აირჩიეთ ფიფქი და შეიტყვეთ გასაოცარი ამბები საკუთარ თავზე
თოვლის ფიფქი ახალ წელთან და ცივ ზამთართან ასოცირდება, მაგრამ ის გაცილებით მეტს ნიშნავს - კრისტალების სხვადასხვა სტილი თქვენს პირად ცხოვრებაზე წარმოდგენას ქმნის. ამ ექსკლუზიურ ტესტში ფიფქების 10 განსხვავებულ მოდელს განვიხილავთ და გამოვიკვლევთ თქვენი ხასიათის თავისებურებებს. რომელი ფიფქი მოგწონთ? აირჩიეთ ფიფქის ნომერი, რომელიც მოგეწონათ და შეიტყვეთ მეტი საკუთარ პიროვნებაზე! ფიფქი 1 - კლასიკური კრისტალი თუ თქვენ ეს ფორმა აირჩიეთ, ნიშნავს იმას, რომ აფასებთ ტრადიციებს, ოჯახს და ცხოვრების პატარა სასიხარულო მომენტებს. მგრძნობიარე, კეთილი და მომთმენი ადამიანი ხართ, იცით საიდუმლოს შენახვა. გიყვართ სიცილი და სხვების გაბედნიერება. ფიფქი 2 – "გამბედავი" ეს სრული ფორმის გამბედავი ფიფქი იმაზე მეტყველებს, რომ პირდაპირი და უპრობლემო ადამიანი ხართ. არ გიყვართ ჭორები და ინტრიგები. ადამიანები თქვენში სანდო მეგობარს ხედავენ. თბილი და მზრუნველი ხართ და თქვენთან ნებისმიერი დაცულად გრძნობს თავს. ფიფქი 3 – "ელეგანტური" თუ ამ ფიფქმა მიგიზიდათ, ე.ი. ელეგანტური და კარგი მანერების მქონე ადამიანი ხართ. უზადო გემოვნება გაქვთ, რომელიც თქვენი ცხოვრების ყველა სფეროზე ვრცელდება. ამაყობთ საკუთარი თავით, აფასებთ უბრალოებას და ხალხმრავალ ადგილებს სიმყუდროვეს ამჯობინებთ. ფიფქი 4 – "რთული" დეტალებს აქცევთ უდიდეს ყურადღებას. ისრუტავთ უამრავ ინფორმაციას და უცხო გარემოში სწრაფად ითვისებთ სიახლეებს. პირად ცხოვრებაში ინტრიგები და მრავალფეროვნება გიყვართ. ადვილად ამყარებთ ურთიერთობებს. ფიფქი 5 – "სასარგებლო" შესაძლოა, თავშეკავებული და მორცხვი იყოთ სოციალურ სიტუაციებში, მაგრამ თავდაჯერებულად აფიქსირებთ საკუთარ მოსაზრებას საჭიროების შემთხვევაში. ძლიერი პიროვნება ხართ და ზომიერად აკეთებთ ყველაფერს შესაძლებლობების მიხედვით. ფიფქი 6 – "ექსცენტრიკული" არადელიკატური, გამბედავი, ძლიერი და ინდივიდუალისტური. არ გიყვართ მიღებული დამორჩილება. სრულიად განსხვავდებით სხვებისგან. ცალსახად, უნიკალური პიროვნება ხართ! ფიფქი 7 – "თვითმყოფადი" აფასებთ შრომას და მოცემული დავალების შესრულებით თვითმყოფადი ხდებით. შეგიძლიათ კონსტრუქციული კრიტიკის მიღება და თავადაც აკრიტიკებთ სხვებს. ფიფქი 8 – "მოთამაშე" გიყვართ თამაში, საკუთარ თავს სერიოზულად არ აღიქვამთ, თქვენი წონასწორობიდან გამოყვანა ძალზე რთული საქმეა. თქვენთვის უმნიშვნელოვანესია დასვენება და ყოველდღიური წვრილმანებით ტკბობა. ფიფქი 9 – "გეომეტრიული" ორგანიზებული და პრაქტიკული ადამიანი ხართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გართობა არ გიყვართ. მუდამ მზად ხართ, ინტელექტის გამოცდაში მიიღოთ მონაწილეობა. მრავალმხრივ რეჟიმში მუშაობა თქვენსავით სხვას არავის შეუძლია. ლიდერი ხართ და ყველაფერში სწრაფად მიიწევთ წინ. ფიფქი 10 – "ორმაგი" მრავალმხრივი გემოვნება, ინტერესები და შესაძლებლობები გაგაჩნიათ. ყველაფერი, რასაც ხელს მოკიდებთ, კარგად გამოგდით. ხანდახან მეგობრებთან ერთად წვეულებებზე დადიხართ, ხანდახან კი განმარტოებას ამჯობინებთ ტელევიზორთან, ხასიათის მიხედვით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.