შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამოიცანით საკუთარი ან გარშემო მყოფების ხასიათი წარბების ფორმით


23-11-2015, 23:42
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 8 764

წარბების ფორმა და ადამიანის ხასიათი

1. ჩვეულებრივი წარბი

არც სქელი და არც თხელი, ოდნავ მორკალული წარბი; არც მაღლა აწეული და არც ჩამოწეული. ასეთი წარბების ფორმა ბევრს არ ”მეტყველებს” მის მფლობელზე. ეს არ ნიშნას იმას, რომ ზედაპირული ადამიანი ხართ. არა, უბრალოდ, არ გიყვართ სირთულეები, ყველაფერში მარტივ გამოსავალ ეძებთ, ცხოვრებისეულ დრამატიზმს კი გაურბიხართ. გარშემო მყოფებს უადვილდებათ თქვენთან ურთიერთობა.

2. ბუნებრივი სწორხაზოვანი

ისეთივე სწორხაზოვანი ხართ, როგორი წარბის ფორმაც გაქვთ. რასაც ფიქრობთ, იმას ამბობთ. მუდამ სიმართლეს მეტყველებთ, როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს იგი. ახლობლებმა იციან, რომ სამართლიანი ხართ და საიდუმლოებსაც გიმხელენ, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ საკუთარი ნათქვამი წინ არ დახვდებათ.

3. ძლიერ მორკალული წარბი
წარბები ”ამბობენ”, რომ დრამა და ტრაგედია გიყვართ. თეატრალური ხასიათი გაქვთ. გიყვართ ხალხთან თამაში, ყურადღების მიქცევა და ყურადღების ცენტრში ყოფნა. შეგვიძლია გითხრათ, რომ არტისტად ხართ დაბადებული. გარშემო მყოფებს უყვართ თქვენ მიერ მოყოლილი ისტორიების მოსმენა.

4. აფრენილი წარბები
აფრენილი წარბები ცოტა ბრაზიან იერს განიჭებთ. პირველი დანახვით ხალხში შიშს იწვევთ, ისინი თქვენში სერიოზულ და საქმიან ადამიანს ხედავენ.

5. მოკლე წარბები

განსაკუთრებული ყურადღება გახასიათებთ დეტალებისადმი. მიზანსწრაფული ხართ და არჩეული გზიდან გადახვევა არ გახასიათებთ არც სამსახურის საქმეებში, არც პირად ცხოვრებაში.

6. სქელი წარბები

რომელსაც არ შეხებია სტილისტის ხელი, მიუთითებს, რომ ცხოვრებაში ყველაფერში ბუნებრიობა მოგწონთ. არასდროს გაინტერესებთ გარშემო მყოფების აზრი. იქცევით ისე, რომ მაქსიმალურად ბედნიერად იგრძნოთ თავი. ადამიანები ბუნებრიობისა და სიალალის გამო გაფასებენ.

7. მონო-წარბი

ფრიდა კალოს თაყვანისმცემელი და უნიკალური ადამიანი ხართ, გამჭრიახი ტვინის პატრონი, გამომგონებელი და ფანტაზიორი. შეიძლება მუდამ ვერ ახერხებთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას, მაგრამ რაღაც ერთი არტისტული შტრიხი მუდამ შეინიშნება თქვენს ქცევაში, გარეგნობაში, ცხოვრებასა და ურთიერთობაში.

8. თხელი წარბები
მარლენ დიტრიხივით დაწვრილებული წარბები თქვენს ქალურობასა და დახვეწილობაზე მიუთითებს. კეთილი ადამიანი ხართ და მუდამ გაურბიხართ კონფლიქტს. აგრეთვე, გიყვართ გარემო მყოფების მოსმენა. თავად კი ცოტას და ხმადაბლა საუბრობთ.

9. დაშორებული წარბები

თუ განსაკუთრებით თავად ”შეიქმენით” ასეთი წარბები, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მშფოთვარე და მოუსვენარი ადამიანი ხართ. თქვენი განერვიულება ძალიან ადვილია. გარშემო მყოფების განსაცდელიც საკუთარივით გაწუხებთ.

10. თხელი ”ჩატეხილი” წარბები
მკაცრ ხასიათსა და თვითკონტროლზე მიუთითებს. ლიდერი და ძლიერი სულის ადამიანი ხართ. მუდამ ფიქრობთ მწვერვალების დაპყრობაზე და მუდამ ვიღაცას ეჯიბრებით პირველობისთვის. გარშემო მყოფებისგან უსიტყვო დამორჩილებას მოითხოვთ. გაბრაზებულმა წარბები შეგიძლიათ აღარ შეჭმუხნოთ, რადგან ასეთი წარბების ფორმით ისედაც აშინებთ გარშემო მყოფებს.



№1  offline წევრი maridb

1.ჩვეულებრივი წარბი...^_^
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№2  offline წევრი flightless bird

ჩვეულებრივი წარბები :3 სხვატაშორის პირიქით, ზედმეტდ დრამატულიც კი ვარ :3 :დდ
--------------------
თ.ნ.

 


№3  offline წევრი yvavi

10. თხელი ”ჩატეხილი” წარბები love

 


№4 სტუმარი lana

1da 10 es orive chemia

 


№5  offline მოდერი წითური გოგონა

არ დაემთხვა!
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№6 სტუმარი Duarte

So much info in so few words. Tosotly could learn a lot.

 


№7 სტუმარი tk

[b][/b]ბუნებრივი სწორხაზოვანი wink

 


№8 სტუმარი ცისანა

სქელი წარბები smiley smiley

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent