შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ახლობლები მიდიან, მაგრამ სიყვარული არ ქრება..."


12-09-2015, 21:57
ავტორი 4Love.Ge
ნანახია 2 363

ბებიამ ეს წერილი ჯერ კიდევ არდაბადებული შვილიშვილისთვის დაწერა.

– ძვირფასო, მე შემეძლო ეს წერილი დედაშენისთვის დამეწერა, მეოთხედი საუკუნის წინ… მაგრამ მაშინ 25 წლის ვიყავი და საარსებო საკითხებზე ვდარდობდი: რითი გამომეკვება ჩემთვის ძვირფასი ადამიანები, როგორ მომესწრო სწავლა და ბავშვის აღზრდა ერთად. ბაბუაშენი მუშაობდა ღამის ცვლაში და არ შეეძლო დამხმარებოდა, როდესაც დედაშენი ტიროდა. ახლა მე 50 წლის ვარ და დამიგროვდა მცირეოდენი გამოცდილება, რომელიც ძალიან მინდა გაგიზიარო. მე არ ვამბობ, რომ ცხოვრების ყველა დეტალი ვიცი და მესმის, უბრალოდ მე შენი ბებია ვარ და შენი ბედნიერება მინდა.

ნუ შეგეშინდება დაცემის
ისეირნე ველოსიპედით, როლიკებით, ციგურებით და არ შეგეშინდეს დაცემის. მტკივნეული იქნება, მაგრამ ამის დამსახურებით ისწავლი, რომ უნდა იყო სწრაფი და ადგე ისეთ დროს, სანამ ტირილი მოგინდება.

არ შეგეშინდეს საკუთარი აზრის გამოხატვის
შენ ვალდებული არ ხარ გაჩუმდე, თუ რაიმე არ მოგწონს და არ ეთანხმები მას. არ დამალო საკუთარი აზრი არც მეგობრობის და არც სიყვარულის გამო. თუ არ გისმენენ ან შენგან ითხოვენ ლოიალურობას, ჯანდაბაშიც წასულა ასეთი მეგობრობაც და სიყვარულიც.

არ შეგრცხვეს ბოდიშის მოხდის
მხოლოდ ძლიერ გოგოებს შეუძლიათ ბოდიშის მოხდა და საკუთარი შეცდომის გააზრება, მე კი ძალიან მინდა, რომ სწორედ ასეთი იყო. ძნელია თქვა “მაპატიე, მე არასწორი ვიყავი. როგორ შეიძლება გამოვასწორო შეცდომა?” მაგრამ ეს უნდა ისწავლო, ამის შემდეგ კი ვერავინ დაგამარცხებს.

ნუ შეგეშინდება, როდესაც ცუდ ნიშანს მიიღებ
ორიანი – ეს არც ისე ცუდია, რადგან მისი საშუალებით საკუთარი სუსტი წერტილების დადგენას შეძლებ. გაიგებ, თუ რა საკითზე უნდა იმუშაო. დაბალი ქულა იმას კი არ ნიშნავს, რომ შტერი ხარ, არამედ გიქმნის მოტივაციას – გახდე უკეთესი.

არ შეგეშინდეს თუ არ ხარ პოპულარული
სანამ პოპულარულები წვეულებებზე ივლიან, გაატარებენ დროს სხვადასხვა ბარებში და იქნებიან ინტერნეტში ჩაფლულები მთელი დღეების განმავლობაში, რათა განათავსონ საკუთარი ფოტოები, შენ ამ პერიოდში მათზე ბევრად წინ წახვალ, ისწავლი სიმღერას, მიიღებ კარგ განათლებას და ა.შ.

18 წლის ასაკში შენთვის ნაცნობი “პოპულარული” ხალხი ისევ კომპიუტერთან იჯდება, შენ კი ამ დროს დაიწყებ მსოფლიოს დაპყრობას!

არ შეგეშინდეს თუ იქნები უცნაური!
ბებიაშენს არ ცხვენია!

ნუ შეგეშინდება სიყვარულის
ადრე თუ გვიან სიყვარული შენთან მოვა და გაგიხარდეს, რადგან მიხვდები, რომ გაიზარდე.

არ შეგეშინდეს პირველი კოცნის

დაუჯერე ბებიას, რომ ეს საოცარია! არ შეგეშინდეს, ყველა ქალმა შესანიშნავი კოცნა იცის, ეს ჩვენ სისხლში გვაქვს.

არ შეგეშინდეს გათხოვების, ან პირიქით, გაუთხოვრობის
როდესაც გაიზრდები, არავის საქმე არ იქნება, ხელზე გეკეთება ოქროს ბეჭედი თუ არა, მაგრამ თუ შენ აირჩევ ოჯახურ ცხოვრებას – ეცადე, რომ შეხვდე “შენს” ადამიანს, შემდეგ კი ყველაფერი თავისით გამოვა. მის მიერ ყველგან დაყრილი წინდებიც კი ვერ გაგაღიზიანებს.

არ შეგეშინდეს მშობიარობის.
არ მოგატყუებ, ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ეს ყველაზე მშვენიერია, რაც კი ქალის ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს.

არ შეგეშინდეს გაყრის
ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. მთავარია საკუთარ თავში არ ჩაიკეტო და სასოწარკვეთას არ მიეცე. გაყრა, ცხოვრების დასასრული არ არის.

არ შეგეშინდეს მარტოობის
ხანდახან მარტოობა სასარგებლოა. მისით დატკბობაც კი შეიძლება. დიდხანს კი არ გაგიგრძელდება – მე ჩვენს ოჯახს კარგად ვიცნობ.

არ შეგეშინდეს ტირილის
ტირილი – ეს ძლიერების არჩევანია. მე ძლიერი ვარ და ვაკეთებ იმას, რაც მინდა. როდესაც მინდა ვიცინი, როდესაც მინდა ვტირი და თუ მსურს მთელს ბინაში წინდებსაც ვყრი.

არ შეგეშინდეს ახლიდან ცდის
არ იფიქრო ასაკზე და ხალხის აზრზე. ცხოვრებისგან მიიღე საუკეთესო, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად უჭკუოა შენი სურვილი.

არ შეგეშინდეს სიბერის
ასაკში უფრო მეტად დაიწყებ ცხოვრების დაფასებას და ახლობლების შეყვარებას. შემდეგ კი შესაძლოა შენც დაუწერო საკუთარ შვილიშვილს წერილი.

არ შეგეშინდეს ახლობლების დაკარგვის
მე დიდხანს ვფიქრობდი, ღირდა თუ არა ამის დაწერა, მაგრამ დაკარგვა გარდაუვალია. ახლობლები მიდიან, მაგრამ სიყვარული არ ქრება…

მე შენ მიყვარხარ, შენი ბებია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent