შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა არის "კარმული წლები" და როდის დგება კრიზისი ქორწინებაში?


27-08-2015, 00:03
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 127

ჩვენი საიტის მკითხველები ძალზე ხშირად გვწერენ შეკითხვებს პარტნიორულ ურთიერთობაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ რაიმე ერთი სახის და საყოველთაო "რეცეპტი" ამა თუ იმ წყვილის ურთიერთობაში პრობლემების აღსაკვეთად არ არსებობს ბუნებაში და მით უმეტეს, არც ასტროლოგიურად. ყველაფერი დამოკიდებულია მეუღლეების პირად ასტროლოგიურ რუკებზე და მათ ინდივიდუალურ თავსებადობაზე ამ მხრივ. ზოგს პარტნიორი ცხოვრებაში გარკვეულ "სასჯელად" ეძლევა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ, სწორედ მისი მეშვეობით მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზება, დაფიქრდეს შეცდომებზე და იმუშაოს, რათა ჩამოყალიბდეს უკეთეს პიროვნებად.

ადამიანები სხვადასხვაგვარები არიან, ბედიც ყველას განსხვავებული გააჩნია. ვიღაცამ შესაძლოა საყვარელი ადამიანის სახით უდიდესი სტიმული აღმოაჩინოს, სხვამ კი მხოლოდ ტკივილი და დამცირება. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, არც ერთი შეხვედრა არ არის შემთხვევითი ჩვენს ცხოვრებაში. შესაბამისად, ნებისმიერი გადაკვეთა მეორე ადამიანთან მუდმივად იძლევა რაღაც ახლის დაწყების შესაძლებლობას. იქნებ პატიების უნარი გაკლიათ ხასიათში? თქვენს ცხოვრებაში აუცილებლად მოვა პარტნიორი, რომელიც გაიძულებთ ზუსტად ამ თვისების დამუშავებას ხშირად გაუცნობიერებლად. ან იქნებ ზედმეტად ბევრ დროს უთმობთ საკუთარ თავს და კარიერას? მოვა აუცილებლად ისეთი, ვინც დაგაფიქრებთ, რომ ნებისმიერი რამ უნდა გაიყოს ამ ქვეყანაზე და თქვენი პარტნიორი გასწავლით რესურსის განაწილებას.

არავისთვის უცხო არ არის ის ფაქტი, რომ დაოჯახებულ წყვილებს შორის ზოგჯერ დგება ე.წ. "კრიზისული პერიოდები", რომლის დროსაც ზოგი ამჯობინებს საერთოდ განქორწინებას. ხოლო ზოგიერთები ცდილობენ მაინც ურთიერთობის გადარჩენას. ჩვენ ვერ მოგცემთ რჩევას თუ რომელი საქციელია გამართლებული ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ, როგორც თავში აღვნიშნეთ, ყველაფერი მეუღლეების ინდივიდუალური თავსებადობის ასტროლოგიურ კვლევას ეფუძნება. თუმცა, შეგვიძლია კონკრეტული კრიზისული პერიოდების დინამიკა შემოგთავაზოთ. ზუსტად ამ წლებში ხდება სიყვარულის გადამოწმება და ურთიერთობაში "ახალი ნოტების" აღება.

ყველაზე კრიტიკული ქორწინების პერიოდში არის შემდეგი წლები - ყოველი მეხუთე, ყოველი მეშვიდე, ყოველი მეცხრე. არსებობს ასევე ე.წ. "უკუფაზის პერიოდები", როცა რომელიმე მეუღლის ცხოვრებაში კარმული კვანძების თემა წამოიწევს წინ, ასეთი რამ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ხდება და ყველაზე კრიზისული მისი გადალახვა 26-29 წლებს შორის პერიოდშია ინდივიდისთვის. ზუსტად ამ ასაკში მყოფ მეუღლეებს უჩნდებათ პარტნიორის მიმართ გაუცხოების შეგრძნება, გარკვეული კრიტერიუმები, რომელსაც იგი არ აკმაყოფილებს (თუმცა ქორწინების მომენტში მათ არ ჰქონიათ პრეტენზია ამაზე ), ეს იმიტომ, რომ ხდება გადაფასება და საპირისპირო სქესის განსხვავებული აღქმა ადამიანში.

ასეთ დროს ძველი ურთიერთობები ან გაუძლებს არსებულ კრიზისს და ახალ ფაზაზე გადავა, სხვა სცენარით და ახლებურად გაგრძელდება, ან დაინგრევა და მის ადგილზე სულ სხვა ტიპის ურთიერთობა აღმოცენდება. ამიტომ ამ პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებას ნებისმიერი ინდივიდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თუკი თქვენ იმ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნებით, ვისაც სტაბილურად გააჩნია ფასეულობების მიმართ ერთგულების ჩვევა, სავსებით შესაძლებელია, არსებული წლები და კრიზისი პირად ურთიერთობაში ღირსეულად გააადგოროთ, ისე რომ მეუღლესთან ძველებურად მჭიდრო კავშირი შეინარჩუნოთ. თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც მოგიწევთ რიგი საკითხების გადახარშვა და ახლებურად გააზრება. იმიტომ რომ, კარმულ წლებში უახლოესი 9 წლის საფუძველი შენდება. შესაბამისად, თუ ისე მოხდა, რომ ზუსტად ამ ასაკს დაემთხვა თქვენი კრიზისი მეუღლესთან დაფიქრდით, არა იმაზე, რომ უმჯობესია განქორწინება არამედ იმაზე, თუ როგორი გინდათ რომ იყოს სამომავოდ თქვენი ქორწინება? ზუსტად ეს პერიოდი მოგცემთ საშუალებას მყარი და რაც მთავარია, ხანგრძლივი საფუძველი დაუდოთ მეუღლესთან ახალი და სუფთა ფურცლით დაწყებული ურთიერთობის სტარტს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent