შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა
წერილი - პაატა ნაცვლიშვილი
ლექსები

წერილი - პაატა ნაცვლიშვილი

31-05-2016, 22:31
ავტორი
8 527
8
+
ახლა ღამეა და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე... მე მაგიდასთან ვზივარ ძვირფასო, და ჩემს წინ სუფთა ქაღალდებს ვუმზერ. აწმყო, წარსული და მომავალი დამდგარან ჩემი ფიქრების ზღურბლზე. ძალიან მშვიდ და იდუმალ ღამეს ჩასძინებია ატმის მკლავებზე...