შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტივი ტესტი აირჩიე კარი და გაიგე შენი მომავალი


5-04-2015, 00:37
ავტორი goga27
ნანახია 21 146

ფროიდი ამბობდა, ჩვენ შემთხვევით არ ვირჩევთ არავის, ვხვდებით მხოლოდ მათ, ვინც უკვე არსებობს ჩვენს ქვეცნობიერშიო. მისი მოსწავლე იუნგი კიდევ უფრო შორს მიდიოდა, ნებისმიერი რამ რის გაცნობიერებასაც ვერ ვახერხებთ, ჩვენს წინაშე დგება როგორც ბედისწერაო. მოკლედ, ყველაფერი ისე ხდება, როგორც ჩვენ დავგეგმეთ გაუცნობიერებლადო. აი, როგორც სიზმარში.

თქვენს ქვეცნობიერში ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი, ამ ფსიქოლოგიური ტესტით კი შეგიძლიათ ეცადოთ ცოტა ინფორმაცია მაინც გამოსტყუოთ მას.

ტესტი მარტივია – თქვენ უბრალოდ კარი უნდა ამოირჩიოთ. ბევრს ნუ იფიქრებთ, უცებ საითაც გაგიწევთ გული, იქ შედით და მერე ნახეთ პასუხები.

1 თქვენი გზა გათავისუფლების გზაა, განმანთავისუფლებლის გზა. თქვენ მეამბოხე ხართ და რევოლუციონერი, თუმცა პასიური რევოლუციონერი. სისხლისსღვრისა და კონფრონტაციის გარეშე. გჭირდებათ სრული დამოუკიდებლობა და უზარმაზარი თავისუფალი სივრცე. თქვენ თავად ხართ თქვენი ცხოვრების შემოქმედი. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, ყველა შესაძლო ვერსიას განიხილავთ და პრობლემის გადაჭრის უამრავი გზიდან საუკეთესოს არჩევთ. არ გიყვართ როცა გაჩქარებენ და იცით როგორ გამოიყენოთ დრო თქვენს სასარგებლოდ. თქვენ იცით როგორ დატკბეთ ცხოვრებით და ძალიან ბევრს მიაღწევთ.

2 თქვენი გზა მარტოსული ადამიანის გზაა. ეს თქვენი სამყაროა, სადაც უცხო ადამიანებს არაფერი ესაქმებათ. თქვენ მოგწონთ მარტოობა და საკუთარ თავთან დარჩენა. თქვენ მარტო მოგზაურობთ, მარტო სწავლობთ, მარტო პოულობთ გზას და არავითარ შემთხვევაში არავის გამო არ ღალატობთ ამ გზას. მართალია მეგობრები გიყვართ, მაგრამ მათ თავისი ადგილი აქვთ. შეიძლება ცოტათი ეგოისტად ეჩვენებით ადამიანებს, მაგრამ სამაგიეროდ მათგან განსხვავებით თქვენ აუცილებლად მოახერხებთ იცხოვროთ საკუთარი ცხოვრებით.

3 ეს პოზიტივით სავსე ცხოვრების გზაა. თქვენ ვერ იტანთ მოწყენილობას, სევდას, რომელიც ასე უშლის ადამიანებს ხელს ბოლომდე იგრძნონ ბედნიერება, გაქვთ კარგი იუმორის გრძნობა და ცდილობთ ამით თქვენი და სხვა ადამიანების ცხოვრება გაალამაზოთ, ამიტომ წინ უამრავი, ფერად-ფერადი თავგადასავალი და პოზიტივით სავსე ცხოვრება გელოდებათ. თქვენ სამყაროს ადამიანი ხართ, სილამაზის მოტრფიალე და მარადიული მოსწავლე. გიყვართ ლაპარაკი, უამრავი კითხვა გაქვთ, უამრავი პასუხი და მაინც სულ მუდამ ღია ხართ ახალი ინფორმაციისთვის. თქვენ მიგაჩნიათ რომ გზა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დანიშნულების ადგილი, ამიტომ მრავალფეროვანი გზა გელოდებათ წინ.

4 ეს მოულოდნელობებით აღსავსე ცხოვრების გზაა. თქვენ გამუდმებით შეუცნობელისკენ ისწრაფვით, მძაფრი შეგრძნებებისკენ, არასოდეს კმაყოფილდებით ზედაპირით და სულ სიღრმეებისკენ მიგიწევთ გული. დაუფიქრებლად გადაეშვებით ხოლმე მთელი არსებით რაღაცაში და შედეგებზე ამ შედეგებთან შეჯახებისას ფიქრობთ მხოლოდ. სულ რაღაც ახლის გასინჯვისკენ მიგიწევთ გული, ამიტომ წინ არაპროგნოზირებადი და ცოტა საშიში გზა გაქვთ, გზა, რომლიდანაც ბევრჯერ გადაუხვევთ. თქვენ წესების დამრღვევი ხართ, დაუდევარი, რისკიანი. სპონტანური, დაუფიქრებელი და ცოტა შერეკილიც, მაგრამ დედამიწაზე ისეთ მაგარ დროს გაატარებთ, ჯერ რომ არ გაუტარებია არავის.

5 თქვენი მშვიდობისმოყვარე ადამიანის გზაა. თქვენთვის უმნიშვნელოვანესია სილამაზე, მშვიდობა და სამყაროსთან ჰარმონიული არსებობა. თქვენი გული ღიაა ყველა მსურველისთვის, მასში ნებისმიერი ადამიანისთვის მოიძებნება ადგილი. თქვენ მოგწონთ სიცოცხლე და არავის მისცემთ უფლებას სულიერი სიმშვიდე დაგირღვიოთ. თქვენ სტაბილური ადამიანი ხართ. არ გიყვართ სიურპრიზები და გიყვართ, როცა ყველაფერი გეგმის მიხედვით ხდება, ამიტომ თქვენი გზაც წინასწარგანსაზღვრული, გარკვეული და სასიამოვნო იქნება. თქვენ იცით, რომ ცხოვრება ისედაც რთულია და მისი კიდევ უფრო გართულება არ ღირს, ამიტომ მას იმარტივებთ და ცდილობთ თქვენს საყვარელ ადამიანებსაც გაუმარტივოთ.

6 ეს ფილოსოფოსი ადამიანის გზაა. თქვენ სიწყნარე გიყვართ, უბრალოება და არავის აწუხებთ თქვენი არსებობით. ისე შეგიძლიათ გაატაროთ მარტოობაში დრო, საერთოდ არ იგრძნოთ თავი მარტოდ. თქვენ ცხოვრების აზრს ეძებთ და ცოტა ფილოსოფოსი ბრძანდებით. მიგაჩნიათ რომ ვინც საკუთარ თავს შეიცნობს, შეიცნობს მთელს სამყაროსაც. თქვენ გიყვართ ადამიანები, მაგრამ არ გიყვართ ბრბო. თქვენ საკუთარ თავს ეძებს და ,,ვინც ეძებს, ის პოულობსო“ როგორც იტყვიან.

ჩვენ გისურვებთ გევლოთ თქვენი ცხოვრების გზაზე <3



№1  offline წევრი ანოანო

ვინც საკუთარ თავს შეიცნობს, შეიცნობს მთელს სამყაროსაც. ^^ 6 <3

 


№2 სტუმარი teona

თეონა გელაშვილი

 


№3  offline წევრი შოკი მოკი

მეხუთე ^^^ ჰიჰ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent