გაქვთ თუ არა ფსიქიკური გადახრები? – რორშახის ტესტი
1. დააკვირდი რორშახის ლაქას; 2. დაიმახსოვრე პირველივე ასოციაცია. 3. წაიკითხე განმარტება... 1. კატის ან მელიის სახე ეს ყველაზე გავრცელებული ასოციაციაა. თუ თქვენ ამ ლაქაზე მელიის ან კატის სახე დაინახეთ – ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ჯანმრთელი ფსიქიკა გაქვთ და რორშახის ტესტმა თქვენში გადახრები ვერ აღმოაჩინა. ასე რომ, თქვენ ადამიანთა 85%-ს მიეკუთვნებით. 2. პეპელა როგორც წესი, პეპელას ამ ლაქაში ხედავენ 20 წლამდე შთამბეჭდავი ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ განსჯის უნარი და ისინი ზედაპირული დეპრესიისადმი მიდრეკილნი არიან. პეპელა ჰარმონიის სიმბოლოა, რომელიც არ ჰყოფნით მათ, ვინც ლაქაში სწორედ ამ მწერს ხედავს. 3. ღამურა ღამურას ხედავენ ადამიანები, რომლებიც აგრესიისა და სისასტიკისადმი არიან მიდრეკილები. ჩიკატელო რორშახის ტესტში სწორედ ღამურას ხედავდა. შესაძლოა, ასეთ ადამიანებში სადიზმიც განვითარდეს. 4. ცხოველის ტყავი რომელიმე ცხოველის – დათვის, ვეფხვის, მგლის და სხვათა – ტყავის დანახვა ამ ლაქაზე იმაზე მოწმობს, რომ თქვენ მყარი და ჯანმრთელი ფსიქიკა გაქვთ. როგორც წესი, ტყავს ხედავენ ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან, რა უნდათ ამ ცხოვრებაში და როგორ უნდა მიაღწიონ მიზანს. მათ აქვთ ფასეულობების მყარი სისტემა. მხეცის ტყავი ველურ ცხოველზე, ანუ საკუთარ ეჭვზე გამარჯვების სიმბოლოა. 5. კიბორჩხალა კიბორჩხალას ხედავენ ადამიანები, რომლებიც ისტერიკის, ნევროზისა და მშფოთვარე ბუნებისკენ არიან მიდრეკილნი. 6. ორი დათვი შადრევანზე ძალიან იშვიათი, თუმცა არა ერთადერთი ასოციაციაა. მეტყველებს შიზოფრენიისადმი მიდრეკილებაზე. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეუძლია რორშახის ტესტს დასვას ისეთი მძიმე დაავადების, როგორც შიზოფრენიაა, დიაგნოზი. ორი დათვის შადრევანზე დანახვა შეუძლიათ როგორც შიზოფრენიით დაავადებულებს, ასევე ჩვეულებრივი, ჯანმრთელი ფსიქიკის მქონე ადამიანებსაც (თუმცა ამ უკანასკნელთ იშვიათად). დანარჩენ ასოციაციებს სპეციალისტები ინდივიდუალურად განიხილავენ და ისინი განსაკუთრებულ ახსნას საჭიროებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.