შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თანამემამულენო!


7-03-2015, 01:34
ავტორი nitanita
ნანახია 2 146

ახლა გაგარკვიოთ რაშია საქმე და რას ეძღვნება ჩემი "საპროტესტო გამოსვლა".ჩემი ასაკიდან გამომდინარე უამრავ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა და ამას დამატებული სოციალური ქსელები ან თუნდაც ეს საიტი მიქმნის გარკვეულ წარმოდგენას იმ საზოგადოებაზე,რომელშიც მე ვარ(და არა მარტო,რადგან როგორც უკვე ავღნიშნე,ეს საიტიცაა ჩემი ამ სიახლის მაპროვოცირებელი და აქ საერთოდ არავის არ ვიცნობ.ვსაუბრობ მხოლოდ იქიდან გამომდინარე,რასაც ვკითხულობ).
აღმოვაჩინე,რომ დღევანდელი თინეიჯერები(და ზოგი თინეიჯერიც კი არაა) ფრიად უკმაყოფილონი არიან დღევანდელი ყოფით.ცხოვრებაზე დაბოღმილები,გაბოროტებულები...რავიციი კიდე რა ვთქვა..უმადურები,დაუნახავები,ამპარტავნები,უაზროდ ამაყები და ა.შ. ამ სიტყვებით შემიძლია დავახასიათო ერთ-ერთი კატეგორია.ვერ ვხვდები,რას ერჩით ამ ცხოვრებას? განა რა დარდი გაქვთ ასეთი ზე-პესიმიზმში,რომ ხართ გადავარდნილები..მესმის,შეიძლება გქონდეთ რაღაც პრობლემები ან ოჯახში ან მეგობრებთან,ან რავიცი სადმე,მაგრამ ცხოვრების ასე მუქ ფერებში აღქმა როგორც მინიმუმ თქვენ ნერვულ სისტემას ავნებს ზოგადად,მე თუ მკითხავთ,ასაკს არ აქვს მნიშვნელობა სულ სულ ყველამ უნდა ისწავლოს იმის დაფასება,რაც გააჩნია.ვერ გეტყვით ღმერთს ყოველ დღე ვეუბნები მადლობას იმის გამო,რომ მყავს ოჯახი,მეგობრები,ვარ ჯანმრთელი და საერთოდ ვარ ცოცხალი,მაგრამ ყოველივე ამას ნამდვილად ვაფასებ. არის მომენტები,როდესაც მეცინება ჩემი თანატოლების საუბარს,რომ ვისმენ იმაზე რა რეაქცია ექნებათ სახლში საყვარელი სადილი თუ არ დახვდებათ,ან როგორ გაბრაზდებიან მშობლები იმ ტანსაცმელს თუ არ უყიდიან ასე ძალიან,რომ მოსწონთ და ა.შ. და არის მომენტები,როდესაც ძალიან ვბრაზდები ამ ყველაფერზე. იმდენად საზიზღარი არსებები ვართ,რომ ერთი წამითაც არ ვფიქრობთ ჩვენი ძვირადღირებულ ნივთებზე ან ტანისსამოსზე ოცნების პარალელურად ვიღაც პურის ჭამაზე როგორ ოცნებობს,მომაკვდავი შვილის გადარჩენაზე როგორ ოცნებობს ან იმაზე,რომ გამოჩნდება ვინმე კეთილშობილი ადამიანი და ქუჩაში გაყინვისგან იხსნის..
ზუსტად რამოდენიმე დღის წინ ვჭამე ისეთი სირცხვილი,ხმას ვეღარ ვიღებდი საერთოდ. მეგობრებთან ერთად მივდიოდი ქუჩაში და გამწარებული ვწუწუნებდი გავიყინე ეს რა საშინელი ამინდებია,როგორ მეცოდება ჩემი თავი ამ ამინდში გარეთ რომ ვარ სახლში რომ მივალ,ცხელ ჩაის დავლევ და გარეთ ცხვირს აღარ გამოვყოფ-მეთქი და მსგავსი შინაარსის ტექსტები(ალბათ მიხვდებით დაახლოებით შეციებული ადამიანი როგორც იწუწუნებდა) და ჩავუარე გვერდზე ქალს,რომელიც იმავე ტანსაცმლით დადიოდა ზამთარში,რომელიც ზაფხულში ეცვა და ლუკმა პურის საშოვნელად მოწყალებას ითხოვდა.ისე გავბრაზდი ჩემ თავზე ისეე,რომ სურვილი გამიჩნდა 1-2 კარგად წამომერტყა. აი ასეთი ცუდი გოგო ვარ მეც)
ეს ერთი უმადურების კატეგორია შეძლებისდაგვარად განვიხილე მგონი.ალბათ,ვიღაც მაინც ამოიცნობს საკუთარ თავს ჩემ შიტყვებში და გაიაზრებს თავის შეცდომას.
არ შემიძლია არ ვთქვა 1-2 სიტყვა იმათზე მშობლებს კარგ სცენებს რომ უწყობენ ხოლმე.ესეც ძირითადად თინეიჯერების სენია და ისე გახშირდა მშობლების ჩაგვრა უკვე მოდაში მგონია.საკუთარ მამას ან დედას იდიოტი,დეგენერატი,კრეტინი,დებილი,არაადამიანი ეძახო უბრალოდ ამაზრზენია.ან რა სიამოვნებას ნახულობთ მშობელთან ხმის აწევით ან რა ნამუსით აკეთებთ მაგას მართლა ვერ ვხვდები და მინდა ერთი მეგობრული რჩევა მოგცეთ: რა სიტყვებითაც არ შეამკობთ თქვენ ძვირფას მშობლებს,ანალოგიური თვისებები მიაწერეთ საკუთარ თავსაც .ამ შემთხვევაშიც ის მეთქმის მხოლიდ,რომ არსებულის დაფასება უნდა ვისწავლოთ.მოვა დრო და თქვენს თითოეულ სიტყვას ინანებთ და გულწრფელად იოცნებებთ იმ სიტყვების გამო ბოდიშის მოხდაზე,რომლებითაც ძალიან ატკიბეთ თქვენიანებს გული.ოდესღაც ყველა კვდება და ღმერთმა ნუ გამოაცდევინოს ნურავის მშობლების სიკვდილით გამოწვეული ტკივილი.სიცოცხლეშივე დააფასეთ თქვენი "შემქმნელები."

ახლა მინდა მეორე უკიდურესობა განვიხილო. "ძაან ქალები" და "ძაან კაი ტიპები". 13-15 წლის გოგოები რომ მისტირით დაკარგულ სიყვარულს და "ყველა კაცი ერთნირია" პოსტებით რომ მოძრაობთ ნეტა იცოდეთ რა სასაცილოები ხართ.თქვენ თუ 13-15 წლისებმა უკვე იცით ყველა კაცი როგორია,მე კი მქონია მართლა ცუდად საქმე და ქე დავრჩენილვარ გაუთხოვარი.თქვენ ასაკში შეყვარებული გყავსო,რომ მეკითხებოდნენ ძაღლის ჯიში მეგონა და "არა მშობლები არ ყიდულობენ-მეთქი" მოწყენილი ვპასუხობდი. პირი ღია მრჩება რომ ვხედავ რა გამწარებულები კერავენ მამისტოლ ბიჭებს გოგოები. იმდღეს უბანში გავედი და ერთმა 14 წლის გოგომ ლაპარაკში მითხრა შეყვარებული დამშორდაო..კი გავიფიქრე ან ერთად ყოფნა როდის მოასწარით ან დაშორება-მეთქი,მაგრამ თან იმაზე ფიქრი დავიწყე როგორ დამემშვიდებინა დეპრესიაში,რომ არ ჩავარდნილიყო და უცებ მახარა სამაგიეროდ ეხლა ახალი მყავსო და კიდამტოვა პირდაღებული.ახლა კი დავცინი ჩემ თავს საწყალი გოგოს დეპრესიაზე და სულიერ სამყაროზე რომ მეფიქრებოდა.
მაკიაჟზე,ორმეტრიანებით სიარულზე(ახალშობილ ცხენს რომ მოგაგონებს ისეთი "პახოდკით"),გაწელილ ლაპარაკზე ხმასაც არ ვიღებ.
მე 13წლის თამაშის და გართობისგარდა არაფერზე არ ვფიქრობდი მგონი და რომ ვუფიქრდები ამ წამსაც კი თქვენზე უფრო ბავშვი ვარ.
შეგონება ამ მთელი ჩემი ნაბოდვარის: ასაკში ჩაეტიეთ როგორღაც!

ბიჭებსაც შემიძლია გულწრფეკად ვურჩიო ძალით ნუ კაი ტიპობთ.ჯერ მიწას არ ასცდენიხართ და ისეთებზე გაქვთ პრეტენზია,რომ გაიზრდებით მერე რაღას იზამთ.ხოო და კიდე ეს სიგარეტი როგორ აიტაცეთ გაოცებას ვარ ქალი "ლიჟბი მეთქმეოდეს რო ვეწევი" სასტავი იჩითებით რაა

აუუფ რამდენი ვიტლიკინეეე..ბოლომდე მაინც ვერ ვთქვი მგონი რისი თქმაც მინდოდა,მაგრამ არსს ჩასწვდით იმედია.
ისე გამოვიდა,რომ ძირითადად ასაკით პატარებს მივმართე ამ ჩემი სიახლით,მაგრამ ზოგ უფროსსაც არ აწყენდა ამ ყველაფრის გათვალისწინება.


გიხაროდეთ ცხოვრება.
ქალობას და კაცობას შეეშვით და შეირგეთ თქვენი ასაკის ყველა დადებითი მხარე.
დააფასეთ ყველაფერი,რაც გაგაჩნიათ.ახლა ამას რომ კითხულობთ ეგეც დააფასეთ იმიტომ,რომ მაშინ,როდესაც თქვენ ინტერნეთში დაბოდიალობთ ვიღაც მშიერი კვდება,იყინება ან რავიცი..
მოკლედ,ეცადეთ რაც შეიძლება მეტი პოზიტივის მატარებლები იყოთ.

ჭიქა ნახევრად სავსე ან ცარიელი კი არაა პირამდეა სავსე! :

პ.ს. ვიცი,რომ არც მე ვარ ძალიან დიდი



№1  offline მოდერი ლილიანა

მარგ ისტორიებსაც დაწერ თუ მოინდომებ,თუ წერ უკვე?
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline წევრი nitanita

ლილიანა
მარგ ისტორიებსაც დაწერ თუ მოინდომებ,თუ წერ უკვე?



ვწერ უკვე.უფრო სწორად,ვცდილობ რაღაცას :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent