შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ ბრაზდებიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები?


7-06-2015, 16:43
ავტორი goga27
ნანახია 21 099

ვერძი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლის გაბრაზება არც ისე მარტივი საქმეა და თუ მაინც შეძელით და მოახერხეთ ეს, მაშინ სცენარის ორნაირად განვითარებას უნდა მოელოდეთ: ის უბრალოდ ამოგშლით საკუთარი ცხოვრებიდან ან ერთი გემრიელად გირქენთ და შემდეგ გაპატიებთ...

კურო

ამ ნიშნის წარმომადგენლებს ჯოჯოხეთური მოთმინება და გამძლეობა აქვთ, თუმცა სამწუხაროდ ის განუსაზღვრელი ნამდვილად არ არის. კუროს შეუძლია გაპატიოთთ ხუთჯერ ზედიზედ, ხოლო უკვე მეექვსედ - ის დაიწყებს მორალ მონოლოგს და მიგახვედრებთ საკუთარ შეცდომებს. თუ თქვენ ფინანსურად დამოკიდებული ხართ ამ ნიშნის წამრმომადგენელზე, მაშინ არ გირჩევთ მის გაბრაზებას, რადგან დარჩებით საერთოდ ბიუჯეტის გარეშე.

ტყუპები

ამ ნიშნის წარმომადგენლის გაბრაზება ძალზედ მარტივია. ზოგადად ისინი ძალზედ მგრძნობიარე და არაპროგნოზირებადი ადამიანები არიან. თუ ტყუპი დღეს თქვენს უკბილო ხუმრობაზე იცინის და მხიარულობს, სავსებით მოსალოდნელია, რომ ხვალ მან ყოველივე ეს უზრდელობაში ჩამოგართვათ და გაგიბრაზდეთ. გაბრაზებულ ტყუპს შეუძლია ამოგთხვაროთ არა მხოლოდ ლაფში, არამედ გემრიელადაც გაგისწორდეთ ფიზიკურად. პატივი ეცით ამ ადამიანების გრძნობებს!

კირჩხიბი

თქვენ გაანაწყენეთ კირჩხიბი და გგონიათ, რომ მან გაპატიათ? ძალიან ცდებით! ამ ნიშნის წარმომადგენლები ამ დროს პირში გიღიმიან, ხოლო ზურგს უკან შურისძიების მზაკვრულ ხერხს გეგმავენ.

ლომი

თუ ამ ნიშნის წარმომადგენელი არ გამოირჩევა აგრესიულობით, მაშინ მისი წყენინების შემთხვევაში დიდია იმის შანსი, რომ მან უბრალოდ დაგაიგნოროთ, ხოლო აგრესიული ლომების შემთხვევაში მოემზადეთ უამრავი უსიამოვნებისთვის. ამ ადამიანებს შეუძლიათ გაგისწორდნენ არა მხოლოდ ფიზიკურად თავიანთი ველურული ძალებით, არამედ შეგიქმნან ბევრი დაბრკოლება და პრობლემა ცხოვრებაში. გაბრაზებული ლომის დამშვიდება შესაძლებელია მხოლოდ მისი ქება-დიდებით.

ქალწული

ამ ნიშნის წარმომადგენლის შემთხვევაში გახსოვდეთ, რომ თქვენ მის შავ სიაში ხართ მოხვედრილი და აუცილებლად მოგელით სასტიკი შურისძიება. გადარჩენა და პრობლემებზე თავის არიდება მხოლოდ სხვა ქალაქში, ან სულაც სხვა პლანეტაზე გაქცევითაა შესაძლებელი. სახელის შეცვლაც არ დაგავიწყდეთ...

სასწორი

"გთხოვ, მაპატიე!" - აი სულ ამის თქმაა საკმარისი იმისათვის, რომ ამ ნიშნის წარმომადგენელთან ურთიერთობა გამოასწოროთ. თუ თქვენ გიჭირთ ამ სიტყვების წარმოთქმა მაშინ მოემზადეთ გაუთავებელი სკანდალებისთვის.

მორიელი

გითანაგრძნობთ... ამ ნიშნის წარმომადგენლის გაბრაზების შემთხვევაში თქვენ ბოდიშის მოსახდელი წერილის დაწერასაც ვერ მოასწრებთ. მორელი ყოველთვის შურისძიების აზარტულ და მზაკვრულ ხერხებს მიმართავს. შებრალებაზე, შეწყნარებაზე შეუძლიათ იოცნებონ მხოლოდ ძალიან ახლო ნათესავებმა.

მშვილდოსანი

თუ თქვენ შეძელით და გამოიყვანეთ ამ ნიშნის წარმომადგენელი მწყობრიდან, მაშინ უნდა მოელოდეთ იგივეს საპასუხოდ. ერთ მშვენიერ დღესაც თქვენ უბრალოდ თავის ჩამოხრჩობაზე დაიწყებთ ფიქრს...

თხის რქა

ამ ნიშნის წარმომადგენლებს ეშინიათ კრიტიკის. უბრალოდ მიეცით თავს უფლება და გააკრიტიკეთ თხის რქის ნაშრომი, ნამუშევარი, თუმცა იქონიეთ ერთი ორი არგუმენტი და გააკეთეთ ყველაფერი ისე, რომ თითქოს მისთვის მხოლოდ კარგი გინდათ და ასე მას წარმატების მიღწევაში ეხმარებით...

მერწყული

თითოეული ამ ნიშნის წარმომადგენელი შეგვიძლია მოვიხსენიოთ ახალი, გენიალური იდეების ნამდვილ გენერატორად. თუ თქვენთვის ეს ადამიანი ძვირფასია, მაშინ შეიკავეთ თავი მისი მიმართებით შენიშვნის მიცემისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში ის უბრალოდ წავა თქვენგან...

თევზები

თქვენ გააბრაზეთ თევზი? გრცხვენოდეთ! ეს ადამიანები გაპატიებენ ყველაფერს, თუმცა რეპუტაციის აღდგენას ბოლომდე ვერასდროს შეძლებთ. დიახ, დიახ თქვენ ნამდვილი მონსტრი ხართ!



№1  offline წევრი ninaka)))

მერწყული-100%

 


№2  offline წევრი yvavi

მმმ, მერწყული ^.^

 


№3  offline წევრი შოკი მოკი

ვაიმე ზუსტად დაემთხვა კურო ვარდა ეგრე ადამიანს ვაპატიე მართლა 10 ჯერ რასაც ქვია და მერეე რო ამოვუსხიი ოოო wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent