შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

TOP სამი ყველაზე რომანტიკული და მოსიყვარულე ზოდიაქოს ნიშანი


7-06-2015, 17:40
ავტორი goga27
ნანახია 8 379

ალბათ იტყვით სიყვარული ნებისმიერ ადამიანს შეუძლია და რა საჭიროა მათ შორის ამგვარი დიფერენცირებაო; გეთანხმებით, მაგრამ ხომ არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც სიყვარულის და პარტნიორის გარეშე ცხოვრება უბრალოდ წარმოუდგენელია. მაშინ როცა, არის ხალხი ვის ცხოვრებაშიც პირადს და სამსახურს დაბალანსებული ადგილი უკავია, ზოგს კი საერთოდაც მარტოობა მოსწონს... მოკლედ ასე, დღეს "ზოდიაქოს ქრონიკულ ვალენტინებზე" ვსაუბრობთ:

სიის სათავეში აუცილებლად უნდა მოვაქციოთ როგორც ღირსეული და პატივცემული თამადა - ლომი. ლომები უზომოდ მოსიყვარულე და გულმხურვალე ინდივიდები არიან. სიყვარული ლომისთვის ცხოვრების ელექ და უმთავრესი სტიმულია. ამიტომაც გასაკვირი არაა რატომ იცვლიან ლომები ხშირად რამდენიმე პარტნიორს ან ოჯახს. თუ სიყვარული გახუნდა ან გაქრა, ლომი ახალი, უფრო მხურვალე და რაც მთავარია, უფრო მომაჯადოებელი გრძობის საძებნელად მიეშურება.

სასწორი - რომანტიკის და სილამაზის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. ის ყველაფერში ჰარმონიას დაეძებს, სძულს კონფლიქტი და ჩხუბი. ამიტომ სასიყვარულო ურთიერთობაშიც მუდმივად ცდილობს "ოქროს შუალედი" შეინარჩუნოს და პარტნიორთან კამათის გარეშე მოახერხოს ყოველთვის კომპრომისის პოვნა. თუმცა, თუ ასე ვერ ხერხდება და მეორე ნახევარი არ მოდის დათმობაზე, სასწორი თავს ამგვარ სიტუაციაში დათრგუნვილად და უბედურად ჩათვლის. შესაბამისად, ეცდება სხვა უფრო მოსიყვარულე და თბილი პარტნიორით ჩაანაცვლოს ძველი კავშირები. ამიტომ ვინც მეტ სითბოსა და ჰარმონიას შესთავაზებს ურთიერთობაში გულიც მისკენ გაუწევს ერთმნიშვნელოვნად.

თევზები - რბილი, მეოცნებე, სენსიტიური და უზომოდ ემოციური ადამიანია, სიყვარული მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სუბსტანციაა, რომლის მეშვეობითაც იგი მარტივად ახერხებს ცხოვრებისეულ სირთულეებს თვალი გაუსწოროს. ამიტომ გვერდით მუდმივად სჭირდება ემოციურად და მორალურად მასზე ძლიერი პარტნიორი. თევზი ხშირად აიდეალებს სიყვარულის ობიექტს ან თავად სიყვარული უყვარს და საკუთარი თავი შეყვარებულის ამპლუაში. ამის გამო იგი დაზღვეული არ არის იმედის გაცრუებისგან. მოგეხსენებათ, რეალური სამყარო, წარმოსახვით რეალობას ხშირად არ ემთხვევა. თევზები კი მიდრეკილნი არიან წარმოსახვით რეალობას შეაფარონ ხოლმე თავი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent