შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოდიაქოს ნიშნების შეთავსება – კირჩხიბი


11-09-2015, 22:44
ავტორი 4Love.Ge
ნანახია 17 186

კირჩხიბი და ვერძი

ზოდიაქოს ნიშნების შეთავსება – კირჩხიბი


კირჩხიბი ალბათ ძალიან ხშირად იბუტება, ვერძი კი ვერაფრით იგებს რატომ. ვინ არის მართალი? ორივე მართალია. საქმე ისაა, რომ ძალიან განსხვავებული ტიპაჟები არიან, ძალიან სხვადასხვანაირად გამოხატავენ სიყვარულს, ერთგულებას, ერთმანეთზე ზრუნვას. კიბო ფიქრობს რომ თუკი მთელი დღე იტრიალებს სამზარეულოში და უგემრიელეს სადილს დაახვედრებს მეუღლეს სანთლის შუქზე, ვერძით სიხარულით მთელი ცხოვრება მადლიერი იქნება, ამ დროს კი ვერძმა შეიძლება სულ ვერ მოიცალოს, ან მოირბინოს, სულ ვერ შენიშნოს სანთლები, წაილუკმოს და გაიქცეს. მოკლედ, კირჩხიბს შეიძლება ეჩვენებოდეს რომ ვერძი არ უფასებს სიყვარულს, ვერძს კი ამაზე ნერვები ეშლებოდეს. კარგი იქნება თუ ვერძი ცოტათი მაინც ისწავლის კიბოსგან ემოციურ დონეზე მხარდაჭერას და კირჩხიბი კიდევ ვერძისგან ცოტათი დამოუკიდებლობას და რაღაცეების მარტო კეთებას. მოკლედ, მათ ძალიან უნდა მოინდომონ და გაიაზრონ რომ ძალიან სხვადასხვანაირები არიან, გაუგონ ერთმანეთს, ისწავლონ ერთმანეთი და ბედნიერ თანაცხოვრებასაც შესძლებენ.

კირჩხიბი და კურო

ზოდიაქოს ნიშნების შეთავსება – კირჩხიბი


ორი ოჯახის მუჭუჭი ერთად… ორი მზრუნველი, თბილი, ფრთხილი, რბილი და რომანტიული ადამიანი – მშვენიერია. ალბათ თქვენი მეგობრები თქვენს ოჯახში მოსვლაზე გიჟდებიან, მუდამ მშვიდი ატმოსფერო და გემრიელი საჭმელები ხვდებათ. შვილების აღზრდაშიც ორივე ერთნაირად ჩართულები იქნებით. კირჩხიბს ყველაზე მეტად ემოციური უსაფრთხოება სჭირდება, ადამიანი ვისაც დაეყრდნობა, ვისი იმედიც შეიძლება ჰქონდეს და სტაბილური და ალერსიანი კურო მისთვის პირდაპირ მისწრებაა. კირჩხიბი მის გვერდით მშვიდდება, კურო კირჩხიბის კატაბალახაა. კირჩხიბი კიდევ კუროს გულის ვარდი, იგი თავის მხრივ კი მაქსიმალურ კომფორტს უქმნის პარტნიორს, ზრუნავს მასზე და ცდილობს ცხოვრება გაულამაზოს, რასაც ასე ძალიან აფასებს კურო. სადმე ქალაქის მტვრისგან და ხმაურისგან შორს ბუნების წიაღში თქვენს საკუთარ მინი-სამოთხეს შექმნით და მშვიდად და წყნარად იცხოვრებთ სიბერემდე.

ორი ოჯახის მუჭუჭი ერთად… ორი მზრუნველი, თბილი, ფრთხილი, რბილი და რომანტიული ადამიანი – მშვენიერია. ალბათ თქვენი მეგობრები თქვენს ოჯახში მოსვლაზე გიჟდებიან, მუდამ მშვიდი ატმოსფერო და გემრიელი საჭმელები ხვდებათ. შვილების აღზრდაშიც ორივე ერთნაირად ჩართულები იქნებით. კირჩხიბს ყველაზე მეტად ემოციური უსაფრთხოება სჭირდება, ადამიანი ვისაც დაეყრდნობა, ვისი იმედიც შეიძლება ჰქონდეს და სტაბილური და ალერსიანი კურო მისთვის პირდაპირ მისწრებაა. კირჩხიბი მის გვერდით მშვიდდება, კურო კირჩხიბის კატაბალახაა. კირჩხიბი კიდევ კუროს გულის ვარდი, იგი თავის მხრივ კი მაქსიმალურ კომფორტს უქმნის პარტნიორს, ზრუნავს მასზე და ცდილობს ცხოვრება გაულამაზოს, რასაც ასე ძალიან აფასებს კურო. სადმე ქალაქის მტვრისგან და ხმაურისგან შორს ბუნების წიაღში თქვენს საკუთარ მინი-სამოთხეს შექმნით და მშვიდად და წყნარად იცხოვრებთ სიბერემდე.

ორი ოჯახის მუჭუჭი ერთად… ორი მზრუნველი, თბილი, ფრთხილი, რბილი და რომანტიული ადამიანი – მშვენიერია. ალბათ თქვენი მეგობრები თქვენს ოჯახში მოსვლაზე გიჟდებიან, მუდამ მშვიდი ატმოსფერო და გემრიელი საჭმელები ხვდებათ. შვილების აღზრდაშიც ორივე ერთნაირად ჩართულები იქნებით. კირჩხიბს ყველაზე მეტად ემოციური უსაფრთხოება სჭირდება, ადამიანი ვისაც დაეყრდნობა, ვისი იმედიც შეიძლება ჰქონდეს და სტაბილური და ალერსიანი კურო მისთვის პირდაპირ მისწრებაა. კირჩხიბი მის გვერდით მშვიდდება, კურო კირჩხიბის კატაბალახაა. კირჩხიბი კიდევ კუროს გულის ვარდი, იგი თავის მხრივ კი მაქსიმალურ კომფორტს უქმნის პარტნიორს, ზრუნავს მასზე და ცდილობს ცხოვრება გაულამაზოს, რასაც ასე ძალიან აფასებს კურო. სადმე ქალაქის მტვრისგან და ხმაურისგან შორს ბუნების წიაღში თქვენს საკუთარ მინი-სამოთხეს შექმნით და მშვიდად და წყნარად იცხოვრებთ სიბერემდე.

კირჩხიბი და ტყუპები

ზოდიაქოს ნიშნების შეთავსება – კირჩხიბი


დედიკო და შვილიკო! სქესს მნიშვნელობა არ აქვს… თუნდაც ბიჭი იყოს კირჩხიბი, იგი დედიკოს როლში იქნება. დედიკოს, რომელსაც მისთვის ყოვლად გაუგებარი, მაგრამ მაინც სათაყვანებელი ბავშვი ,,შეეძინა” მაშინ, როცა თავადაც ჯერ კიდევ ბავშვი იყო. ამიტომაც არის როლში. სინამდვილეში ისიც პატარაა – ბუტია და მგრძნობიარე არსება, მაგრამ რადგან ბუნებით არის ტყუპებზე მეტად მზრუნველი, ფრთხილი, დაკვირვებული და ყურადღებიანი, მოუწია ამ ფუნქციის შეთავსება. ერთი მესაკუთრეა და თავის თავში ჩაკეტილი, შეიძლება ითქვას ძალიან არასოციალურიც კი (თუ ხასიათზე არ არის), მეორე თავისუფლების მოყვარული პეპელა, ყვავილიდან ყვავილზე გადაჯდომით რომ საზრდოობს და თუ ერთ ადგილზე გამოკეტე ფანჯრებს აწყდება. ერთს ყველაფერი სახლში მოაქვს, მეორეს ყველაფერი გარეთ გააქვს და იმ დღეს გაცნობილებთან ახურდავებს. კირჩხიბი იტანჯება იმაზე ფიქრით, რას ფიქრობს ტყუპები, ტყუპები კი ვერაფრით იგებს რა უნდა კირჩხიბს. ერთადერთი რაც მათ საერთო აქვთ, ცვალებადი ხასიათია – ორივეს ხშირად ეცვლება განწყობა და თუ ამ ცვალებადობის ბიორიტმი ერთმანეთს დაამთხვიეს, ხომ კარგი -ერთად იცინებენ, ერთად იტირებენ, ერთად იკინკლავებენ, მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდა, მაშინ პეპელა სახლიდან გაფრინდება, ჩვენი კიბო კი იჯდება სახლში და გულდათუთქული დაელოდება მის უკან დაბრუნებას. პეპელაც ბრუნდება, არც პატიების თხოვნა უჭირს, კიბო კი ,,უძღებ შვილს” გულში ჩაიკრავს და მის გარშემო ფუსფუსს დაიწყებს. ეს არის ყველაზე პარადოქსული წყვილი, რომელსაც ერთმანეთის არ ესმის, მაგრამ მაინც ძალიან უყვართ ერთმანეთი და ალბათ ისევ კირჩხიბის მაზოხისტური ბუნების ხარჯზე.

კირჩხიბი და კირჩხიბი

ზოდიაქოს ნიშნების შეთავსება – კირჩხიბი


როცა ორი ერთნაირი ხვდება ერთმანეთს, მოწყენილობის გამო თუ დაშორდებიან ერთმანეთს, თორემ ხომ წარმოგიდგენიათ რა კომფორტულია, როცა უსიტყვოდ გესმით ერთმანეთის? კირჩხიბების შემთხვევაში ასე არ ხდება. მათ არ ბეზრდებათ ის, რასაც ეჩვევიან. ორივეს მოსწონს როცა ზრუნავენ ერთმანეთზე, ორივეს ერთნაირი ინტერესები აქვს, ერთნაირი ცხოვრების ტემპი… ორივე ზუსტად იმდენ სივრცეს აძლევს და იმდენ ყურადღებას ერთმანეთს რამდენიც სჭირდება. ორივე ერთნაირად გრძნობს და ერთნაირად ფიქრობს, ორივეს ერთნაირად უნდა შვებულების და ცხოვრების გატარება. ეთადერთი, რამაც უარყოფითად შეიძლება იმოქმედოს მათ თანაცხოვრებაზე მათივე ბექგრაუნდია. კირჩხიბი ძალიან შთაბეჭდილებიანი ნიშანია და იზრდება ზუსტად ისეთი, როგორადაც ზრდიან. ისინი ყველა სხვა ნიშანზე მეტად ახდენს საკუთარ ფესვებთან თვითიდენტიფიკაციას. თუკი ეს ორი კირჩხიბი რადიკალურად განსხვავებული ბექგრაუნდის პატრონია, მაშინ ერთმანეთის გაგება შეიძლება გაუჭირდეთ, თუ არადა ჭირი იქა ლხინი აქა ქატო იქა ფქვილი აქა და იცხოვრებენ დიდხანს და ბედნიერად აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე.

კირჩხიბი და ლომი

ზოდიაქოს ნიშნების შეთავსება – კირჩხიბი


ძველი ქართული უკუღმართი ლექსისგან განსხვავებით ასტროლოგიურად მზე მამრობითი სქესისაა, მთვარე კი მდედრობითის. ლომს მზე მართავს, კირჩხიბს მთვარე და ეს ორი უკიდურესობის შერწყმაა. ქალური და მამაკაცური საწყისის. ეს მარტივი კავშირი არ არის, მაგრამ როგორც წესი ძალიან ნაყოფიერია. მათ ერთმანეთისგან ბევრი აქვთ სასწავლი – ლომს ამბიციების მოთოკვა, კირჩხიბს კი ცოტა მეტი გულახდილობა. მიუხედავად ამ განსხვავებებისა, მათ შეიძლება ძალიან კარგადაც იგრძნონ ერთად თავი: ლომს მოსწონს ყურადღება და ის, რომ მასზე ვიღაც ზრუნავს, კირჩხიბი კი ამას არ აკლებს, მაქსიმალურად მხარში უდგას მას. ლომიც ყველანაირად ცდილობს დაიცვას და უსაფრთხოდ ჰყავდეს თავისი გულისსწორი, რასაც კირჩხიბი ძალიან აფასებს. ასე, რომ თუკი კომპრომისზე წასვლას ისწავლიან და ერთმანეთის მიღებას ისეთების როგორებიც არიან, ძალიან ლამაზ მელოდრამას დაწერენ საკუთარი ცხოვრებისგან აქა იქ კომიკური და დრამატული სიუჟეტებით.

კირჩხიბი და ქალწული

ზოდიაქოს ნიშნების შეთავსება – კირჩხიბი


რა საინტერესოა, სად მიაგენით ერთმანეთს და რატომ გადაწყვიტეთ ერთად ყოფილიყავით.. ეს ალბათ პირად რუკაში რამე სხვა საინტერესო ასპექტების დამსახურება იქნება, თორემ კირჩხიბს და ქალწულს თითქმის არაფერი აქვთ საერთო. ქალწული ძალიან რაციონალური, პრაქტიკული ადამიანია, რომელსაც საკუთარი სქემის მიხედვით აქვს დალაგებული და მოწესრიგებული ცხოვრება და კირჩხიბისნაირ უსისტემო ადამიანებთან სულაც არ სურს ცხოვრების დაკავშირება, თუმცა კირჩხიბშიც არის რაღაც, რამაც შეიძლება მისი გული გაალღვოს. მათ ბევრი საერთოც აქვთ – ორივეს მოსწონს საყვარელ ადამიანზე ზრუნვა, ორივეს კარგი იუმორი აქვს და რაც მთვარია ორივე ძალიან პრაქტიკული არსებაა. მათ ოჯახში შეიძლება თვითმკვლელობის სურვილი გაგიჩნდეთ, მაგრამ გარანტიას გაძლევთ ვერაფრით მოახერხებთ, რადგან მუდამ მობილიზებული სამაშველო სამსახური და უახლესი მედიკამენტებით აღჭურვილი სასწრაფო დახმარება ოჯახშივე გეყოლებათ.

კირჩხიბი და სასწორი

ზოდიაქოს ნიშნების შეთავსება – კირჩხიბი


ეს ორი ძალიან განსხვავებული ნიშანია, მიუხედავად იმისა რომ ორივეს გამუდმებით ცხოვრებისეულ პარტნიორს დაეძებს, ამ პარტნიორისადმი მოთხოვნები და ზოგადად პარტნიორობის თემისადმი მათი დამოკიდებულება აბოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. კირჩხიბს ემოციური უსაფრთხოება სჭირდება, ადამიანი, ვისშიც დარწმუნებული იქნება, ადამიანი, ვინც მხოლოდ მისი იქნება, ვისთან ერთადაც საღამოობით გემრიელად ივახშმებს და მერე რამე საყვარელ ფილმს ჩაუჯდება საყურებლად, სასწორი კი ჰაერის ნიშანია, უფრო მეტად მენტალურ დონეზე გადის კავშირზე, ზოგადად ურთიერთობები მოსწონს და ხალხთან ყოფნა და მსოფლიო პრობლემატიკაზე მსჯელობა უფრო ხიბლავს, ვიდრე ოჯახური პრობლემების გადაჭრის გზების ძიება. ამიტომ მათი თანაცხოვრება მთლად იდილიური არ არის, თუმცა რადგან ორივე პარტნიორისთვის სიხარულის და ბედნიერების მინიჭებაზეა მოტივირებული, ხშირ შემთხვევაში მაინც ახერხებენ ლამაზი და დღეგრძელი ოჯახების შექმნას.

კირჩხიბი და მორიელი

ზოდიაქოს ნიშნების შეთავსება – კირჩხიბი


ეს ერთ-ერთი ისეთი წყვილია, ასტროლოგებს რომ მრავალმნიშვნელოვნად ეღიმებათ და ისე იძლევიან გარანტიას, სიტყვა ,,მაგრამს” არ აყოლებენ და ამას ორივე: კირჩხიბიც და მორიელიც ძალიან აფასებს. მათ შორის პირველივე შეხვედრიდან სუფევს ურთიერთგაგება, პირველივე შეხვედრაზე რაღაცნაირად, ახლობლად გრძნობენ ერთმანეთს და თუ პირად რუკებში რამე სერიოზული გაუგებრობა არ არის, მთელი ცხოვრება ასეთივე ახლობლებად რჩებიან. ორივე მესაკუთრეა და ორივეს მოსწონს ვიღაც რომ მის დასაკუთრებას ცდილობს. მართალია, ორივეს კარგი მეხსიერება აქვს და სიკეთესთან ერთად წყენასაც იმდენ ხანს იმახსოვრებენ, სანამ არ აზღვევინებენ ერთიმეორეს, მაგრამ ხომ იცით ყველაზე იღბლიანი ურთიერთობა რომელია? როცა სადისტი ხვდება მაზოხისტს. ეგ არის. მათ ერთმანეთის წამებაც მოსწონთ. თანაც ამ ამბების შემდეგ სექსს ხომ არაფერი შეედრება?

კირჩხიბი და მშვილდოსანი

ზოდიაქოს ნიშნების შეთავსება – კირჩხიბი


გულღია, მხიარულ და თავგადასავლების მოყვარულ შებერტყილ მშვილდოსანს ხიბლავს ყველაფერი ეგზოტიკური და ჩვენი ფრთხილი, თავის თავში ჩაკეტილი და მელანქოლიური კირჩხიბიც მისთვის ეგზოტიკაა, რომელმაც შეიძლება ძალიან მოხიბლოს, მაგრამ ტრაგედია ის არის, რომ კიდევ ბევრი რამ ხიბლავს ამ ქვეყანაზე და იმ ადგილის გარდა, რომელშიც კირჩხიბი ასე კომფორტულად გრძნობს თავს, კიდევ ბევრი რამე აქვს აღმოსაჩენი. გარდა ამისა, კირჩხიბს ძალიან მარტივად სწყინს ყველაფერი, მშვილდოსანი კიდევ ზედმეტად პირდაპირია დ აგაზვიადებაც უყვარს, ამიტომ შეიძლება ისე აწყენინოს რამე კიბორცხალას და თანაც ხშირად, თავად სულაც ა რ ჰქონდეს გამიზნული. ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მესაკუთრე კირჩხიბი ხშირად იტანჯება თავისუფლებისმოყვარე კენტავრის გვერდით, მაგრამ თუკი პირად რუკებს შორის სხვა პლანეტებს შორის ჰარმონიული ასპექტებია, მაშინ მშვენიერი წყვილი გამოვა, რომელთაც ძალიან ბევრი რამის სწავლება შეუძლიათ ერთმანეთისთვის.

კირჩხიბი და თხის რქა

ზოდიაქოს ნიშნების შეთავსება – კირჩხიბი


ამ წყვილზე სულ ეს ფილმი მახსენდება – ,,Blue Valentine” , ბიჭი კირჩხიბის პროტოტიპს ჰგავს – რომანტიკული და ძალიან თბილი, მეოჯახე, რომელსაც სულაც არ აინტერესებს არც სტატუსი, არც ის, რას ფიქრობენ სხვები, მშვენივრად მუშაობს ფიზიკურადაც, მთავარია, საყვარელი ადამიანები ჰყავდეს კარგად, მთავარია არ შიოდეს და ემოციურად უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს, აი, გოგონა კიდევ თავიდან კი აჰყვება, მაგრამ დროთა განმავლობაში გული უცრუვდება, რაღაც უფრო მეტს ითხოვს მამაკაცისგან, ვიდრე სიყვარულია. კიაცი ძალიან ცდილობს, მაგრამ რაც უფრო მეტად ცდილობს, უფრო მეტად კარგავს. არ მინდა გული გაგიტეხოთ, ყოველთვის ასე არ სრულდება. ორივე ისეთი ნიშანია ბოლომდე იბრძვის ურთიერთობის გადასარჩენად, მართალია ერთი სიყვარულის, მეორე კი სოციალური სტატუსის გამო, მაგრამ მაინც. ისინი ოპოზიციური ნიშნები არიან. ეს კი ნიშნავს რომ ისინი თან ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და თან ძალიან განსხვავდებიან. ეს ერთი მთლიანობის ორი ნაწილია და წყვილიც ძალიან კარგად ავსებს ერთმანეთს, თუკი მოახერხა და პატარ-პატარა სირთულეები, რაც ყველა ურთიერთობაში არსებობს, გადალახა.

კირჩხიბი და მერწყული

ზოდიაქოს ნიშნების შეთავსება – კირჩხიბი


რა საინტერესოა… მომიყევით რა თქვენზე… ალბათ რამდენი გექნებათ მოსაყოლი… ორი ყველაზე არაპროგნოზირებადი ნიშანი, რომელთაგანაც ყველაფერია მოსალოდნელი და რომელიც ისე ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც ცა და მიწა, უფრო სწორად ჰაერი და წყალი. კირჩხიბი ისე ეხუტება თავის სიყვარულს შეიძლება გაგუდოს, მერწყულს კი სივრცე სჭირდება და თავისუფლება, თუმცა მაინც შეიძლება დარჩეს მასთან რადგან მისგან ასე რადიკალურად განსხვავებული პროტოტიპით შეიძლება დაინტრიგდეს. მერწყული დიდად არ იხსნება ხოლმე ემოციურ დონეზე, გარკვეულ დისტანციას ინარჩუნებს ადამიანებთან, მაგრამ კიბორჩხალასთან შედარებით ისეთი გულღია და სოციალურია, თავადაც უკვირს. უკვირს კიბოს ამდენი ემოცია, ამდენი მოგონებაც. კირჩხიბი მერწყულისთვის დაკვირვების ობიექტია, საექპერიმენტო ბაჭია, მერწყული კირჩხიბისთვის კი – გამოცდა, რომელიც უნდა ჩააბაროს. თუკი ეს უკანასკნელი მოახერხებს ნაკლებად მოუჭიროს თათები კირჩხიბს და თავისუფლად სუნთქვის საშუალება მისცეს მას, მერწყული კი თავის მხრივ ცოტა უფრო მეტად ყურადღებიანი და თბილი გახდება და ამ ყველაფერს სინასტრიაში სხვა ასპექტებიც შეუწყობენ ხელს, აქედან ისეთი წყვილი შეიძლება გამოვიდეს, რომელზეც წიგნებს წერენ ხოლმე.

კირჩხიბი და თევზები

ზოდიაქოს ნიშნების შეთავსება – კირჩხიბი


ორი მგრძნობიარე, ადვილად მოწყვლადი, ბუტია და ცვალებადი არსება ერთად ძალიან კარგად გრძნობს თავს და უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის პიროვნულ დონეზე, დანარჩენს კიდევ უკვე სხვა პლანეტების განლაგება წყვეტს მათ ასტროლოგიურ რუკებზე. რა თქმა უნდა, მათ ურთიერთობაშიც იქნება პრობლემები – მაგალითად, სტაბილურობის გარანტიას ვერცერთი იძლევა, განსხვავებული დამოკიდებულებები აქვთ ფულთან მიმართებაშიც, განსხვავებული აქვთ ცხოვრების ფილოსოფიაც. ჩვენი რომანტიული და ბავშვშვური კიბორჩხალა თევზებთან შედარებით ძალიან პრაგმატული და მიწაზე მყარად მდგომი ჩანს. იგი ყაირათიანია და ვერაფრით იგებს როგორ შეიძლება ოჯახის წევრზე მეტი დაახარჯო ქუჩის კუთხეში მდგომ მაწანწალას. გარდა ამისა, თევზებს თავადაც უყვართ წანწალი და თავგადასავლები, მაშინ როცა კიბოს სახლში მშვიდად და მყუდროდ მოკალათება ურჩევნიათ. ორივე ბუტიაა და ორივეს ადვილად სწყინს, მაგრამ როცა უყვართ ორივე მზად არის ნებისმიერი რამ აპატიოს მეორეს და ამ შესანიშნავი ნიჭის წყალობით ისინი ახერხებენ დიდხანს და ბედნიერად იცხოვრონ იმ უზარმაზარ აკვარიუმში ეს სამყარო რომ ქვია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent