შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მითხარი, რისი გაკეთება არ გიყვარს სახლში და მე გეტყვი, ვინ ხარ შენ!


16-11-2015, 23:53
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 6 950

როგორც აღმოჩნდა, ჩვენს პიროვნებაზე ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ ის, რაც მოგვწონს, არამედ ისიც, რაც გულზე არ გვეხატება.

მათ შორის, ეს ეხება სახლის საქმიანობასაც. რა თქმა უნდა, არც რეცხვა, არც უთოობა და არც საჭმლის მომზადება დიდად არავის ეპიტნავება, მაგრამ არის ამათგან რომელიმე ერთი, რაც ყველაზე ძალიან არ გვიყვარს - ხელფასის ნახევარსაც კი გადაუხდიდით ვინმეს, ვინც თქვენ ნაცვლად შეასრულებდა ამა თუ იმ სამუშაოს. თითოეული მათგანი ჩვენი შინაგანი "მე"-ს რომელიღაც მხარის ანარეკლია.
მაშ ასე, აირჩიეთ საქმიანობა, რომლის შესრულება ყველაზე ძალიან არ გიყვართ.

1. კატის ტუალეტის გაწმენდა

რაღა თქმა უნდა, სასიამოვნო ამაში არაფერია. გვეეჭვება, ამ საქმიანობას ფანები ჰყავდეს. უმეტესობა ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად მოიშოროს ეს "ბინძური საქმე". თუ თქვენ გამუდმებით გადადებთ გაწმენდას, ეს იმის მაჩვენებელია, რომ მშფოთვარე ადამიანი ხართ, რადგანაც, სანამ განზრახ ვარიდებთ თავს გასუფთავებას, გვიწევს უსიამოვნო სუნის მოთმენა.

2. აბაზანის გაწმენდა

აბაზანის რეცხვა და წმენდა სპონტანურ ადამიანებს არ უყვართ. თქვენ არ გიყვართ ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა და არც იმ ადამიანების გესმით, ვისაც შორსმჭვრეტელი გეგმების გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. თქვენ ამის გარეშეც მშვენივრად გრძნობთ თავს. არის გაცილებით საინტერესო რამეები, ვიდრე აბაზანის წმენდა.

3. ტანსაცმლის კარადის დალაგება

თუ ზამთარი ცხვირს არის უკვე მომდგარი და თქვენ ჯერ კიდევ არ დაგილაგებიათ საზამთრო ნივთები, თქვენ ნამდვილი ოპტიმისტი ხართ!

4. ჭურჭლის რეცხვა

თუ თქვენ სიხარულით ამზადებთ ამა თუ იმ კერძს და გენანებათ 15 წუთის დახარჯვა ჭურჭლის რეცხვაზე, ეს იმაზე მეტყველებს, რომ კრეატიული ადამიანი ბრძანდებით.

5. ეზოს დაგვა

ყოველ შაბათს თქვენ ოთახის ფანჯრიდან აკვირდებით, როგორ ასუფთავებენ მეზობლები ეზოს? თქვენ არ გაფლანგავთ ძვირფას დროს ამ საქმეზე. ინდივიდუალისტი ხართ, რომელიც უპირატესობას საკუთარ დამოუკიდებლობას ანიჭებს.

6. თეთრეულის უთოობა

სიამოვნებით ამოშლიდით ამ საქმიანობას ცხოვრებიდან? ეს თქვენი პრაგმატულობის მაჩვენებელია.

7. მაცივრის წმენდა


პერფექციონისტი არ მოჰკიდებს საქმეს ხელს, თუ დარწმუნებული არაა, რომ ამას იდეალურად გააკეთებს. ამიტომაც მაცივრამდე ვერა და ვერ აღწევთ. დაულაგებელი მაცივარი იმაზე მეტყველებს, რომ საკუთარ არასრულყოფილებას მეტად ლოიალურად უნდა შეხედოთ.

8. კაფელის წმენდა


თუ ამ საქმიანობას ვერ იტანთ, გლობალურად მოაზროვნე ადამიანი ბრძანდებით. ერთი შეხედვით, თქვენი სააბაზანო სუფთად გამოიყურება, მეტი საჭირო არც არის. დეტალებს დიდად არ უღრმავდებით.

9.მტვრის გადაწმენდა

მტვერს თავს ვერავინ აარიდებს, ამას უნდა შევეგუოთ. თქვენ ვერ ხედავთ აზრს გამუდმებით მტვრის წმენდაში, იმიტომ, რომ რეალისტი ხართ.

10. მტვერსასრუტის გამოყენება

არსებობენ ადამიანები, რომელთაც მოსწონთ ეს საქმიანობა, უყვართ მტვერსასრუტის მიერ დატოვებული სუფთა კვალის ცქერა. თუმცა, თქვენთვის ეს ძალზე მონოტონურია, თქვენ ხომ ხელოვანი ხართ. გირჩევთ, ფუნჯი და საღებავი აიღოთ, თუნდაც, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი გეპარებოდეთ.



№1  offline წევრი maridb

ოჰოო კრეატიული ადამიანი ვყიფილვარ<3 love
კარგი იყო ძალიან<3
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

maridb
ოჰოო კრეატიული ადამიანი ვყიფილვარ<3 love
კარგი იყო ძალიან<3

love

 


№3  offline წევრი Pessimist

ოპტიმისტი ხაროო wink დამცინის ტესტი

 


№4 სტუმარი nini

უნდა ვწერო
maridb
ოჰოო კრეატიული ადამიანი ვყიფილვარ<3 love
კარგი იყო ძალიან<3

love

მტვერსასრუტის გამოყენება

 


№5 სტუმარი №4

ყველანაირი ადამიანი ვარ იმიტომ რომ არაფრის კეთება არ მიყვარს wink wink მირჩევნია სხვამ აკეთოს wink wink wink wink wink wink winked wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent