შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ დავუახლოვდეთ მას უფრო მეტად


25-08-2015, 13:21
ავტორი 4Love.Ge
ნანახია 3 300

როგორ „გავსხნა“ და გავხადო უფრო მეტად მიმნდობი და გულახდილი ჩემი პარტნიორი? როგორ ვაიძულო მეტი ინფორმაცია გამიზიაროს საკუთარი თავის შესახებ? გამანდოს გრძნობები/განცდები? – ეს კითხვები ბევრ ქალს აწუხებს და უკარგავს მოთმინებას.

პასუხი მარტივია: აღკვეთე მცდელობები. ნუ აიძულებ მას რამე მოიმოქმედოს. მიიღე ისეთი, როგორიც არის. შენი ქცევით მას ეუბნები, რომ ის არასაკმარისად კარგია შენთვის. ამ მესიჯის მიმღებს აუცილებლად გაუქრება დაახლოების ყოველგვარი სურვილი. ასეთ დროს გინდება გაიქცე რაც შეიძლება შორს.

გიყვარს, როცა ვინმეს შენზე გავლენა აქვს და წამდაუწუმ გაკონტროლებს? არა, ხომ? და რატომ გგონია, რომ სხვას მოსწონს ის, რაც შენთვის მიუღებელია?! და მერე, გიკვირს, რატომ გარბიან ადამიანები შენგან?

მოდი, გაგანდობ საიდუმლოს, თუ როგორ მოქმედებენ კაცები:

ისინი მეტად მონდომებულნი ხდებიან, როცა ჩათვლიან, რომ ისეთი მოგწონს, როგორიც სინამდვილეშია. შედეგად, უფრო მეტად გიახლოვდებიან.

როგორ უნდა შეწყვიტო მისი კონტროლის მცდელობა?


მარტივად: თავდაპირველად, უნდა მიიღო საკუთარი თავი.

როცა საკუთარ თავთან გვაქვს პრობლემები და ჩვენს ძალებში რწმენა გვაკლია, ვცდილობთ, სხვებისგან მივიღოთ „დაფასება“ და ამით თავს უკეთ ვგრძნობთ. ასეთ დროს, შენს კეთილდღეობაზე პასუხისმგებლობას სხვას აკისრებ და როგორც კი სითბო დაგაკლდება, იწყებ იმ ადამიანის კონტოლს, ვისზე დამოკიდებულიც გახდი.

თავიდან, შესაძლოა, პარტნიორს ესიამოვნოს კიდეც ეს პასუხისმგებლობა და ის, რომ ვიღაცისთვის სულერთი არ არის, თუ სად იმყოფება ან რას აკეთებს კონკრეტულ მომენტში; მაგრამ როდესაც ეს ვიღაც ზღვარს გადადის, ღიზიანდება, რაც გახშირებულ ჩხუბს იწვევს და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი დაშორების საბაბიც ხდება.

ამიტომ, სანამ დროა, შენი ურთიერთობის და შენი მენტალური სიჯანსაღის გამო, მორჩი მისი შეცვლის მცდელობას. ნუ აიძულებ მას გააკეთოს ის, რაც თავს უკეთ გაგრძნობინებს.

დაგვიჯერე, თუ ასე მოიქცევი, სასურველ შედეგს თავისთავად მიაღწევ. როცა საკუთარ თავთან კომფორტს დაამკვირდრებ, შენს რჩეულს დიდი სურვილი გაუჩნდება, შენი ეს კომფორტი თავადაც გაიზიაროს და უფრო მეტად დაგიახლოვდება.



№1  offline წევრი maridb

კარგი სიახლე იყო
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent