ჩემი ცხოვრება შეცვალე 2
-უკვე ნახევარი საათია მანდ ხართ, ან გამოდით ან ჩვენ შემოვალთ.. გაბრაზებული კუნძი საპირფარეშოს კარების მიღმა მძვინვარებდა.. -ვერ შემოხვალთ, ეს გოგონების კუთვნილი სივრცეა ასე რომ მოუსვით მაიდან.. ვცდილობ როგორმე მოვიშორო თავიდან ის თავხედი ცხვარი, მაგრამ გინდ გაყინულ ქათამს ესაუბრე გინდ მას, ორივეს ტვინი გაყინული აქვს.. ( ამ გახსენებაზე ნერწყვი მომადგა, მთელი დღეა არაფერი მიჭამია) -მომისმინე, სულ ტყუილად მელოდები, მაინც არ გამოვალ...ასე რომ წადი სახლში! ვცდილობ დამაჯერებლად წარმოვთქვა მაგრამ იმის რომ მთელი დღე ამ დახუთულ საპირფარეშოში გავატარებ არც მე მჯერა.. -მომისმინე ჩიტუნია, არ მოგშივდა?! რაღაც საეჭვოდ უკაკუნებს -მერე შენ რა?! -არაფერი, პიცა შევუკვეთე და უნდა ვჭამო, შენ შეგიძლია პატარა ოთახის ნობათით ისიამოვნო! -ხედავ?! დამცინის კიდეც ბაბის განრისხებულმა შევხედე -ახლა მანდ გამოვალ და... კარებს ვესცი მაგრამ ბაბიმ გამაჩერა - მიდი მიდი გამოდი, ვის რას უზავ ერთი დამანახე აბა... იქიდან მიკიჟინებს.. - იცი რა?! არსად გამოსვლასაც არ ვაპირებ, მაგ შენი პიცა გემრიელად მიირთვი.. დიდი ნერწყვის გადაყლაპის შემდეგ დავასრულე წინადადება.. -კარგით, როგორ იტყვით.. უდარდელი ხმით მიპასუხა.. ბაბის შევუტრიალდი, -რაიმე გზა უნდა არსებობდეს აქედან გასაღწევად.. რომელიღაც ნიჟარა გაიჭედა და ოთახში საშინელი სუნი დასგა -მხოლოდ ესღა გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის მიდი რა ფანჯარა გააღე,იქნებ გავიდეს სუნი... ბოლო წინადადებამ ორივე დაგვაფიქრა ფანჯარა აი ეს იყო გამოსავალი.. არც ისე დიდი ზომის მაგრამ გავეტეოდით..პირვლად ბაბი აძვრა ფანჯარაზე და გადაიხედა გადასახტომად მშვენიერი ადგილი იყო, ძირს ბუჩქებით იყო გარშემორტყმული -კარგი გადავხტეთ შემომთავაზა ბაბიმ.. -არა ჯერ მოიცა, პომადა აქ გაქვს?! -რა დროს პომადაა გოგო!! გაოცებულმა შემომხედა -მათხოვე.. ჩანთიდან წითელი პომადა ამოიღო და გადმომიგდო, თვითონ კი ფანჯრის რაფაზე დასკუპდა.. სარკესთან მივედი და დიდი ასოებით დავაწერე "ახლა შენ ჭამე ოთახის ნობათი" -კარგი ახლა კი წავედით მითხრა რაფაზე შემოსკუპებულმა ბაბიმ და გადახტა.. ხუთი წამის შემდეგ მეც გადავხტი და მის გვერდით ბუჩქებში ამოვყავი თავი -კარგად ხარ? თავი ამოწია ბუჩქებიდან -კი, ფრენის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, თავიდან გავიმეოროთ???????? ბაბიმ შემომხედა და გაიცინა. წამოვდექით ტანსაცმელი გავიფერთხეთ და შინისკენ წავედით.. -როგორ მაინტერესებდა მისი სახე როდესაც იმ ტექსტს წაიკითხავდა???? -ელე მაგ ძალიან ოხუნჯურია ხომ იცი?! -კი მაგრამ კარგად გავერთეთ ასე არაა?! -კი, მართალი ხარ.. სახლს მივუახლოვდი ბებო გარეთ იყო ბადში და ყვავილებს რწყავდა ( ბებოს ყველაზე მშვენიერი ბაღი აქვს, უამბრავი ყვავილები,ნაირფერი ვარდები,მისი ბაღი თავს სამოთხეში გაგრძნობინებს) -ბებო დაგეხმარო? კარებიდან დავუძახე -კი შვილო თუ არ შეწუხდები.. ბაბი სახლში შევიდა, მე კი ბებოსთან მივედი, სარწყავი შლანგი გამოვართვი და შევუდექი ყვავილების გაწუნწვას, ბებო კი სამზარეულოში შევიდა საჭმის გასაცხელებლად.. ისე გავერთე ყვავილების რწყვაში რომ ვერც კი შევამჩნიე დრო რა სწრაფად გავიდა.. ეზოს ყვავილების ნახევარი ისე მოვრწყე, იფიქრებდით აქ მდინარემ გადაიარაო.. მომატებული შიმშილის გრძნობის გამო სამზარეულოს ვეახლე, ბებოს ხელით გაკეთებული უგემრიელესი კვერცხის ომლეტი მივირთვი და ჩემს ოთახში შევედი.. ტელეფონი საწოლზე ეგდო ისევ, (მისი წაღება დამავიწყდა კინოთეატრში) ავიღე ხელში და ონლაინ სივრცეს ვესტუმრე.. შესვლის თანავე რამდენიმე შეტყობინება მომივიდა.. შეტყობინებების გვერდზე გადავედი და დილით დამატებული ბიჭი შემრჩა ხელში.. მეკითხებოდა როგორ ვგრძნობდი თავს( მის გვერდზე გადავედი და აი უბედობა, ეს მშვენიერი ყმაწვილი ის კუნძი აღმოჩნდა პოპკორნი რომ ვუწილადე) -ღმერთო ჩემო, ახლა კი გავაფრენ ამ უტვინომ აქაც მომაგნო, მაგრამ იქნებ ვერ მიცნო..უნდა შევამოწმო ჩემს თავს ისე ვესაუბრებოდი თითქოს ოთახში მეორე პიროვნებაც ყოფილიყო..მალევე მოვრჩი გაორებით საუბარს და ისევ ერთ ადამიანს დავუბრუნდი.. პასუხი რაიმე უბარალო მაგრამ ბევრის მთქმელი უნდა მიმეწერა, ისეთი ყოველ სიტვაციაში რომ გამომდგომოდა.. -მშვენივრად.. მხოლოდ ეს სიტყვა მოიძებნა ჩემს ლექსიკონში ისეთი ყველა სიტვაციას რომ მოერგებოდა.. მალევე მივიღე პასუხი, მან მე ვერ მიცნო, ასე რომ შემეძლო შური მეძია მასზე(ვერ ვხვდები მე რატო უნდა მეძია შური მასზე,მაგრამ ასე მინდოდა.) -დღეს ძალიან უცნაური რაღაც შემემთხვა>> საუბარი პირდაპირ გადაიყვანა სხვა თემაზე, ჩემთან კი გლოვის ზარებმა დარეკეს მგონი გამომიჭირა... -რა შეგემთხვა?! თითქოს არ ვიცოდი. -ვიღაც ქაჯი კინოთეატრში მესცა და ჩემი პირი სასადილო მაგიდად გადააქცია.. რა გაზვიადებაა,ღმერთო ჩემო, არადა მე მხოლოდ პოპკორნი და წვენი შევასხი.. -ალბათ გააბრაზე>> ვცადე ჩემი თავის გამართლება -არა, თვითონ გამაბრაზა იმ ალქაჯმა.. სტიკერების გარეშე გამოაგზავნა შეტყობინება, მგონი იცის ვინც ვარ!!!!! -ალქაჯი?! მისი სახელია?! ვცადე გაბრაზება დამემალა ამ კომპლიმენტის "მორტყმაზე" -არვიცი, იქნებ კიდეც არის, შენი აზრით?! აი ეს კი ნამიოკი იყო...ეს პირნათლად შემიძლია ვთქვა რომ ნამიოკი იყო! -კარგი უნდა გავიდე, ნახვამდის.. ისე გამოვედი ონლაინ სივრციდან რომ მის დამშვიდობებას არც კი დაველოდე... რამდენიმე დღე აღარ შევდიოდი ონლაინ სივრცეში, არა იმის გამო რომ მეშინოდა, არამედ ვიცოდი ჩემი თავის ამბავი, ვიცოდი რომ როგორმე ჩემ თავს დავწვავდი და გადავწყვიტე სანამ ეს სიტვაცია არ დაწყნარდებოდა აღარ შევსულიყავი.. რამდენიმე დღის შემდეგ მე და ბაბი სკოლაში უნდა წავსულიყავით, ზაფული ახალი დაწყილი იყო მაგრამ სკოლაში მე და ბაბის როგორც სკოლის თვითმართველობის წევრებს რამდენიმე იდეა უნდა შეგვეთავაზებინა სკოლაში დაბრუნების ცერემონიისთვის, რომელიც სამი თვის შემდეგ იგეგმებოდა..( იდეა მე ჯერ არ მქონდა, თუმცა ბაბის რამდენიმე უტრიალებდა გონებაში) ყოველი დღე თითქმის ერთმანეთს გავდა: შუადღისას გაღვიძება, ჭამა, ცოტაოდენი ფაქტების გაცნობა და შუა ღამისას ბაბისთან ერთად დრამა ფართის მოწყობა სანამ ბებო ოთახში ცოცხით არ შემოვარდება.. ამ თვეს რაც ოდნავ განსხვავებულობის ეფექტს აძლევდა ეს სკოლაში მისვლის დღე იყო.. დადგა ის დღეც დილიდანვე საოცარ განწყობაზე ვიდექი არაფერს შეეძლო ჩემთვის ნერვები მოეშალა(ყოველი შემთხვევაში ასე ვფიქრობდი) სახლიდან დილითვე გამოვედით და სკოლისკენ მიმავალ გზას ველოსიპეტებით დავადექით(ყველაზე ეკონომიური და ჯანსაღი ტრანსპორტია სხვათაშორის) ტროტუარზე მივდიოდი ველოსიპეტით მაგრამ იმდენი ხალხი იყო, ველოსიპეტით კი არა ფეხით გაუჭირდებოდა ადამიანს გასვლა, მეც მანქანების სავალ ნაწილზე გადავედი, ბაბი უკან მომყვებოდა..ცოტა ხანი უპრობლემოდ ვიარე მანქანებთან ერთად, შემდეგ ერთი დამთხვეული ამიყვირდა, გადადი ნაპირასო მეც ზოგადად არ ვიცი ხოლმე დაჯერება მაგრამ ახლა დავუჯერე და კვლავ ტროტუარზე გადავედი..ამდენი აქეთ-იქით სიარულისგან ხელები დამეღალა და ველოსიპეტის საჭე ხელიდან გამიცურდა..ხალხის მასა გავარღვიე და პირდაპირ შუქნიშნის ღერძს "ვგლიჯე" თავი..ორ წამში ვარსკვლავი გავხვდი(ყოველ შემთხვევაში ასე ჩანდა, მე ვიდექი და ხალხის მასა ჩემს ირგვლივ შემოტყმულიყო) ბაბიმ სწრაფად გაარღვია ეს მასა და ჩემსკენ გამოვარდა,ძლიერი შეხეთქებისგან თავი "მიყვარყვატებდა" ბაბის ერთი ახალგაზრდა, მშვენიერი ქალიც გამოყვა უკან..სწრაფად მოვარდა ჩემთან და ძირს დამაგდო(თავი იმაზე მაგრად დამარტყმევინდა ვიდრე წეხან დავარტყი) -დედაჩემი ექიმია, ცოტა რაღაც გამეგება, ტვინის შერყევა აქვს მიღებული და არ უნდა გავანძრიოთ იმდენად დამაჯერებლად წარმოთქვა ვიფიქრებდი მართლაც გაეგება რამეთქო მაგრამ წეხან მომხდარი ფაქრი იმაზე მაფიქრებს რომ ამ გოგოს კარატის უფრო გაეგება ვიდე ექიმობის.. -მივიღებდი ტვინის შერყევას აბა რას ვიზავდი, ბურყივით დამაგდე ძირს.. წამოდგომა ვცადე მაგრამ აზრი?! არანაირი!!! -სასწრაფოს უნდა გამოვუძახოთ.შეიძლება ძლიერ იყოს დაზიანებული და რაიმე პრობლემა შეექმნას -პრობლემა თქვენ შეგექმნებათ ახლა თუ ავდექი ვყვირი და წამოდგომას ვცდილობ მაგრამ ის გოგო თავზე მაჯდება.იქამდე მყარაულობს სანამ სასწრაფოს მანქანა არ გაფანტავს მასას და საკაცით ხელში არ შემიყვანენ სასწრაფო დახმრების მანქანაში,(ღმერთო რა პატივია????) შემდეგ ბაბისთან ერთად ველოსიპეტებს ტროტუარზე ამაგრებს და მანქანაში ჩემს გვერდით ჯდება( თითქოს ვინმემ დაპატიჟა) სწრაფად მივყავართ სასწრაფო დახმარების მანქანას სავადმყოფოში (თითქოს სადმე მეჩქარებოდეს) შემდეგ თვალის დახამხამებაში რაღაც შავ ოთახში შევყავარ მედდებს და მაფრთხილებენ გაუნძრევლად იწექიო( თურმე ტომოგრაფიის გადაღებას აპირებდნენ) მედდების ოთახიდან გასვლის თანავე გარემო სივრცის თვალიერებას ვიწყებ..შემდეგ კი ყურში შემარწრწუნებელი ხმა ჩამესმის -მოისვენე!! შეშინებული ჯერ ვხტივრ შემდეგ კი გაუნძრევლად ვჩერდები.. ხუთი წუთის შემდეგ მედდები კვლავ შემოდიან და ახლა გარეთ მიმაგორებენ საკმაოდ მოსახერხებელი "საკატაო საწოლით" -ასეთი მეც მინდა, ვფიქრობ გონებაში -ადგომის გარეშე მივიდოდი სამზერეულოში.. მაგრამ ფიქრებს ექიმის მკაცრი ტონი მიმღვრევს -გადაბრუნდი... მეც ინსტრუქციას მივყევი, და საწოლზე გადავბრუნდი.. -ახლა კი შარვალი ჩაიწიე. -უკაცრავად რა ვქნა?! მგონი შარვლების მანიკას შევხვდი თეთრ ხალათში გამოწყობილს.. არც კი გავიაზრე გონებაში ისე წამოვაყრალტალე უაზრო შეკითხვა -თქვენ შარვლების მანიაკი ხართ? ექიმი იმდენად არ მოელოდა ასეთ შეკითხვას რომ სულ მთლად დაიბნა, შემდეგ სიცილით მიპასუხა -არა მე ექიმი ვარ.. და ნევსი დიდი სიამოვნებით დამარსო "უკანალზე".. ცოტა ხანში კვლავ მივკატაობ ოღონდ ახლა პალატაში მიმაგორებენ.. -უკაცრავად მალე გამიშვებთ? სკოლაში მაგვიანდება ვეკითხები მედდებს და ვცდილობ თავი წამოვწიო.. -საწყალი როგორ დაურტყავს თავი.. ერთმა მედდამ მეორეს გადაულაპარაკა და ირონიით ჩაიცინეს -თქვენ გაჩვენებთ ირონიას რაარის, ჩემი მოფიქრებულია ირონია ვის დასცინით, დამაცათ წამოვდგე ფეხზე.. ვფიქრობ და უკვე პირის გაღებას ვაპირებ რომ ჩემი ფიქრები განვასაზოგადო მაგრამ თეთრ ოთახში მიმაგორებენ მედდები.. -აი სამოთხეც ამას ქვია, ჩუმად ჩავილაპარაკე არ მინდოდა მედდებს კვლავ დაეცინათ ჩემთვის... -კარგი ლამაზო, თავი როგორც საკუთარ სახლში ისე იგრძენი აქ კი ვეღარ შევიკავე თავი და სერიოზულად ვკითხე -სამოთხეში ვართ? მედდებმა ერთმანეთს გადახედეს და ოთახიდან გაოცებულები სიცილით გავიდნენ.. -გაცინებთ მე თქვენ მოიცადეთ გამოვკეთდე... ჩავიბუტბუტე ჩემთვის და ოთახი შევამთვალიერე,არანაირი სამოთხე, ქალაქის კლინიკის ჩვეულებრივი პალატა გახდათ, ორი საწოლით, გადასხმის აპარატით, კედელზე დამონტაჟებული ჟანგბადის აპარატით და ერთი "სასრიალო სკამით".. ამ თვალიერების სცენამ ისე დაქანცა ჩემი თვალები რომ ჩამეძინა.. როდესაც თვალები გავახილე თავზე კარატისტი გოგონა მადგა( თავი რომ დამარტყმევინა აი ის) გვერდზე კი ბაბი იდგა.. რაღაცაზე იცინოდნენ.. -მე დამცინით? ორივე ისე გაჩუნდა თითქოს მართლაც ჩემზე იცინოდნენ -ელეე ბაბი ჩემსკენ გამოქანდა და იმის მაგივრად რომ გულში ჩავეკარი მაგრად მიპრწკინა -ეს იმისთვის რომ ველოსიპეტის ტარება არ იცი,დანარჩენს მერე მოგხედავ.. არ გამკვირვებია მისგან ასეთი გიჟური საქციელი, ის ხომ ასეთი გიჟი იყო,გამიკვირდებოდა გულში რომ ჩავეკარი და ცრემლების ღვრით თავი შეეცოდებინა ჩემთვის... შრმდეგ კი კარატისტი გოგო გამაცნო რომელმაც მისი აზრით გადამარჩინა.. მას მაგდა ერქვა, მშვენიერი სახელია მართლაც..გოგონაც ძალიან ლამაზია მაგრამ ქაჯი.. ცოტახნით ჩემს საწოლთან ჩამოჯდნენ და ისევ რაღაცაზე გააგრძელეს საუბარი, ვერც კი მივხვდი რაზე საუბრობდნენ..ორივე ერთნაირად დაბდურად სსუბრობდნენ..შემდეგ მაგდა წამოდგა და მკითხა მისი პატარა ძმის ამოყვანა თუ შეეძლო ჩემს პალატაში, აინტერესებდა მის ძმას ვინ გადაარჩინა მაგდა.. მე მართლაც პატარა ბავშვს ველოდებოდი..ასე ათი თერთმეტი წლის.რატომღაც ასე მეგონა მაგრამ ეს პატარა ძმა ჩემზე დიდი რატომ აღმოჩნდა არც კი ვიცი.. ოთახში ათი წუთის შემდეგ ის კუნძი შემოვიდა -ეს არის პატარა?! შეშფოთებულმა წამოვიყვირე -კი ჩემზე ერთი წლით პატარაა.. ისე თქვა თითქოს აქაც არაფერი -კარგი ჩემიწასვლის დროა საწოლიდან თავი ავწიე -ისევ საპირფარეშოს ნობათთან მიდიხარ? ღიმილიანი დამცინავი სახით შემომხედა -კი მივდივარ, წამო შენც გაჭმევ.. იგივე მზერით შევხედე,საპასუხოდ -კარგით, კარგით მერე წადით მაგის საჭმელად ახლა კი გაგაცნობთ ერთმანეთს... მაგდა ჩახტა შუაში თითქოს გასანეიტრალებლად -ეს ბაბია ეს კი ელეონორა ჩემსკენ აჩვენა ხელით -ლამაზი სახელია ასეთი ქაჯისთვის.. წამოიყვირა კუნძმა -მე შენ განახებ ქაჯს ლოგინიადან ვიწევი და "ჰოპ" ძირს უმოწყალოდ "ვებერტყები" აი მეორე შარიც, კუნძის გამო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.