თქვენი არაცნობიერის საიდუმლო
მარტივი და საინტერესო ტესტი გელით. აირჩიეთ პეპელა, რომელიც მოგეწონათ და წაიკითხეთ განმარტება. პირველი პეპელა ღია პიროვნება ხართ, გჯერათ ადამიანების. გარშემო მყოფებს უყვართ თქვენთან ურთიერთობა, თქვენკენ ისე ისწრაფვიან, როგორც პეპელა სინათლისკენ. თამამად შეგვიძლია ჰარმონიული პიროვნება გიწოდოთ. მეორე პეპელა საინტერესო, არაორდინალური პიროვნება ხართ. კარგად შეგიძლიათ საკუთარი თავის წარმოჩენა. თუმცა, საქმე იმაშია, რომ შინაგანად არ გაქვთ ყველაფერი ჰარმონიულად, როგორც ეს გარედან ჩანს. გახასიათებთ საკუთარ თავში ურწმუნება, შიში, ეჭვები. ზოგჯერ უხეშიც ხართ. მესამე პეპელა ემოციური და ფეთქებადი ადამიანი ხართ. არაორდინალურად, კრეატიულად აზროვნებთ და ყველაფერს შემოქმედებითად უყურებთ. თქვენი საქციელით ხშირად აოცებთ ადამიანებს. თქვენთან ურთიერთობას მარტივს ვერ დავარქმევთ. მეოთხე პეპელა გეშინიათ საკუთარი თავის წარმოჩენის. გირჩევნიათ გაჩუმდეთ, ვიდრე თქვენმა ნათქვამმა ვინმეს გული ატკინოს, ან უადგილო იყოს. არ ხართ საკუთარ ძალებში დარწმუნებული. მეხუთე პეპელა ინფანტილური პიროვნება ხართ, ხშირად პატარა ბავშვივით იქცევით. ადვილად ბრაზდებით, ხშირად იბუტებით, გახასიათებთ ეგოისტურობა. მუდამ საჭიროებთ გარშემო მყოფების ყურადღებას. ასე შეიძლება იმიტომ ხდება, რომ ძლიერი პიროვნებების მფარველობის ქვეშ იზრდებოდით. მეექვსე პეპელა უჩვეულო ადამიანი ხართ. ზოგჯერ აქტიური, ზოგჯერ პასიური. შეიძლება ერთდროულად მოწყენილიც იყოთ და მხიარულიც. ეკონტაქტებით იმათ, ვინც თქვენთვის საინტერესოა. ზოგჯერ უმნიშვნელო რამის გამო ნერვიულობთ. მეშვიდე პეპელა არ ენდობით ადამიანებს. ახლობლების მიმართაც კი ფრთხილი ხართ. ამასთანავე, ხშირად კონფლიქტურიც. გარშემო მყოფები ცდილობენ, თავი შორს დაიჭირონ თქვენგან. მერვე პეპელა საინტერესო და გულღია ადამიანი, მუდამ მზად ხართ ახალი მეგობრების გასაჩენად. გარშემო მყოფები თქვენთან თავს ბედნიერად და მსუბუქად გრძნობენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.