რას ამბობს შენი საყვარელი ფერი შენზე, ფერების ფსიქოლოგია
ფერების ფსიქოლოგია მეცნიერებაა იმის შესახებ, თუ როგორ გავლენას ახდენენ ფერები ჩვენს განწყობასა და ქცევაზე. აი, მაგალითად, პლაცებოს აბები ძალიან ფერადია, იმიტომ რომ უფრო ძლიერი ეფექტი ჰქონდეს პაციენტზე და დააჯეროს რომ სტიმულატორს იღებს, ცნობილია, რომ ღია ცისფერი ფერის აბებს დეპრესიის სამკურნალოდ იყენებენ, რადგან უფრო მეტად მოქმედებს ადამიანზე. ზოგადად, ცისფერს და მწვანეს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს.ისინი წყალთან, საკვებთან და თავშესაფართან ასოცირდება, რადგან 50 000 წლის წინ ეს მართლაც წყარო იყო ამ ყველაფრის. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ გლაზგოში ერთ-ერთ ქუჩაზე დაყენებულმა ცისფერმა განათებამ კრიმინალის რიცხვი შეამცირა. ალბათ შეამჩნევდით, რომ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე და იქნებ, სხვადასხვა დღეს სხვადასხვა ფერები გვიზიდავს. ეს ძალიან ნორმალურია და ერთი ფაზიდან მეორე ფაზაში გადასვლებს ახლავს თან. როგორც იცვლება ინდივიდის ფსიქოლოგია, იცვლება მისი გემოვნებაც. რას ნიშნავს თქვენი საყვარელი ფერი? შავი, წითელი, ყავისფერი ან ნაცრისფერი ეს საყრდენი ჩაკრის ფერებია, ფუძისეული ჩაკრის. ვისაც ეს ფერები იზიდავს გარეგნულად შეიძლება პირქუში ჩანდეს, მაგრამ გული ძალიან მგრძნობიარე აქვთ. ისინი ენერგიულები, ძლიერები და ვნებიანები არიან ნარინჯისფერი ეს საიდუმლო ჩაკრის ფერია. სვადისტანა ჩაკრის. ადამიანები ვისაც ეს ფერი უყვარს, ძალიან დიდ შემოქმედებით ნიჭს ფლობენ და ჯანსაღი სექსუალური ცხოვრება აქვთ. მოსწონთ თავგადასავლები და მიწიერი სიამოვნებები. ყვითელი ეს მზის წნულის ჩაკრის ფერია. ისინი ვისაც ყვითელი ფერი მოსწონს და ხშირად ყვითელ ტანსაცმელს იცვამს ძლიერი და ქმედებებზე ორიენტირებული ადამიანები გახლავან. მათგან კარგი ლიდერები და კარგი ბიზნესმენები დგებიან. გარდა ამისა ცოტა სიჯიუტეც ახასიათებთ. მწვანე მწვანე გულის ჩაკრის ფერია. ეს ფერი იმ ადამიანებს უყვართ, ვინც ძალიან დაკავშირებულია თავის გულთან და ემოციურ ცენტრთან. ისინი კარგი მსმენელები არიან და კარგი მკურნალები. მათი ყველაზე დიდი სიხარული სხვა ადამიანების დახმარებაა ცისფერი ეს ყელის ჩაკრის ფერია. კომუნიკაბელური ადამიანების ფერი. იგი ისეთ ადამიანებს უყვართ, ვისაც ძალიან უყვარს ლაპარაკი და ყველასთან ახერხებს საერთო ენის გამონახვას. მათ კარგად ესმით სხვა ადამიანების და ცოტა ინტროვერტებიც შეიძლება იყვნენ. იასამნისფერი იასამნისფერი მესამე თვალის ჩაკრის ფერია. ეს ფერი ინტუიციური ადამიანების საყვარელი ფერია. მათ კარგი ფსიქოლოგიური შესაძლებლობები აქვთ და ძალიან მოწყურებულები არიან ცოდნის მიღებას. ვარდისფერი და ბოლო მეშვიდე გვირგვინის ჩაკრა. ასეთი ადამიანები ძალიან მხიარულები და სხვა ადამიანებისთვის ბედნიერების მინიჭების მოსურნეები არიან. ისინი ყოველთვის და ნებისმიერ სიტუაციაში არ იშურებენ ძალებს და თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ. კეთილი გული აქვთ და ძალიან გულღიები ბრძანდებიან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.