შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეალური ამბავი, რომელიც გულს გაგითბობთ


20-06-2015, 21:21
ავტორი goga27
ნანახია 9 779

ძველი წერილების გადარჩევის დროს ერთი ისტორია გამახსენდა, რომელსაც დროდადრო მიყვებოდა დედა.

მე მისი ერთადერთი შვილი ვიყავი. გვიან გათხოვდა და ექიმებმა აუკრძალეს შვილის გაჩენა, თუმცა ექიმებს არ მოუსმინა და უკვე 6 თვის ორსული იყო, როცა პირველად გარისკა კონსულტაციაზე მისვლა. ყველას ძალიან ვუყვარდი – ბებიას და ბაბუას… დახევარდასაც კი ჩემზე ელეოდა სული, რომ არაფერი ვთქვა დედაჩემზე.

დედა ძალიან ადრე იწყებდა მუშაობას და მანამდე მივყავდი საბავშვო ბაღ ,,მუხაში”, რომელიც ტირიმიაზევის აკადეემიასთან ახლოს მდებარეობდა. სამსახურში რომ მიესწრო დედა პირველივე ავტობუსს ან ტრამვაის მიყვებოდა, რომლებსაც, როგორც წესი, ერთი და იგივე მძღოლები მართავდნენ. ტრამვაიდან ჩამოსული, ბაღის ჭიშკრამდე მიმაცილებდა, აღმზრდელს ჩამაბარებდა და მერე ისევ გაჩერებაზე გარბოდა… შემდეგი ტრამვაის მოლოდინში.


მაინც აგვიანებდა. რამდენჯერმე გააფრთხილეს, რომ სამსახურს დაკარგავდა. ამის დაშვება არ შეგვეძლო. ჩვენ კი ისედაც საკმაოდ მოკრძალებულად ვცხოვრობდით, მხოლოდ მამის ხელფასით ვერაფრით გავიტანდით თავს. დედა იძულებული გახდა სამი წლის ბავშვი გაჩერებიდან მარტო გავეშვი, იმ იმედით, რომ თავადაც მოვახერხებდი ბაღის ჭიშკრამდე მისვლას.


ყველაფერი გამოგვივიდა, თუმცა ეს წამები ყველაზე გრძელი და საშინელი წამები იყო მის ცხოვრებაში. ნახევრად ცარიელი ტრამვაიდან გადმოეკიდებოდა ხოლმე იმის დასანახად, ჭიშკარში შევედი, თუ ისევ გარეთ დავეხეტებოდი ჩემი ბეწვის ქურთუკში, შარფში, რეზინის ჩექმებსა და ქუდში გამოწყობილი.


ცოტა ხნის მერე დედამ შენიშნა, რომ ტრამვაი ძალიან ნელა იწყებდა მოძრაობას; ვიდრე მე ჭიშკარში არ შევიდოდი, მანამდე სიჩქარეს არ უმატებდა. ასე გრძელდებოდა მთელი სამი წელიწადი, ვიდრე მე საბავშვო ბაღში დავდიოდი. დედას არ უცდია აეხსნა ეს უცნაურობა, მისთვის მთავარი იყო, რომ ჩემ გამო აღარ ნერვიულობდა.


ყველაფერი წლების შემდეგ გაირკვა, როცა მე უკვე სკოლაში დავიწყე სიარული. ერთხელ როცა მის სამსახურში მივდიოდით, ტრამვაის მძღოლმა გადმომძახა – ,,გამარჯობა, პატარავ, როგორ გაზრდილხარ! გახსოვს მე და დედა როგორ გაცილებდით ბაღამდე?”


მას შემდეგ წლები გავიდა და ყოველთვის, როცა ,,მუხის” გაჩერებასთან ჩავივლი, სულ ეს ეპიზოდი მახსენდება, სიკეთე, რომელსაც ყოველდღიურად სრულიად უანგაროდ აკეთებდა ტრამვაის მძღოლი ტრანსპორტის ოდნავ შენელებით სრულიად უცნობი ადამიანის სიმშვიდისათვის და გულში საოცარი სითბო მეღვრება.



№1  offline წევრი Psycho1402

♥♥ კარგი იქნებოდა ასეთი კეთილი ხალხი ბევრი რომ იყოს :-(

 


№2  offline წევრი qari

cremlebi ver shevikavee

 


№3  offline წევრი ana))

aseti ketili adamianebi sul cotani tu arian love
--------------------
უფრთო ანგელოზი,სუსტი დემონი!

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

როგორ გამათბო, როგორი შვება მომგვარა, როგორ მჭირდებოდა, ეს სიკეთე. არსებობენ ადამიანები რომლებსაც ისევ შეუზლიათ უანგაროთ სიყვარული და სითბო,

 


№5  offline წევრი შოკი მოკი

ვააიმეე რა საინტერესო იყოო :/ :( თვალები ჩამიცრემლიანდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent