შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რას გეძახით შეყვარებული? მოფერებითი სახელების ფსიქოლოგია


24-05-2015, 18:28
ავტორი goga27
ნანახია 54 810

,,პატარავ” – ის ყურადღებიანი და მოსიყვარულეა. ფიქრობს, რომ მისი მზრუნველობა გჭირდებათ და ყველაფერი თქვენთვის უნდა.

,,ძვირფასო“ – ურთიერთობაში მისთვის მთავარია სანდოობა და საიმედოობა. გრძნობები მეორე ადგილზე.

,,სულელჩიკი, ბოთე და ა.შ.“ – ეს კაცი ყველაფერს გაპატიებთ. იგი მზად არის ნებისმიერ სიტუაციაში დაგიდგეთ გვერდით და სიტუაცია აკონტროლოს..

,,ზღარბუნა” – იგი თქვენს ურთიერთობას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ხანდახან თავშეუკავებლად იქცევა, მაგრამ სულის სიღრმეში ძალიან ეშინია თქვენი დაკარგვის.

,,ჩემო სიცოცხლე, ჩემო ცხოვრება” – პათოსი მას ძიებისკენ უბიძგებს და ყოველი შემთხვევისთვის გადაამოწმეთ სხვაგან სადმე სხვაგან სხვა ცხოვრებითაც ხომ არ ცხოვრობს და სხვა სიცოცხლეც ხომ არ ჰყავს.

,,ბაჭია” – იგი აზარტული ადამიანია და ხშირად გეთამაშებათ. არ მოგატყუოთ გარეგნული გამოხატულებით, სინამდვილეში ძალიან ეჭვიანია და სულ თვალს გადევნებთ.

,,ფისო, ფისუნა” – მას მოსწონს ახლო და თბილი ურთიერთობები და სიტუაციის დაძაბვას მუდამ ერიდება.

,,ჩემი ოქრო, ჩემი ბრილიანტი, ჩემი განძი” – თქვენი პარტნიორი თქვენი ურთიერთობის მნიშვნელობისთვის ხაზგასმას ცდილობს და რეალურად უფრო მეტს ფიქრობს, ვიდრე გრძნობს.

,,ბეკეკო” – იგი თქვენთან ძალიან დიდ სულიერ სიახლოვეს გრძნობს, მისთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი ხართ, თუნდაც ამას მთლად კარგად ვერ გამოხატავდეს.

,,კნუტი” – იგი თქვენ ძალიან ახლობლად გთვლით, უნდა რომ ეს კავშირი კიდევ უფრო გაამყაროს, რომ ენდობოდეთ და ცდილობს დაგიმტკიცოთ, რომ მისი იმედი შეგიძლიათ გქონდეთ.

,,ბარტყი” – იგი თქვენ გამო ნებისმიერ რისკზეა წამსვლელი.

,,მელაკუდა” – იგი მთელ თავის ყურადღებას თქვენ გითმობთ და იმავეს ითხოვს თქვენგანაც.

,,მარმელადი, კანფეტი, შოკოლადი და ა.შ. “ – იგი ძალიან მესაკუთრეა და თქვენც მის საკუთრებად მიგიჩნევთ, ძალიან მარტივ, უბრალო ურთიერთობას გთავაზობთ თითქოს, მაგრამ რეალურად მთელ მის ცხოვრებას და დროს თქვენ იკავებთ…

,,საყვარელო, სიყვარულო” – იგი ძალიან მგრძნობიარე ადამიანია, სჩვევია ემოციური ამოფრქვევები და უეცარი გადაწყვეტილებები.

,,დათუნია, დათუჩა, დათვის ბელი” – იგი მგრძნობიარეა, მაგრამ დაჩქარება არ უყვარს, თუმცა ყურადღებიანი და ფრთხილია და თქვენი დაკარგვა არ სურს.

,,ბუსუ, ბასუ, ბუსიკა, ბასუკა, ბაბუსიკა” და ა.შ. – ძალიან ძლიერი გრძნობები აქვს და ზომიერების გრძნობა აკლია.

,,თაგუნია, ვირთხუნია, წრუწუნა..” – მისი გრძნობები არავითარ ჩარჩოში არ ჯდება, თუნდაც ერთი შეხედვით ასეთ შთაბეჭდილებას არ ტოვებდეს. ძალიან მოწებებულია თქვენზე, თუმცა ხან ძალიან თავზეხელაღებულივით იქცევა.

პუსი, პასი, პუპსიკ და ა.შ. – იგი ურთიერთობაში ბოლომდე შემოსვლას ცდილობს, თუმცა შესაძლოა გრძნობების გარდა პრაქტიკული ინტერესებიც ჰქონდეს.

თევზუკა – თქვენ უფრო საქმიანი კუთხით გააგრძელოთ ურთიერთობა სჯობს, თუ რომანტიკა გჭირდებათ, რადგან მას უფრო პრაქტიკული ინტერესები აქვთ, ვიდრე რომანტიკული.

პონჩიკი, დონატი, კრუასანი და ა.შ. -ის მთელი ძალით ცდილობს თქვენი ყურადღების მიქცევას და სავარაუდო მეტოქეების ჩამოცილებას. მას სურს ახლო, ჰარმონიული ურთიერთობა და სიმშვიდე.

ტკბილო, გემრიელო – იგი ცდილობს ემოციურ ადამიანად მოგაჩვენოთ თავი, თუმცა შინაგანად ძალიან მშვიდი და დაბალანსებულია.

ჩემი მზე, ჩემი სინათლე, ჩემი მზის სხივი – იგი ძალიან დიდ სინაზეს და ცხოველ ინტერეს გრძნობს თქვენს მიმართ, მისთვის თქვენ ხართ შანსი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვას.

ვეფხვუნა, პანტერა, ავაზა, ბოკვერი... – იგი თქვენს დამოუკიდებლობას პატივს სცემს, არასოდეს ეცდება თქვენს გადაკეთებას და თანასწორუფლებიან, სამართლიან კავშირს გთავაზობთ.

ზაზუნა, ზღვის გოჭი და ა.შ. – იგი იმპულსური ქმედებებისკენ არის მიდრეკილი და ამ ,,წამოვლებს“ აყოლილმა შეიძლება არასწორი გადაწყვეტილებები მიიღოს.

წიწილა, ჭუკი, ჭუჭული.. – მას უყვარხართ, მაგრამ მთლად სერიოზულად არ აღგიქვამთ, გულის სიღრმეში მაინც უკან იხევს, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურ კონტაქტზე გამოდის.

მარწყვი – იგი დამოუკიდებელი ადამიანია და თავის პიროვნულ თავისუფლებას პატივს სცემს. მისთვის მთავარი საკუთარი თავია.



№1  offline წევრი aannoo

ვირთხუნა რო დამიძაზოს გადავატეხ რამეს თავზე :დდ

 


№2  offline მოდერი ლილიანა

ფისოს მეძახის მეუღლე,ე.ი კარგის ნიშანია :))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3  offline წევრი mani156

ბარტყიი :დდდ

 


№4  offline წევრი marisa

ზღვის გოჭს შეყვარებულს არა, მაგრამ ჩემს საყვარელ ადამიანს ვეძახი :) და ძალიან მომწონს ♡♥ ვინმეს თუ არ მოსწონს, არც ეგაა პრობლემა :დდ რაც შეეხება მე, აქ რაც წერია, მხოლოდ პატარა თუ გამიგია ჩემი მისამართით. დანარჩენი ყველა სხვა ♡♥ კარგი სიახლეა

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

არ ვეთანხმები.. recourse

 


№6  offline წევრი ფსიქო.13

სად მყავს შეყვარებული,თორემ...
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№7 სტუმარი soofi

მადლობთ ძალიან დამეხხმარა

 


№8  offline მოდერი Amalthea

აქედან რომელიმე რომ დამიძახოს, ახსნა-განმარტების გარეშე მოვუგრიხავ კისერს lol
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

 


№9 სტუმარი sakvarelo

Mudam damidzaxe

 


№10 სტუმარი mimino

ლილიანა
ფისოს მეძახის მეუღლე,ე.ი კარგის ნიშანია :))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

კიიიი მკარგის ნისჰანია

 


№11 სტუმარი giorgi saladze

gochis tavoo ????????????????????

 


№12 სტუმარი სტუმარი გვანცა

ანუ ცქნაფაო და

 


№13 სტუმარი Ruska

Saertod arafers armedzaxis "qmari" :|

 


№14 სტუმარი Ricky

I blog quitee ofvten and I truly apprecioate your content.
This article has trjly peaked my interest. I'm going to bookmark your blog and keep checking
for new details about once per week. I opted in for your Feed too.


Stop by my site ... https://casinoslotprinciples.blogspot.com/2021/12/casino-slots-nuances-games-and-choosing.html

 


№15 სტუმარი Tahlia

Very nice article. I certainly love this site.
Sttick with it!

Here is my homepage: http://Forum.gokickoff.com

 


№16 სტუმარი Vicente

Hi i am kavin, its my first time to commenting anywhere,
when i read this article i thought i could also make comment due to this sensible article.


Visit my blog; Maximo

 


№17 სტუმარი Shayne

I'm impressed, I hwve too admit. Rarely do I
encounter a blog that's equally educative and amusing, and let me tell
you, you've hit the nail on tthe head. The issue is
something which too few folks are speaking intelligently about.
I'm very happy that I came across this during my search for something regarding
this.

Feel free to visit my blog post Roma

 


№18 სტუმარი სტუმარი Mira

I have read so many posts about the blogger lovers but this article iss truly a good article, keep it up.


Feel free too visit my website; www.glaschat.ru

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent