შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

18 "უნდა", რომელიც წარმატებისკენ მიგიყვანთ


14-09-2015, 00:02
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 346

მარკეტოლოგმა და ბიზნესმენმა დენ ვალდშმიტმა წარმატებისკენ მიმავალი რთული ვალდებულებების სია შეადგინა. თუმცა, ფსიქოლოგების რჩევით, უმჯობესია, "უნდა" სიტყვით "მსურს" ჩაანაცვლოთ. მაშ ასე, ჩამონათვალი, რომელიც წარმატების მიღწევაში შეგიწყობთ ხელს.

1. განახორციელეთ ზარი, რომლის გამოც ნერვიულობთ და განიცდით.

2. უნდა გაიღვიძოთ იმაზე ადრე, ვიდრე ახლა დგებით.

3. უნდა გასცეთ მეტი, ვიდრე იღებთ.

4. უნდა იზრუნოთ ახლობლებზე იმაზე მეტად, ვიდრე ისინი ზრუნავენ თქვენზე.

5. უნდა იყოთ ლიდერი და მაგალითის მიმცემი გარშემო მყოფებისთვის.

6. უნდა იბრძოლოთ, სანამ სისხლის უკანასკნელი წვეთი შეგრჩენიათ.

7. უნდა გარისკოთ, რათა დალიოთ შამპანური.

8. უნდა დაიხარჯოთ იმაზე მეტად, ვიდრე სხვები იხარჯებიან.

9. უნდა ეძებოთ პასუხები თქვენთვის საჭირო კითხვებზე.

10. უნდა აკეთოთ საქმე, რომელიც პირველ, მეორე ჯერზე არ გამოგივიდათ.

11. უნდა ეძებოთ გამოსავალი და არა გასამართლებელი საბუთი.

12. უნდა დაუგდოთ ყური გარშემო მყოფების აზრს, რჩევებს, მაგრამ ისინი საკუთარივით უნდა განახორციელოთ.

13. უნდა დაუშვათ შეცდომები, რათა მერე ამ შეცდომებმა ჭკუა გასწავლონ.

14. უნდა ჩაეტიოთ დროში, ვადაში და ნაკისრი ვალდებულება საუკეთესოდ შეასრულოთ.

15. უნდა ირბინოთ,

იმ შემთხვევაშიც კი, თუ გრძნობთ, რომ დაიღალეთ, ძალა გამოგეცალათ.

16. უნდა იყოთ კეთილი იმ ადამიანების მიმართაც კი, ვინც თქვენ მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი.

17. უნდა იყოთ პასუხისმგებელი გაფუჭებულ საქმეებზეც კი და უნდა ეცადეოთ, მის სწრაფ გამოსწორებას.

18. უნდა იბრძოლოთ დასახული მიზნის მისაღწევად. არა აქვს მნიშველობა რა სირთულისა და სიხშირის ბარიერები შეგხვდებათ გზაში.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent