10 აზრი, რომელიც თავიდან უნდა ამოიგდო, თუ გინდა რამეს მიაღწიო ცხოვრებაში1. არ მიმართლებს ყველაფერი ჩვენი აღქმა და დამოკიდებულებებია. იმ ადამიანებსაც ჰქონიათ წარუმატებლობები, ვინც თქვენ იღბლიან ადამიანებად მიგაჩნიათ, უბრალოდ ისინი დაბრკოლებებს როგორც გამოწვევებს ისე იღებენ და არა როგორც სასჯელს. საკმარისია, შემოვიყვანოთ თამაშში ვიღაც მესამე ძალა – იღბალი, რომელსაც გადავაბარებთ ჩვენს პასუხისმგებლობებს, ჩვენ საკუთარი ცხოვრების სადავეებს ხელიდან ვუშვებთ. 2.რას იფიქრებენ სხვები? სხვები ბევრ რამეს იფიქრებენ, მათ არ მოსწონთ იდეალური ადამიანები და რაც უფრო მეტად შეეცდებით კარგი შთაბეჭდილება დატოვოთ, მით უფრო მეტად შეეცდებიან მოგიძებნონ ნაკლი. ვერასოდეს მოახერხებ იყო ისეთი, რომ ყველას მოსწონდე, ამიტომ ერთადერთი ადამიანი ვისი აზრიც მნიშვნელოვანი უნდა იყოს შენთვის, ვის წინაშეც ვალდებული ხარ შენი საკუთარი თავია! ნუ მოიწამლავთ სიცოცხლეს იმაზე ფიქრით, რას იფიქრებენ სხვები! 3. ამის დაჯერება არ მინდა! სიმართლეს თვალებში უნდა ჩახედოთ. ხანდახან იგი პირდაპირ ცხვირწინ გვიდევს – შიშველი და ხელშესახები, ჩვენ კი რაღაც ალტერნატივებს ვეძებთ, უბრალოდ იმიტომ რომ გვეშინია, არ გვეტკინოს. უფრო მტკივნეული შედეგები ექნება ამას, ამიტომ სჯობს დროზე მოიკრიბოთ გამბედაობა და თვალი გაუსწოროთ მას! 4. ამის დროც მოვა ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული. ხელსაყრელი მომენტის ლოდინში, უამრავ ხელსაყრელ მომენტს ვუშვებთ. ნუ დაიწყებ ხვალიდან, დაიწყე დღეს. დროა უკვე! 5. რომ მქონოდა… დრო რომელიც არ არსებობს… ყველაზე ფუჭი და არაფრის მომცემი ოცნება… სინანული იმაზე, რის შეცვლაც არ შეგიძლია… შეცვალეთ ოცნებები… იფიქრეთ იმაზე, რაც გინდა რომ გქონდეთ … დაისახეთ პატარ-პატარა მიზნები და ერთ დღეს აღმოაჩენთ, რომ მთავარ მიზანთანაც მისულხართ… 6. რა ჩემი ბრალია… ხანდახან მართლაც ისე ეწყობა ყველაფერი, ბოლომდე ვცდილობთ და არ გამოგვდის, მაგრამ პასუხისმგებლობა მაინც საკუთარ თავზე უნდა აიღოთ. წარმატების უპირველესი მტერი საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოდგენაა. არ გამოვიდა? არაუშავს! სხვა დროს უკეთ შეეცდებით! 7. ჩემი ცხოვრება კოშმარია… თქვენ ახლა იმხელა ფუფუნება გაქვთ გემრიელად მოკალათებული ისხდეთ, წინ კომპიუტერი გედოთ ან ნაწერს კითხულობდეთ და მაინც ფიქრობთ რომ საშინელი ცხოვრება გაქვთ? ბებია-ბაბუა ცოცხალი გყავთ? მოაყოლეთ მათი ცხოვრების ისტორიები… თუ არადა აფრიკელი ბავშვები ,,დაგუგლეთ” ინტერნეტში… უმადური ადამიანი ვერასოდეს იქნება ბედნიერი, რადგან ბედნიერება იმის დაფასებაა, რაც გაქვს. 8. საშინელი ადამიანი ვარ შინაგანი ბრძოლები ყველას გვაქვს, სულის სიღრმეში ყველა ვიპოვით რაღაც ისეთს, რისთვისაც თვალის გასწორება შეგვრცხვებოდა, მაგრამ თუ გინდათ რომ უკეთესი გახდეთ, იმას უნდა ჩაეჭიდოთ თქვენში, რაც ძვირფასია. ეცადეთ ყველაფერში საუკეთესო მხარის დანახვა და ეს საკუთარი თავიდან დაიწყეთ. აპატიეთ შეცდომები თქვენს თავს და უბრალოდ ეცადეთ უკეთესი გახდეთ. ნურც ნურავის შეეჯიბრებით. ერთადერთი, ვისაც უნდა შეეჯიბროთ, გუშინდელი თქვენი თავია. 9. დავალებულად ვგრძნობ თავს ნუ მოიბამთ ვალდებულებებს. მადლიერი შეგიძლიათ იყოთ და იმ ფაქტმა რომ ვიღაც დაგეხმარათ, მოტივაცია უნდა მოგცეთ სიკეთის კეთების. ვერ აბრუნებთ ვალს? გადაუხადეთ სხვას. ნურც თქვენ ჩათვლით ვალდებულად ვინმეს, ნუ იფიქრებთ, რომ თუ ვინმეს რამე სიკეთეს უკეთებთ დავალებულია. გაიღეთ უანგაროდ. სამყაროში ერთიანი ენერგია ტრიალებს, სხვების დახმარებით ჩვენ საკუთარ თავს ვეხმარებით. გაცემული ენერგია, აუცილებლად დაბრუნდება, მნიშვნელობა არ აქვს როდის, ვისგან და როგორ – ეს ჩვენი სამყაროს კანონია. 10. რომ ჩავიჭრა? ჩაიჭერით… დიდი ამბავი… ხანდახან ვსწავლობთ, ხანდახან ვიმარჯვებთ. ერთადერთი რაც წარმატებაში ხელს გვიშლის – შიშია, წარუმატებლობის შიში. როცა ვაკეთებთ, შანსი მაინც არის, როცა შიშისგან უკან ვიხევთ შანსიც აღარ გვრჩება. წარმატებაც ეს არის, გამოიყენო შანსი. მთვარია არასოდეს შეწყვიტო მცდელობა. თქვენ არ იცით რა ახლოს იყვნენ მიზანთან ისინი, ვინც დანებდნენ. არ დანებდეთ! |
აზრი რომელიც თავიდან უნდა ამოიგდო თუ გინდა რამეს მიაღწიო ცხოვრებაში 10 აზრი რომელიც თავიდან უნდა ამოიგდო თუ გინდა რამეს მიაღწიო ცხოვრებაში
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.