ლექსიკონი
1.შენ-ჩემს ტელეფონში პირველ ნომრად შეყვანილი; 2.დედა-ის,ვინც მეშინია, რომ არ დამიბერდეს; 3.გზა-ის რაც მთელი ცხოვრება თითქოს ფეხქვეშ მაქვს და მაინც ვეძებ; 4.ჩაი-დილის სიამოვნება; 5.სიყვარული-მატარებელი,რომელზეც მაგვიანდება და უნდა მივუსწრო; 6.სკოლა-ქვიშის საათი,რომლის ჩამოცლასაც ყოველდღე იწყებ; 7.მეგობარი-ადამიანი,რომელიც მეუბნება,რომ მარტო არ ვარ; 8.დედამიწა-ბურთი რომელზეც ყველა თამაშობს; 9.სარკე-ვისაც ვუყურებ ყოველ დილით და არასდროს ველაპარაკები; 10. სახლი-ადგილი,სადაც როცა ვარ გაქცევა მინდა, და როცა არ ვარ დაბრუნება; 11. ხალხი-ვინც ყოველთვის ერთად მოგროვილი წარმომიდგენია და სინამდვილეში ცალცალკე ცხოვრობენ; 12. გული-ის ადგილი,რომელიც ბავშვობიდან მაწუხებს; 13.მოთმინება- როცა უზრდელი ბავშვი ნერვებს გიშლის, მშობელი კი იქვე დგას და თავს ვიკავებ; 14.თოვლის პაპა-უკვდავი თოვლის კაცი, 15.პეპლების საჭერი- ის რაც არც ერთ ჩემს მეგობარს არ ქონდა არასდროს; 16. მზე-რასაც პირველად ხატავენ ბავშვობაში; 17.თოვლის გუნდა-ერთადერთი რაღაც, რომელსაც გესვრიან და არ გწყინს; 18.ცხოვრება-ის,რასაც ჩემი ყველა უიღბლო ნაბიჯი შემიძლია დავაბრალო; 19.ვიტრინა-ადგილი,სადაც ისეთი რაღაცეები ჩანს, რომლის საყიდლადაც ფული არასდროს არ მყოფნის; 20.სასწაული-ის რაც არასდროს არ ხდება; 21.ღმერთი-ის,ვინც თუ ვთხოვ ყველაფერს მაპატიებს; 22.ლექსიკონი-წიგნი, სადაც ამ ყველაფერს სხვანაირად მიხსნიან; |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.