შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ციყვი ხართ, გველი თუ ჩიტი? - ქალის სილამაზის სამი ტიპი


21-10-2015, 23:13
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 8 571

ალბათ, გაგიკვირდათ ასეთი დახასიათება. გაეცანით სტატიას და დარწმუნდებით კლასიფიკაციის სისწორეში. თანაც, დახარისხება მამაკაცებს ეკუთვნით. მათთვის არსებობს ქალი-ციყვი, ქალი-გველი და ქალი-ჩიტი. ჩვენ ვარსკვლავების მაგალითებს მოგიყვანთ და თქვენი გადასაწყვეტია, საკუთარ თავს რომელ კატეგორიას მიაკუთვნებთ.


ციყვები

თავქარიანები, ზოგჯერ მოღალატე ცოლები, მაგრამ იდეალური საყვარლები არიან. შეუძლიათ საათობით იტრიალონ სარკის წინ და მალდივებზე მიმავალ თვითმფრინავზე დააგვიანონ. უყვართ ბრილიანტები და კლასიკური ლიტერატურა. ადვილად ელევიან დიეტებსა და მეგობრებს. ზოგჯერ ყველაფერს კარგავენ, მაგრამ მდიდარი თაყვანისმცემლის წყალობით ორმაგ სარგებელს ნახულობენ. პაემანს სამ მამაკაცს ერთდროულად უნიშნავენ და მეოთხესთან გარბიან. ხშირად გრძნობენ თავს მარტოსულად და ღამეებს ტირილში ატარებენ; კარგად ნამტირალევები კი ფიქრობენ, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა და აგრძელებენ ცხოვრებას.
ვარსკვლავურ მაგალითზე: მერილინ მონრო, ტეილორ სვიფტი, კარლი კლოსი და ბრიჟიტ ბარდო.



გველები
ყოველთვის იციან, რა უნდათ; კარიერისტები და ალქაჯები არიან. ჭკვიანი ქალები ვერ იტანენ სულელ მამაკაცებს. შეუძლიათ უხელმძღვანელონ მცირე კომპანიასაც და მთელ ქვეყანასაც. ულევად ეძლევათ სიმდიდრე და ფული. მათ აფასებენ და მათი ეშინიათ. კარგი ცოლები და

კულინარები არიან; მზრუნველი დედები. თუ ცუდ განწყობაზე არიან, ისვამენ წითელ პომადას და ბრძოლისთვის ემზადებიან.
ვარსკვლავურ მაგალითზე: შარლიზ ტერონი, პენელოპა კრუსი, მონიკა ბელუჩი.


ჩიტები
იშვიათი, მაგრამ საინტერესო ტიპაჟია. მათი დავიწყება შეუძლებელია, მიუწვდომლები და სასურველები არიან. შეპყრობილები არიან იდეით (არა აქვს მნიშვნელობა, პოეზია იქნება ეს თუ სცენა) და შეუძლიათ მთელი ცხოვრება იშიმშილონ, რათა შემდეგ მთელი ქვეყანა ფეხქვეშ გაეგოთ. ახლობლების, შვილების მიმართაც კი ხშირად არიან უხეშები. მათ არ ეშინიათ სიბერის. როგორც კი საზოგადოებაში ჩნდებიან, ყველას მზერა მათკენაა მიმართული, თითქოს სხვა ქალები აღარ არსებობენ.
ვარსკვლავურ მაგალითზე: მარლენ დიტრიხი, მადონა.



№1 სტუმარი mari

nawilobriv ciyvi umetesad chiti

 


№2  offline წევრი si-xa

გველი ვარ ხალხო გველიი. ჩემი ნებისმიერი ნაცნობი იტყოდა ახალი ამბავიო ეგ ისედაც ვიცითო მოკლედ აქაც გველი ვარ რაა. ფულთან დაკავშირებით ცოტა გაზვიადებულია თუმცა ყველაფერი თითქმის ვეძთან იგივდებაა.

 


№3  offline წევრი Shorena Quqchishvili

ჩიტიც და გველიც, თანაბრად, ციყვი საერთოდ არა
--------------------
ხო გინდოდა უჩემობა?! ხოდა დატკბი! ; )

 


№4  offline წევრი Teo tegi

Aqac gveli var ra, umetesad magas vemtxvevi.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent