შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ღალატისკენ მიდრეკილი ადამიანები


5-09-2015, 13:43
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 12 044

ჩვენი საიტის მკითხველები ხშირად გვეკითხებიან ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის ერთგულების უნარის შესახებ. თუმცა, მარტოოდენ ზოდიაქოს მიხედვით, დამეთანხმებით, ძნელია ხელაღებით "ერთ ქვაბში მოვხარშოთ" ყველა, ვინც ამა თუ იმ ნიშნით დაიბადა. არსებობს პირადი რუკა და მისი დეტალების ანალიზი, რის ხარჯზეც უფრო მარტივი ხდება კონკრეტული ადამიანის შესახებ მსჯელობა და ვერდიქტიც მის არასტაბილურობაზე ზუსტად ამ წესით გამოაქვს ასტროლოგს. თუმცა, ზოგადი მსჯელობის კუთხით, მაინც არსებობენ ე.წ. "შავ სიაში" შესატანი ნიშნები, რომელთაც თუ ღალატისკენ არა, ცვალებადობისკენ და სიახლეების სიყვარულისკენ გააჩნიათ დიდი მიდრეკილება, რაც თავისთავად ხდება ზოგჯერ ღალატის მიზეზიც.

ტყუპი - მერკურით მართული ნიშანია, მომატებული ტვინის აქტივობითა და სიახლეებისადმი დაუოკებელი სიყვარულით. ტყუპი იშვიათად ღალატობს ფიზიკურად, ამიტომ ფლირტის დონეზე მისი "ცელქობა" ასე თუ ისე ასატანია. თუკი თქვენ ამ ადამიანს მენტალურად კარგად ეწყობით და მუდმივად გაქვთ მასთან "საჭორაო" ან საკინკლაო თემა, ჩათვალეთ, რომ არასოდეს გიღალატებთ არც ფიზიკურად, არც სულიერად.

მშვილდოსანი - იდეალისტი და თავისუფლებისმოყვარული ნიშანია. ვერ იტანს აკრძალვებს და შეზღუდვებს. უყვარს ტრაბახი და თავის ქება, თუმცა დანაპირების შესრულება ხანდახან ავიწყდება და მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზე ერთობ მტკივნეულად რეაგირებს. მშვილდოსანი ხშირად განიცდის იმედის გაცრუებას საყვარელ ადამიანში, იმიტომ რომ დაუფიქრებლად და ერთი ნახვით უყვარდება. მას ახასიათებს პარტნიორის ზედმეტი იდეალიზაცია. თუკი თქვენ ნაკლებად შეუზღუდავთ თავისუფლებას მშვილდოსანს და მის ფლირტს გვერდზე მსუბუქი იუმორით მიუდგებით, ის არასოდეს გაგცვლით სერიოზულად სხვაზე.

მერწყული - არაპროგნოზირებადი და ხშირად ბევრისთვის რთულად გასაგები ხალხია. მერწყულს არ უყვარს ახსნა-განმარტებების მიცემა ვისნმესთვის რას, რატომ ან რა მიზეზით აკეთებს. ამის გამო კი მას ხშირად ორპირობასა და მატყუარობაში ადანაშაულებენ. სიყვარულში მერწყული არასაიმედოა. მას ძნელად უყვარდება ვინმე, თანაც მეგობრობა და სიყვარული ხშირად ერთმანეთში ერევა. ამიტომ სავსებით შესაძლებელია, საყვარელი ადამიანი ერთ დღეს მეგობრად აღიქვას ან პირიქით. თუკი მერწყულის ერთგულების შენარჩუნება გინდათ, იყავით პირველ რიგში მისი კარგი მეგობარი და თანამოაზრე. ასე იგი დიდი ხნით გაჩერდება თქვენთან.



№1  offline წევრი maridb

მოღალატეებო გამოდით ვინ ხართ:D
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

maridb
მოღალატეებო გამოდით ვინ ხართ:D

მე არ ვარ :დ

 


№3  offline მოდერი ანკა

უჰჰ, დავმშვიდდი... მოღალატე არ ვყოფილვარ wink wink wink
ჩასაყლაპი გოგო ხაარ!!! love love love

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

ანკა
უჰჰ, დავმშვიდდი... მოღალატე არ ვყოფილვარ wink wink wink
ჩასაყლაპი გოგო ხაარ!!! love love love

არც მე ვარ მოღალატე :დ

მადლობ და გილოცავ გადარჩენას.. love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent