შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

25 საინტერესო ფრაზა წიგნიდან ,,აღიარება ხელისგულზე"


13-11-2017, 19:05
ნანახია 23 687

1. რაღა ადამიანი ხარ თუ სხვის შეცდომებზე სწავლობ? ამ შემთხვევაში კარგავ უდიდეს სიამოვნებას, როლის მონიჭებაც მხოლოდდაცემის შემდეგ წამოდგომას შეუძლია.

2. სამწუხაროდ ირგვლივ ყველაფერი ილუზიით იფუთება. ჩვენ კი ამ შეფუთვას ვიღებთ და თავს ვიტყუებთ. არასდროს მინდოდა ასეთ სამყაროში ცხოვრება. როგორი იქნებოდა სამყარო თუ ყოველი ჩვენგანი საზოგადოების ტყვე კი არა, წევრი გახდებოდა.

3. კაცი ქალის კოცნისას თვალებს თუ არ ხუჭავს, არ უყვარს.

4. სექსამდე გახდაში ყველა გეხმარება, აქტის მერე კი ფეხებზე ჰკიდიხარ.

5. საშინელებებს რომ აკეთებ, უფრო გიმართლებს თურმე, ვიდრე მაშინ როცა კეთილშობილურ საქმეს ემსახურები.

6. ქალს, რომელიც ქმრის საღალატოდ მიდის, კომფორტული ფეხსაცმელი უნდა ეცვას, ვაი და გაქცევა დასჭირდეს?

7. როცა საქმე გრძნობებს ეხება, საყოველთაო ჭეშმარიტებები არ არსებობს.

8. ცოლად მაინც და მაინც იმას კი არ უნდა გაჰყვე, ვინც გიყვარს... შეეცადე ცხოვრება იმას დაუკავშირო, ვისაც შენი ესმის... და თუ კაცს შენი ესმის, თუ უნდა რომ გაგაბედნიეროს... თავისთავად გიყვარდება. თუ არ გიყვარდება მისი ძალიან მადლიერი რჩები. ეს მადლიერება კი დროთა განმავლობაში აუზილებლად გადაიზრდება სიყვარულში.

9. სწორედ იმიტომ, რომ არ ვიცით რა არის სიყვარული, ხშირად ვნებაში გვერევა ან აღფრთოვანებასა და ინტერესში. ერთ დღეს შენს ყველა კითხვაზე იპოვი პასუხს და ძვირფასი ადამიანი ამოუცნობ გალაქტიკად სულაც აღარ მოგეჩვენება. არფრთოვანებაც მაშინვე ჩაქრება, როორც კი დაინახავ როგორ ყრის სასტუმრო ოთახში თავის აყროლებულ წინდებს, როგორც კი მთვრალი, მეტიც გალეშილი, დაბრუნდება სახლში, როგორც კი აღარ აუღებს შენს ზარებს, აღარ გაჩუქებს ყვავილებს... მოკლედ, როგორც კი შენი გულის მოსაგებად აღარაფერს გააკეთებს.

10. კაცები სულელები არიან! ცოლს რომ მოიყვანენ, ჰგონიათ, ყველაფერი დამთავრდა. სინამდვილეში კი მთავარი ნადირობა ქორწინების შემდეგ იწყება! ქალი ყოველდღიურად უნდა დაარწმუნო, რომ შენთან ყოფნა უღირს... რომ შენთან ყოფნა უნდა...

11. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული კაცთან ურთიერთობასავითაა. გაუსაძლისად რომ აგატკივებს ტერფებს, ერთი სული გაქვს გაიხადო და ფიქრობ, რომ აღარასდროს ჩაიცვამ, მაგრამ მეორე დღეს იმავეს აკეთებ.

12. -თავში ავარდნილი ახალგაზრდა კაცები სინამდვილეში ძალიან ბანალურები არიან, თუმცა მათი გულის მოგება მაინც რთულია.

-რა უნდა გავაკეთო მის მოსახიბლად?
-დაანახე, რომ სხვანაირი ხარ, მაგრამ ძალიან ახლოსაც არ მოუშვა და ინტერესი გააგიჟებს.

13. -შეყვარებული მყავს.
-კარგია.
-რთულია.
-ეჭვიც არ მეპარება. ალბათ საათობით აწყობ გეგმებს, როგორ უღალატო ისე, რომ შეგრჩეს.

14. -შენ ყველაზე ლამაზი ქალი ხარ, ვინც კი ოდესმე მინახავს“!
-შენ კი ყველაზე ნიჭიერი მატყუარა.

15. ძაღლების ერთგულება შთამაგონებელია. გადომებს, საკუთარ თავს დაუმტკიცო, რომ ჯერ კიდევ ადამიანი ხარ.

16. შრამები სხეულზე არაფერია. მხოლოდ სულის იარებია საშიში.

17. სიკვდილი ზარმაცებისთვისაა. წევხარ და ისვენებ, სანამ სხვები სიცოცხლეს ებრძვიან.

18. რაღაცნაირია ცხოვრება... ვაჭარს ჰგავს, რომელიც სასწორს სინამდვილეში არასდროს ათანაბრებს; სანამ ერთი ტირის და სიცოცხლე აღარ უნდა, მეორეს ულხენს. მერე კი პირველს უბედურებას ართმევს, მეორეს - ბენიერ წუთებს. ძლიერია დროებითობისა და წამიერების კანონი, იმდენად ძლიერი, რომ მარადისობის გვეშინია, არ ვიცით, მას რა უნდა მოვუხერხოთ. ”

19. ოჯახი ხანდახან ქალურ სიამაყეზე მაღლა დგას, უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომელსაც პარტნიორის შეცდომის გამო, თავიდან ვერ მოიშორებ.

20. ვინ მიდის? ის, ვისაც აღარ უყვარს თუ ის, ვინც ჯერ კიდევ ძლიერადაა შეყვარებული, რომ მეორე გაანთავისუფლოს? ვინც უნდა მიდიოდეს, ორივეს სტკივა. ხო, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, დაშორება იმისთვისაც მტკივნეულია, ვისაც აღარ უყვარს.

21. შენი ტრაგედია შენი ყველაზე დიდი ძალაა.

22. გიფიქრიათ, რომ თოვლი ქალს ჰგავს? თუ მასზე რამდრნიმე ნაკვალევი ჩანს, ჯერ კიდევ ლამაზია, მაგრამ თუ ბრბო გადაუვლის - ბინძურდება და უშნოვდება.

23. სინამდვილეში, ადამიანები კი არა, ურთიერთობები იცვლება. როცა ცხოვრებაში რაღაც ძალიან მტკივნეული გემართება, მაშინაც კი, თუ გაიცინებ, უწინდებურად კარგად ვეღარაფერი იქნება. ტრაგედიები ღრმა კვალს ტოვებს.

24. სიყვარულია, როცა პიროვნებაში გიყვარს ღმერთი, ეშმაკი და ადამიანი.

25. ცხოვრობდე უღმერთოდ იგივეა რაც, ცხოვრობდე საკუთარი თავისა და საყვარელი ადამიანების გარეშე, სამყაროსგან განცალკევებით, რადგან ყველაფერში და ყველგან ღმერთია.



ცოტა რამ რომანის ,,აღიარება ხელისგულზე" შესახებ:

რომანში ,,აღიარება ხელისგულზე“ რადა მოდებაძე, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი თავისი ცხოვრების შესახებ ყვება. გოგონას, ბევრი თანატოლის მსგავსად, კომპლექსები და შიშები არ ასვენებს. რადა გამუდმებით საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან იბრძვის. მოდებაძეს ვერ ამჩნევენ ან დასცინიან, ამიტომ ბოროტდება და ყურადღებას ,,ბინძური გზებით" იქცევს, შურისძიებისას ის ინკოგნიტოდ რჩება და ეფარება ფსევდონიმს ,,გოგონა მაღალ ქუსლებზე.“ მთავარ პერსონაჟს გამუდმებით ამცირებს ანდრია მახარაძე, უნივერსიტეტში ყველაზე პოპულარული ბიჭი. რადას ეზიზღება კურსელი და თვლის, რომ ამ თავში ავარდნილ ,,ტიპს“ ვინმემ ჭკუა უნდა ასწავლოს, ანდროს საიდუმლოებების გამოსააშკარავებლად გოგონა მაღალ ქუსლებზე კურსელის წარსულში იწყებს ქექვას. სულ მალე ჩვეულებრივი Hate Story ნამდვილ ომში გადაიზრდება... ომში, რომელშიც ბრაზით, სიძულვილით, სიყვარულით, ვნებით, ტყუილით, მონატრებით, გაუგებრობებით, ღალატით და ინტრიგითაა სავსე. ეს ებრძოლა შესაძლოა ტრაგედიით დასრულდეს.
რომანში კარგად ჩანს თანამედროვე თაობის ფსევდოფილოსოფია, ძირგამოცლილი ურთიერთობები; ფასეულობათა სისტემის დაშლა; ეგოიზმი, რომელიც ყველაფერს შთანთქავს; სიამაყე, რომელიც ადამიანებს ანგრევს; ერთი მხრივ, ყოფის ამაოება, მეორე მხრივ, ამ დეპრესიული ფიქრების დაძლევის გზა; უაზრო დიალოგები, რომელსაც არა შეგრძნებების, ფიქრებისა და გამოცდილების გასაცვლელად, არამედ დროის გასაყვანად ან იმიჯის შესაქმნელად იყენებენ; იმის მიუხედავად, რომ ტექნოლოგიები განვითარდა, ადამიანებს დაეკარგათ ერთმანეთის გულთან მისასვლელი გზები, დაავიწყდათ რეალური ემოციების გაზიარება და დარჩნენ საკუთარ თავთან მარტოობაში.
,,აღიარება ხელისგულზე“ არის რომანი ადამიანურ სისუსტეებზე, შეცდომებზე, სინანულზე, მომავლის იმედზე, ბედნიერებისთვის ბრძოლაზე, ცხოვრების არსის შეცნობაზე, საკუთარი თავის და ,,შენი ადამიანის“ ძიებაზე... სწორედ ამიტომ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი თავის ან მის ირგვლივ მყოფი ადამიანების პოვნა ან წიგნში.

წიგნის შეძენა შეგიძლიათ ,,ბიბლუსის" ნებისმიერ ფილიალში.
ხუთშაბათს 16 ნოემბერს ექვს საათზე წიგნის პრეზენტაცია გაიმართება ქუთაისში.



მეც მაინტერესებს! სად წავიკითხო??

 


№2 სტუმარი tamarchik

აუ ვგიჟDები უმაგრესიააა

 


№3 სტუმარი Magda

Sad wavikitxoo ukve mainteresebs

 


№4 სტუმარი სტუმარი მარი

ჯერერთი რომანია მოთხრობა არარის და ბიბლუსში შეგიძლიათ წიგნის ყიდვა :) ფასდაკლებებიც ხშირადაა აღნიშნულ წიგნზე ^^

 


№5 სტუმარი mari

au sruli wigni argidevt?

 


ვაბოდებ ამ წიგნზე და რა ვქნა. ეს ის ერთადერთი წიგნია, რომელიც მხოლოდ ორ დღეში წავიკითხე, თანაც გამოცდების პერიოდში. მართალია დასასრული დიდად არ მომეწონა, მაგრამ ის ემოციები, რომელიც ამ წიგნის წაკითხვის დროს დამეუფლა ჯოკრავს ყველაფერს იმას რაც კი არ მომეწონა. კიდევ, კიდევ და კიდევ სიამოვნებით წავიკითხავდი ამ წიგნს და შევიგრძნობდი იმ ემოციებს რაც აქამდე განვიცადე. ყვლას, ყველას და ყველას ვურჩევ წაიკითხონ ეს წიგნი და დატკბენ კითხვით. heart_eyes kissing_heart ეს ფრაზები კი, რომელიც ამოღებული გაქვს სულ მრჩება გონებაში და ვერ აღწევს იქიდან. heart_eyes

თათული ღვინიანიძე პირადად ჩემთვის სააოცარი მწერალი ხარ. სიტყვები არ მყოფნის და რავ ქნა... kissing_heart heart_eyes
--------------------
"Do not be satisfied with other stories, create your own myth." !!! Writing is my life.

 


№7 სტუმარი სტუმარი მარიკო

იმდენად ახლოსაა ეს წიგნი დღევანდელობასთან, ჩვენს ყოველდღიურ ფიქრებთან და განცდებთან, რომ კითხულობ და გხვდება ასეთი საინტერესო ფილოსოფიური პასაჟები, გგონია, მეგობარს ან ძალიან ახლობელ ადამიანს ესაუბრები, ავტორს დიდი მადლობა ამისთვის.????

 


№8  offline წევრი მელანია

თანამედროვებასტან ძალიან ახლოსაა და ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.ძალიან მიყვარს ეს წიგნი

 


№9 სტუმარი სტუმარი თამთა

საუკეთესოაა

 


№10  offline წევრი gvancacuna

pdf ar gaqvt vinmes? ????

 


№11 სტუმარი სტუმარი 12345

აუუ წიგნი წავიკითხე სრულად მაგრამ დასასრული ვერ გავიგე
ანუ ბილთან დარჩა?

 


№12 სტუმარი სტუმარი დიანა

ემოცებით სავსე,არაჩვეულებრივი წიგნი.????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent