აირჩიე საახალწლო ნაძვის ხე
აირჩიეთ ის ნაძვის ხე, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონათ და გაიგებთ, გამოვიცანით თუ არა, როგორ და ვისთან ერთად გიყვართ ახალი წლის შეხვედრა. პირველი ნაძვის ხე ახალი წლის აღნიშვნა კლუბში გიყვართ. მუსიკა, ფერადი შუქები, კოქტეილების ზღვა, ლამაზი ხალხი მორთულ სამოსში, - აი, რისი ნახვა გსურთ საკუთარი თავის გარშემო საახალწლო ღამეს. კლუბში, როგორც წესი, მეგობრებთან ერთად დადიხართ, თუმცა ცოტა ხანში წვეულებაზე მოსულ ყველა ადამიანს უმეგობრდებით და დილამდე ერთად მხიარულობთ. მეორე ნაძვის ხე თქვენი იდეალური ახალი წელია ბუნებაში გასვლა. გსურთ, თქვენ გარშემო იყოს სიმშვიდე, დათოვლილი მთები და ხეები. თავად კი თბილ, პატარა სახლში იჯდეთ. საახალწლო ღამეს ცივილიზაციის ყველა კომფორტზე შეგიძლიათ უარის თქმა, მთავარია, გარშემო მხოლოდ ახლობელი ადამიანები გყავდეთ. მესამე ნაძვის ხე ახალი წელი - საოჯახო დღესასწაულია. ეს ბავშვობაში ჩაგებეჭდათ და დღემდე ცდილობთ, დღესასწაული საოჯახო წრეში აღნიშნოთ. ერთად რთავთ ნაძვის ხეს, ერთად ამზადებთ კერძებს, შლით სუფრას. თქვენთვის მთავარია, ერთად იყოთ და მხიარულობდეთ. მეოთხე ნაძვის ხე დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე ადგენთ გასართობ პროგრამას, მენიუს, სამოსს. ახალი წლის აღნიშვნა სახლში, ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში გიყვართ, მაგრამ სურვილი გაქვთ, ყველამ თავისებური სიახლე შემოიტანოს წვეულებაში. წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს თქვენთვის მთავარია, გარშემო კომფორტი და ჰარმონია სუფევდეს. მეხუთე ნაძვის ხე ახალი წლის შეხვედრა ქალაქის ყველაზე დიდ ნაძვის ხესთან, მოედანზე მოგწონთ. მიგაჩნიათ, რომ ღამე საჭმელების ჭამა კუჭისთვის საზიანოა და მის ნაცვლად ღამის ქალაქში მხიარულობთ. არ გიჭირთ უცხო გარშემო მყოფებთან დამეგობრება, მათი შამპანურით დალოცვა. ზოგჯერ ახალი წლის ღამეს გაცნობილ ადამიანებთან მეგობრობას მომავალშიც აგრძელებთ. მეექვსე ნაძვის ხე პირველ რიგში, ახალი წელი თქვენთვის საახალწლო დღესასწაულია. ოთახში ჭერამდე მორთულ-მოკაზმულ ნაძვის ხეს დგამთ, გარშემო საჩუქრებს შემოუწყობთ. პატარა სტუმრებს სიყვარულითა და სიურპრიზებით ხვდებით. სწორადაც იქცევით, პატარებს ყველაზე მეტად სჯერათ ჯადოსნურ ღამეს სასწაულების ახდენის და მათთვის უნდა მოაწყოთ ზღაპარი. მეშვიდე ნაძვის ხე ახალი წლის შეხვედრას საზღვარგარეთ ცდილობთ, სადაც უამრავი დადებითი ემოციითა და შთაბეჭდილებით დაიმუხტებით. არა აქვს მნიშვნელობა, ეს რომანტიკული პარიზი იქნება, ნისლიანი ლონდონი თუ ლუდის არომატით გაჟღენთილი პრაღა. მთავარია განწყობა, მხიარულება. თქვენ მიგაჩნიათ, რომ ახალ წელს როგორც შეხვდები, ისე გაატარებ მთელ წელს. მერვე ნაძვის ხე თქვენთვის იმას კი არა აქვს მნიშვნელობა, როგორ შეხვდებით ახალ წელს, არამედ, ვისთან ერთად. საყვარელი ადამიანის გვერდით საოჯახო წვეულებაც დღესასწაულია და მდიდრულ რესტორანში მოლხენაც. მთავარია ერთმანეთზე ზრუნვა, განსაკუთრებით ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს. მეცხრე ნაძვის ხე ახალი წელი თქვენთვის თოვლთან და აქტიურ დასვენებასთან ასოცირდება. ახალი წლის დადგომას ალბათ მთაში იზეიმებთ. ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა. თუმცა ასეთი დასვენება-გართობა წინასწარ უნდა დაგეგმოთ, უსიამოვნო სიურპრიზები რომ აიცილოთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.