3 მიზეზი იმისა თუ რატომ უნდა გადაუხადო მოღალატეს გულწრფელი მადლობა
გგონია, რომ ამ ტკივილს ვერ გაუძლებ... ფიქრობ, რომ ღალატის შემდეგ ადამიანს სიცოცხლე აღარ უნდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს ასე არ არის! ვინც ღალატი გადაიტანა, უკვე იცის: ყველაფერი უკეთესობისკენ ხდება. ეს ახალი ცხოვრებისეული გამოცდილებაა, რომლიდანაც ბევრი ფასეული გაკვეთილის მიღებაა შესაძლებელი! გაკვეთილი ნომერი პირველი – ნდობა უნდა დაიმსახურო. არ ღირს ყველა ადამიანის ბრმად ნდობა – ამით, შესაძლოა, ისარგებლონ და გული გატკინონ. მეორე გაკვეთილი: პარტნიორის ღალატი – მიზეზია, შეიცვალო თავად, გახდე ძლიერი და ბევრად ჭკვიანი. ღალატს ხშირ შემთხვევაში მძიმე შედეგები მოაქვს. თუკი პარტნიორი ამაზე წავიდა, შესაძლოა, ეს იმას ნიშნავდეს, რომ შენ მისთვის აღარ ხარ ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ადრე. გეთანხმებით, ამ ფაქტის მიღება ძალიან ძნელია, მაგრამ თუ დაფიქრდები, მიხვდები, რომ საშინელი ბოლო ჯობია, ვიდრე დაუსრულებელი საშინელება. პარტნიორის ღალატი გაძლევს შანსს, იპოვო ის, ვინც ნამდვილად დაგაფასებს და საქმით დაგიმტკიცებს სიყვარულს და არა სიტყვებით. ღალატი – ურთიერთობის დასრულების შანსია. ხანდახან ისეც ხდება, რომ ადამიანები ერთად გაუგებარი მიზეზების გამო ცხოვრობენ – ერთად ყოფნა აუტანელია, ურთიერთობის დასრულება - ძნელი. პარტნიორის ღალატში მხილებით კი შესაძლებელი იქნება იმ კავშირის საბოლოოდ გაწყვეტა. ყველაზე მნიშვნელოვანი კავშირი – საკუთარ თავთან კავშირია. ღალატი გვასწავლის იმას, რომ პირველ რიგში, საკუთარი თავი გვიყვარდეს, შემდეგ კი დანარჩენები. ყველაზე დიდი გულისტკენა საყვარელ ადამიანს შეუძლია მოგიტანოს. თუკი ამას კარგად გაითავისებ, საკუთარ თავში მეტად დარწმუნებული, დამოუკიდებელი, ბედნიერი და თვითკმაყოფილი გახდები და მაშინ პარტნიორადაც ძლიერს, საკუთარ თავში დარწმუნებულ ადამიანს აირჩევ და არა ისეთს, რომელიც თვითდამკვიდრებისთვის გღალატობდა. დაბოლოს, ღალატის გადატანის შემდეგ ყველანაირ უსიამოვნებას, სტრესსა და ტკივილს გაუძლებ. ამის შემდეგ შენ რკინის ადამიანი ხარ! ეს კი არ არის იაფფასიანი საჩუქარი ბედისგან. ასე რომ, თუკი გიღალატეს, ნუ ჩათვლი, რომ ყველაფერი დამთავრდა, ყველაფერი სწორედ ახლა იწყება! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.