შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როდის კარგავს მამაკაცი ქალის მიმართ ინტერესს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით


28-08-2015, 00:03
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 4 389

მამაკაცები ბუნებით მონადირე ინდივიდები არიან, ამის შესახებ ნებისმიერმა ქალმა იცის... ოღონდ იცის მხოლოდ თეორიულად. პრაქტიკაში კი ხშირად ბევრ სუსტი სქესის წარმომადგენელს სჯერა, რომ მისი რჩეული არასოდეს დაკარგავს ინტერესს ამ უკანასკნელის მიმართ. არა, თქმა არ უნდა, ერთგული და მონოგამიური კაცებიც არსებობენ, თუმცა მათ სიყვარულსაც სჭირდება მოვლა და ახალ-ახალი ემოციებით გამოკვება. ამიტომ თუ ისე მოხდა, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი "სიმპტომები" შეამჩნიეთ თქვენს ძვირფასს, სასწრაფოდ დაიწყეთ რეაგირება!


ასე მაგალითად - ცეცხლის სტიქიის მამრებს: ვერძებს, ლომებსა და მშვილდოსნებს ინტერესის დაკარგვას იმით შეატყობთ, რომ მათი მხრიდან თქვენი "დევნის" და ყველა ფეხის ნაბიჯის კონტროლის მანია შესუსტდება. თუკი საყვარელი მამაკაცი აღარ გირეკავთ წამში ათასჯერ და არ ინტერესდება სად ხართ, რას აკეთებთ და ვისთან ერთად, იცოდეთ, ის თქვენ მიმართ გაცივდა და დიდი ალბათობით, სხვა უფრო საინტერესო ობიექტი აღმოაჩინა.

მიწის სტიქიის ნიშნები ცოტა სხვანაირად გამოხატავენ გულის აცრუებას. კურო, ქალწული და თხის რქა ცეცხლის სტიქიის თანამოძმეებივით არ მოიქცევიან. მათ უყვართ ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა ამიტომ თუკი იგი ხანგრძლივად და ავბედითად დუმს, ყველაფერი ამის შემდეგ კი სერიოზულ საკითხებზე სასაუბროდ გეპატიჟებათ იცოდეთ - თქვენი ერთად ყოფნა ეჭვის ქვეშ დგება.

რაც შეეხება წყლის სტიქიის ნიშნებს - მორიელს, კირჩხიბს და თევზებს. მათ შესაძლოა გრძნობა გაუქრეთ, მაგრამ მესაკუთრული ინსტინქტები ძნელად გაუქრებათ თქვენთან მიმართებაში. ამიტომ ხანგრძლივად არ დაარქმევენ ისინი თქვენს შორის არსებულ კავშირს სახელს და გაგიჭირდებათ მათგან რაიმეს გარკვევა. თუმცა, სიმპტომები იმისა, რომ ასეთი კაცი თქვენ მიმართ გაცივდა არის მისი უმიზეზო აგრესია და ეჭვიანობა.

დაბოლოს, ჰაერის ნიშნები - ტყუპი, მერწყულები და სასწორები ცოტა არაორდინალურად ამჟღავნებენ ურთიერთობაში გაცივებას. მათ შეუძლიათ რაღაც პერიოდის მერე სულაც მობრუნება. ამიტომ ყოფილთან ყოველთვის იტოვებენ მეგობრულ კავშირებს და მიმოწერას. შესაბამისად, თუკი თქვენი რჩეული გთავაზობთ ურთიერთობის კომუნიკაციის დონეზე შენარჩუნებას, ეს იმას ნიშნავს, რომ მას მობეზრდით, თუმცა განიხილავს სამომავლოდ ისევ თქვენით დაინტერესებას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent