადლობა, სოფო. კარგი გოგო ხარ.

არაფრის, ლორე. ის ვთქვი და ის დავწერე, რასაც ვფიქრობდი heart_eyes
Ignifex
ე,არ ველოდი ჩემ თავს :D
მადლობაა,რა ზუსტად ჩამსვი :D მართლა ოღონდ ♥ ♥
გამახარე ძალიან,ტკბილი სიახლე იყო ^_^

მართლა მგონია რაღაც ამოცნობის უნარი :დ მ ა დ ლ ო ბ ა! heart_eyes
გვანცა))
აუ ძაან მაგარი გოგო ხარ შენნ^^

დიიდი მადლობა heart_eyes
ძაან მაგრები ხართ თქვენ!

 


№9  offline მოდერი sopiko

MoonLady
ძალიან უცხო სიახლე იყო, ძალიან თბილი ^-^

ეს იყო ჩემი მიზანიც heart_eyes

 


№10  offline ახალბედა მწერალი murachashvili

არც კი ვიცოდი ამდენი პრინცესა თუ არსებობდა smile ძლიან დადებითი და პოზიტიური წამოწყებაა, ისე უარყოფით გმირებზეც რომ შეგერჩია პროტოტიპები საინტერესო გამოვიდოდა

 


№11  offline მოდერი sopiko

murachashvili
არც კი ვიცოდი ამდენი პრინცესა თუ არსებობდა smile ძლიან დადებითი და პოზიტიური წამოწყებაა, ისე უარყოფით გმირებზეც რომ შეგერჩია პროტოტიპები საინტერესო გამოვიდოდა

ვის მიმართაც უარყოფითდ ვარ განწყობილი, ჩემს სიახლეებში არც იქნებიან :დ
არ მჩვევია ადამიანების გაკიცხვა და მათ უარყოფითებზე ხაზის გასმა... ღმერთმა თავიანთ გზაზე ატაროს.

 


№12  offline აქტიური მკითხველი select

როგორი კარგიაა ასეთები გააკეთე ხოლმე

 


№13  offline მოდერი Kira

ნუ აი დღის პოზიტივი ხარ რაა <3
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№14  offline მოდერი sopiko

select
როგორი კარგიაა ასეთები გააკეთე ხოლმე

MADLOBA heart_eyes
Kira
ნუ აი დღის პოზიტივი ხარ რაა <3

მმმ... ^_^

 


№15 სტუმარი ანაააააააააა

ერთი ასეთი აქტიურ მკითხველებზეც გააკეთე რაა ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent