შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ დავშორდეთ ზოდიაქოს ნიშნებს(რჩევები ქალებს და კაცებს)


11-10-2015, 16:32
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 6 374

ვერძი
რჩევები ქალებისთვის: ვერძი აგრესიული, დომინანტი და საშინლად ეჭვიანია. გაუჩინეთ მას ისეთი გრძნობა, რომ ვერძს არ შეუძლია თქვენი კონტროლი, ცხოვრობთ ისე, როგორც გინდათ და მისი რჩევები საერთოდაც არ გჭირდებათ. დაანახეთ, რომ ათობით თაყვანისმცემელი გყავთ და ის მათ შორის მეათე ადგილზეა. დაუნიშნეთ პაემანი და შემდეგ უთხარით, რომ უფრო მნიშნელოვანი საქმე გამოგიჩნდათ. და თუ გადარჩებით და ვერძი არ გცემთ ეჭვიანობის ნიადაგზე, ის თქვენ მიგატოვებთ, თან საკმაოდ სწრაფად.

რჩევები კაცისთვის: როგორ შეიძლება ქალივერძისგან განთავისუფლდეთ? ეს უმარტივესია! ყველა მისი გეგმა უნდა მიიღოთ უკმაყოფილო სახით, მერე თქვათ, რომ დღეს ვერ წაყვებით წვეულებაზე, რადგან გირჩევნიათ ლუდის დალევა და ფეხბურთის ყურება. ყოველთვის უნდა იწუწუნოთ ცხოვრების ამაოებაზე, სისულელეების გამო ნერვიულობდეთ და ტვინი ატკინოთ ვერძს ამაზე "ტირილით". თუ გინდათ, რომ მიგატოვოთ, არავითარ შემთხვევაში არ აგრძნობინოთ, რომ მამაცი ხართ! თუ ის გთხოვთ, რომ სურათი მიაჭედოთ კედელზე, დახვრიტეთ მთელი კედელი. დაე იცოდეს, როგორი "ოქროს ხელებით" გაქვთ. მოკლედ, მიახვედრეთ, რომ თქვენ ვერ იქნებით მისი საყრდენი და თავისუფლება თქვენს ხელში იქნება!

კურო
რჩევები ქალებს: კუროსთვის მტკივნეულია, როცა მის მამაკაცურობას აკრიტიკებენ. გააკრიტიკეთ ის ყველაფერში! თქვით, რომ მისი გამოყენება არაფერში შეიძლება და ყველაფრის კეთება თავად გიწევთ! რათა დააჩქაროთ განშორების პროცესი, გამოავლინეთ უგემოვნობა. იარეთ ძველი პულოვერით და ბებიის მოქსოვილი ქუდებით, გახდით აბსოლიტურად არასექსუალური და სექსზე საუბრისას მიიღეთ ისეთი სახე, თითქოს ეს ესაა ტარაკანი მიირთვით. კურო დიდხანს ვერ გასტანს ასე და სხვასთან გაიქცევა.

რჩევები კაცებს:
იყავით უხეში, უგრძნობი! არ გამოვლინოთ ვნება! კურო ელოდება სტაბილურობას და კომფროტს თქვენგან! საღამოობით ითამაშეთ პოკერი ფულზე. კურო მაშინვე გაიქცევა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ხშირად წააგებთ.
ტყუპები
რჩევები ქალებს: ამ შემთხვევაში ყველაფერი ელემენტარულია! ტყუპებს ისედაც ყველაფერი ადვილად ბეზრდებათ. მუდმივად
იხიბლებიან ახალი ადამიანებით, ასე რომ შეიძლება რამდენიმე კვირაში ისედაც დაივიწყოს
შენი არსებობა. მაგრამ თუ შენ არ გინდა ლოდინი, მაშინ გადაიქეცი მბრძანებლად. ტყუპები
ამას ვერ აიტანენ და მაშინვე დაგშორდებიან.

რჩევები კაცებს: კომუნიკაბელურ ტყუპებს არ მოსწონთ ერთფეროვნება. იქეცი ზარმაც, არაკომუნიკაბელურ
და „ხნიერ“ არსებად. მოსთხოვე ტყუპ ქალს მთელი თავისი თავისუფალი დრო, უთხარით, რომ თქვენ ის ძალიან გიყვართ, ის კი, უმადური
დროს გაყვედრით. ასეთი პრეტენზიების მერე, დამიჯერეთ, არცერთი ტყუპი არ მოინდომებს
თქვენთან დარჩენას.

კირჩხიბი
რჩევები ქალებს: კირჩხიბთან დაკავშირებით
შესაძლოა პრობლემები შეგექმნათ. თუ კირჩხიბი შეყვარებულია, მისგან თავის დაღწევა ფაქტობრივად
შეუძლებელია. იყავით დომინანტი, ყველაფერი
მის მაგივრად დაგეგმეთ, არ მიიღოთ მხედველობაში მისი რჩევები, გააკრიტიკეთ ნებისმიერი
რამისთვის. კირჩხიბისთვის მთავარი სახლი და ოჯახია, ამიტომ მოიქეცით ისე, რომ არ ასოცირდებოდეთ
ამ უმთავრეს სიწმინდესთან. მოიყვანეთ სახლში გაურკვეველი ტიპის ადამიანები და მათ მეგობრები
უწოდეთ. ამ ყველაფრის შემდეგ, კირჩხიბიც კი გატყდება და თავს გაგანებებთ.

რჩევები კაცებისთვის: კირჩხიბი ქალი საჭიროებს სითბოს და სიყვარულს. თუ მას ხელს ჰკარვთ
უეცრად, ის არ წავა თქვენი ცხოვრებიდან, შესაძლოა პირიქით, უფრო გახდეს თქვენზე დამოკიდებული.
გახდით დაკავებული და ნუ გამოავლენთ თბილ გრძნობებს მის მიმართ. გააკრიტიკეთ თქვენი
მეგობრები, რომლებიც დაოჯახებულები არიან. აფიქრებინეთ, რომ „ნამდვილი მამაკაცი“ არასდროს
მოიყვანს ცოლს და ვითარებას ისეთი სახე მიეცით, თითქოს ამაყობდეთ იმით, რომ მარტო აპირებთ
სიკვდილს. ასევე განაცხადეთ, რომ ბავშვები გაღიზიანებთ. ამ ყველაფრის მერე კირჩხიბი
უსიტყვოდ გაქრება თქვენი ცხოვრებიდან.
ლომი
რჩევები ქალებისთვის: იმისათვის რომ კაცმა ლომმა თავი დაგანებოთ, საკმარისია გახდეთ უფრო ამაყი და ეგოისტური, ვიდრე თვითონაა. შეიტანეთ ეჭვი მის მეფურ ღირებულებებში და მოექეცით მას, როგორც მდაბიოს. მოუყევით თქვენს ყოფილ ბოიფრენდებზე დაწვრილებით, განიხილეთ დეტალებში და მიახვედრეთ, რომ ისინი ლომზე უკეთესები იყვნენ და სიამოვნებით განაახლებიდით მათთან ურთიერთობას. ლომი ვერ აიტანს დამცირებას და ხმამაღალი ღრიალით გაქრება ჯუნგლებში.

რჩევები კაცებს:
აგრძნობინეთ ამ ცისფერსისხლიან არსებას, რომ მისი ქმედებები მოსაწყენია და სულაც არ არის მოულოდნელი. მოულოდნელობა ხომ ამ მეფური ქალბატონისთვის ერთგვარი გვირგვინია! არ გაუკეთოთ კომპილმენტები. თუ გაუკეთებს საჩუქარს, აჩუქეთ ყოვლად უვარგისი და მდარე ხარისხის საგნები. თუ წაიყვანთ რესტორანში, წაიყვანეთ ყველაზე იაფიან და უგემოვნო ადგილას. ჩაიცვით უგემოვნოდ. ლომი ვერ აიტანს თუ მის გვერდით იქნება კაცი, რომლისაც შერცხვება! ამიტომ მალევე მიგატოვებთ.

ქალწული
რჩევები ქალებს: გამოიწვიოთ კაცი ქალწულის გაღიზიანება არც ისე რთულია. მოირგეთ ქერათმიანი გოგონას როლი. იყავით დაუკვირვებელი, უყურადღებო და აჩვენეთ უდაბლესი ინტელექტი. კაცი ქალწული უსიტყვოდ ჩამოგშორდებათ.

რჩევები კაცებს:
არ მოუაროთ საკუთარ თავს. გაიჩინეთ ცუდი ჩვევები, როგორიცაა ფრჩხილების კვნეტა, დაუბანელობა.. დააგვიანეთ შეხვედრებზე თუნდაც 3 წუთით და ბოდიშიც არ მოიხადოთ. მოუყევით ანეკდოტები გარყვნილ თემემზე და ხმაურიანად იცინეთ საზოგადოებაში. ამ ყველაფრის მერე, ქალწული ქალი ქუჩაში არც კი მოგესალმებათ.

სასწორი
რჩევები ქალებს: სასწორი შეიძლება წყობიდან გამოიყვანოს უნდობლობამ... ისესხეთ მისგან ფული და აღარ დაუბრუნოთ. გამოართვით მობილური და წაიკითხეთ მისი მესიჯები. დაიწყეთ ქექვა მის პირად ნივთებში. გააგებინეთ როგორი მძიმე ცხოვრებით ცხოვრობთ და იწუწუნეთ ამაზე.

რჩევები კაცებს:
გააკრიტიკე ქალი სასწორის ყველა ქმედება, უკლებლივ! უთხარით, რომ ის ცუდი დიასახლისია, არ იცის საჭმლის კეთება, რომ თქვენ ეჭვი გეპარებათ მის გონებრივ შესაძლებლობებში, რომ იუმორის გრძნობა საერთოდ არ აქვს. მოკლედ, სიცოცხლე გაუმწარეთ. ამ ყველაფრის შემდეგ, ვფიქრობ არა მხოლოდ სასწორი ქალი, არამედ ნებისმიერი ქალი წავა თქვენი ცხოვრებიდან.

მორიელი
რჩევები ქალებს: მორიელთან დაშორება ადვილი არ არის. თუ თქვენ დაიწყებთ სხვა მამაკაცებთან ფლლიტაობას, სავარაუდოთ მორიელი ოტელოს, ხოლო თქვენ დეზდემონას როლს მოირგებთ. ამიტომ, ამ საქმეში მთავარია მოთმინება და სიფრთხილე. ჩვენი უმთავრესი მიზანია - არ გამოვიყვანოთ მორიელი წყობიდან, არამედ ნელ-ნელა გავუქროთ ინტერესი ჩვენს მიმართ. ამიტომ იყავით დამყოლი, დაეთანხმეთ ყველაფერში, ითამაშეთ დამჯერე ფინიას როლი, რომელსაც მხოლოდ მოდა აინტერესებს და გარწმუნებთ, თქვენ მას მალე მობეზრდებით.

რჩევები კაცებს: თუ თქვენ გადაწყვიტეთ მიატოვოთ ღრიანკალი, პირდაპირ გეტყვით, მზად იყავით რომ ის გაგიღიმებთ და შემდეგ შეეცდება მოგწამლოთ. ამიტომ აქაც, როგორც კაცი მორიელების შემთხვევაში იყავით ფრთხილად. ილაპარაკეთ მხოლოდ საკუთარ თავზე და პლიუსებზე. იტრაბახეთ ნებისმიერი ქმედებით. გახდით მოუქნელი და არასექსუალური. ეს ყველაზე მეტად იმოქმედებს ქალ მორიელზე და გვერდით გაგწევთ.

მშვილდოსანი

რჩევები ქალებს: მშვილდოსანთან რომანი შეიძლება უცებ და უმტკივნეულოდ დაასრულოთ. უბრალოდ დასცინეთ, სერიოზულად არ მიიღოთ მისი გეგმები და იდეალები.

რჩევები კაცებს: ოპტიმისტი მშვილდოსანი ქალი, ვერ იტანს დეპრესიულ მამაკაცებს, რომლებსაც მუდმივი თანაგრძნობა სჭირდებათ. ამიტომ გახდით ასეთი! პარალელურად გააკრიტიკეთ მისი ოპტიმიზმი, სტილი, ჩაცმის მანერა, საყვარელი ფილმები, მეგობრები, მისი დამოკიდებულება მოგზაურობისადმი. მიახვედრეთ, რომ თქვენ აღიქვამთ მას, როგორც მეორე ნახევარს და სერიოზულად უყურებთ. შეშინებული მშვილდოსანი, რომელიც თავისუფლების დაკარგვას ვერ შეეგუება, უკანმოუხედავად გაიქცევა თქვენგან.
თხის რქა
რჩევები ქალებისთვის: იმედი უნდა გადაგიწუროთ. თუ თხის რქამ აგირჩიათ საყვარელ ქალად, ის ასე უბრალოდ არ დანებდება! ის მოითმენს თითქმის ყველაფერს! თუმცა მასაც აქვს სუსტი წერტილები. გახდით არასტაბილური... ხარჯეთ ძალიან ბევრი სისულელეებში, რომელსაც არც კი გამოიყენებთ. სახლში მიტანის შემდეგ, შეიძლება ხელიც არ ახლოთ. საყიდლებზე სიარულისას, აარჩიეთ ყველაზე ძვირადღირებული კაბა და როცა უკვე ჩეკს მოგცემენ, შემოიკარით თავზე ხელი და უცოდველი სახით განაცხადეთ, რომ საფულე სახლში "დაგრჩათ". საუბრის დროს, არ აცალოთ ხმის ამოღება. თუ გისაყვედურებთ, უთხარით რომ ის ჩვეულებრივი სნობია! ამას კი ვეღარ აიტანს და დაშორებას გთხოვთ.

რჩევები კაცებს: თხის რქა ქალს არ უყვარს თავისი ორდინალურობის გამოვლენა, მაგრამ მას ძალიან მდიდარი შინაგანი სამყარო აქვს. მიიღეთ ისეთი სახე, თითქოს თქვენ ამას ვერც კი ამჩნევთ. მიახვედრეთ, რომ თქვენ ისურვებდით, რომ თქვენს გვერდით ყოფილიყო აქტიური და მხიარული ქალი და არა დეპრესიული, საკუთარ თავში ჩაკეტილი არსება. გააკრიტიკეთ ყველაფერში და ეჩხუბეთ. არ გადაიხადოთ რესტორნებში მის მაგივრად, პირიქით, აიძულეთ, რომ თვითონ გადაიხადოს და დამიჯერეთ, თხის რქა მიხვდება, რომ უნდა წავიდეს. არ მოაწყობს სკანდალს, უბრალოდ ადგება და გაგეცლებათ.

მერწყული
რჩევები ქალებს: ყველაზე ადვილი გზა მერწყულთან დაშორებისა, არის ის, რომ დააკისროთ მას უამრავი მოვალეობა და უსაყვედუროთ მისი ვერ შესრულების გამო. თუ ის ეცდება იხუმროს, მიიღეთ სერიოზული სახე და შეხედეთ მას, როგორც ბავშვს. იმ დროს, როცა მერწყული უყურებს მეცნიერულ ფილმს, გადართეთ "პროფილზე" და ინტერესით მიაშტერდით ტელევიზორს. თუ ამ გამოცდასაც გაუძლო, მაშინ მოუწყვეთ ყველაზე მოსაწყენი საღამო! ის იმ დღესვე წაშლის თქვენს ნომერს მობილურიდან.

რჩევები კაცებს: მერწყული დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თავისუფლებას და პირად სივრცეს... მიუთითეთ, როდის რა ჩაიცვას, როგორ შეიკრას თმა, რა იფიქროს და თქვას, რა წაიკითხოს, რას უყუროს, როგორ დახარჯოს ფული.. და თქვენ თავისუფალი ხართ!

თევზები
რჩევები ქალებს: თევზებთან დაშორება მარტივია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არიან პარტნიორებზე დამოკიდებულები. მათ ფაქტობრივად არ შეუძლიათ თავისი გრძნობების დაცვა და სულაც არ არიან მიზანსწრაფულები. ამიტომ, თუ გადაწყვეტთ დაშორებას, არამგონია თევზმა იბრძოლოს.

რჩევები კაცებს: თევზები ქალის თავიდან მოშორებას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება, თუ გავითვალისწინებთ მის გენიალურ მგრძნობელობას. გახდით უკულტურო, უხეში და გარყვნილი ობიექტი. თუ მეგობრებთან ერთად ხართ, "დაივიწყეთ" მათი არსებობა. ოღონდ, ზედმეტიც არ მოგივიდეთ, თორემ შეიძლება თევზ ქალს გული გაუსკდეს.



№1  offline წევრი marisa

ვაიმე, ქერათმიანები ვიცი, გაუტოლდით რომელიმე, რა.. ჭკვიანები, სექსუალურები.. არ მიყვარს, ქერებს ასე რომ აკნინებენ, მიუხედავად იმისა, რომ ქერა არ ვარ, მაგრამ არც შავგვრემანი :D 3 წუთით დაგვიანებაზე არავის ვჭამ. და დაუბანელი რომელიმეს მოგწონთ? :დდდდ

ჩემს ლამაზუკა (ჯერჯერობით:D) ფრჩიხლებს მეც ვიკვნეტდი და დავამარცხე ეს შენი!

პ.ს. ტიპური ქალწული არ ვყოფილვარ და ყველაფერი არ დაემთხვევა ზოგადად, ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება, ძალიანაც ნუ გაღიზიანდებით ასეთებზე :D

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

marisa
ვაიმე, ქერათმიანები ვიცი, გაუტოლდით რომელიმე, რა.. ჭკვიანები, სექსუალურები.. არ მიყვარს, ქერებს ასე რომ აკნინებენ, მიუხედავად იმისა, რომ ქერა არ ვარ, მაგრამ არც შავგვრემანი :D 3 წუთით დაგვიანებაზე არავის ვჭამ. და დაუბანელი რომელიმეს მოგწონთ? :დდდდ

ჩემს ლამაზუკა (ჯერჯერობით:D) ფრჩიხლებს მეც ვიკვნეტდი და დავამარცხე ეს შენი!

პ.ს. ტიპური ქალწული არ ვყოფილვარ და ყველაფერი არ დაემთხვევა ზოგადად, ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება, ძალიანაც ნუ გაღიზიანდებით ასეთებზე :D

პირიქით,გასართობია და არა გასაღიზიანებელი ;დ

 


№3  offline ახალბედა მწერალი ერკე

და თუ გიყვარს, რატომ უნდა ეცადო დაშორებას? what არც იმდენად არ მბეზრდება ადამიანი, რომ ერთ კვირაში გადავიყვარო :დდ
ადამიანი შეიძლება მომბეზრდეს მაშინ, თუ ის უბრალოდ ჩემს დროებაში არ ჯდება. :დ უაზრო, უწიგნური, მხოლოდ გინებების ძახილით ქუჩაში ოცდაოთხი საათი რომ არის ;დ ნუ ასეთებს, პირიქით გავურბივარ ხოლმე :დ
თუმცა იმით გამოვირჩევი ალბათ სხვა ტყუპებისგან რომ ერთგულება მაინც შემიძლია :დდდ (თუ რა თქმა უნდა, აქეთ არ მომიშორეს :დდდ )
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№4  offline წევრი EmyLee

შესანიშნავია.. ბევრი რამ ემთხვევა <3
--------------------
Rain Of Native Girl

 


№5 სტუმარი Sallah

გამარჯობა, მე მქვია 'მუჰამედ სალაჰ'. მსურს მსოფლიოს გავუზიარო ჩემი გამოცდილება იმის შესახებ, თუ როგორ დავიბრუნე ჩემი სიყვარული და გადავარჩინე ქორწინება… მე 7 წლის ვიყავი გათხოვილი 2 ბავშვზე და ბედნიერად ვცხოვრობდით მანამ, სანამ ყველაფერი მახინჯი არ დაიწყო და ჩხუბები გვქონდა. და კამათი თითქმის ყოველ ჯერზე… გაუარესდა იმ მომენტში, როდესაც მან განქორწინება მოითხოვა… ყველანაირად ვცდილობდი, რომ იგი გადაიფიქრა და ჩემთან დარჩენილიყო, რადგან მე ის მთელი გულით მიყვარდა და მისი დაკარგვა არ მინდოდა უბრალოდ არ გამომივიდა… იგი სახლიდან გავიდა და მაინც განქორწინების მოთხოვნით მიმართა… მე ვევედრებოდი და ვცდილობდი ყველაფერს, მაგრამ მაინც არაფერი გამოუვიდა. წინსვლა მაშინ მოხდა, როდესაც ვიღაცამ გამაცნო ეს მშვენიერი, დიდი მართლწერის მახლობელი, რომელიც საბოლოოდ დამეხმარა… მე არასდროს ვყოფილვარ ასეთი რამების მოყვარული, მაგრამ უბრალოდ უნდოდა ვცადო, რადგან სასოწარკვეთილი ვიყავი და არჩევანის გარეშე დარჩა… მან განსაკუთრებული ლოცვები გააკეთა და გამოიყენა ფესვები და ბალახები 7 7 დღის განმავლობაში მან დამირეკა და ბოდიში მომიხდა იმ ემოციური ტრავმისთვის, რაც დამიჯდა, სახლში დაბრუნდა და ჩვენ ბედნიერად ვაგრძელებთ ცხოვრებას, ბავშვებიც ბედნიერები არიან და მესამე შვილს ველოდებით. მე გავეცანი მას უამრავ წყვილს, რომლებსაც პრობლემები აქვთ მთელ მსოფლიოში და მათ ჰქონდათ კარგი ამბები… უბრალოდ ვფიქრობდი, რომ ჩემი გამოცდილება უნდა გაეზიარებინა, რადგან მჯერა, რომ ვიღაცას ეს სჭირდება… შეგიძლიათ ელ.ფოსტით გაგზავნოთ იგი ([email protected]) ჯერ არ დანებდე, განსხვავება "ჩვეულებრივი" და "ექსტრა-ჩვეულებრივი" შორის არის "დამატებითი", ამიტომ დამატებითი ძალისხმევა სჭირდება თქვენი ქორწინების / ურთიერთობის გადასარჩენად.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent