შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

5 მიზეზი, რატომ უნდა გყავდეთ უახლოეს მეგობრად მორიელი


13-10-2015, 16:20
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 23 333

"შესაძლებელია, ეს ტენდენციურიად ჟღერს, მაგრამ მორიელი მართლაც ყველაზე გამორჩეული ზოდიაქოს ნიშანია" – წერს ტორი ლინი.
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ცხოვრობენ ლოზუნგით "იცხოვრე მხიარულად ან საერთოდ არ იცხოვრო!".
მორიელები კეთილსინდისიერები არიან და კარგად იციან მეგობრობის ფასი.

და აი, კიდევ რამდენიმე მიზეზი, რატომ უნდა არსებობდნენ მორიელები თქვენს ცხოვრებაში:

1. მათ იციან დროსტარების ფასი
მორიელის ალბათ საუკეთესო თვისება ის არის, რომ ყოველთვის მზად არის გართობისთვის. მიუხედავად გარემოებისა და განწყობისა, ის იშვიათად იტყვის უარს მეგობრებთან ერთად დროსტარებაზე. ხანდახან ეს უკიდურესობაშიც გადასდის, მაგრამ ვთვლით, რომ იმაში ცუდი არაფერია, იყო ბედნიერი და გიყვარდეს ყურადღების ცენტრში ყოფნა.
მით უმეტეს, რომ ქარიზმატულმა მორიელმა კარგად იცის, როგორ გაამხიარულოს არა მარტო საკუთარი თავი, არამედ მეგობრები და მათთან ერთად დატკბეს ცხოვრებით.

2. შეგიძლიათ ბოლომდე ენდოთ მათ
მორიელი განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩევა და ყოველთვის მზად არის გვერდში დაუდგეს მეგობრებს და ოჯახის წევრებს. თუმცა, იგივეს მოითხოვს მათგანაც.
თუკი გჭირდებათ მეგობარი, ვინც კარგ რჩევას მოგცემთ და ამასთან შეინახავს თქვენს საიდუმლოს, მაშინ იცოდეთ, რომ მორიელი – ამისთვის საუკეთესო მეგობარია. ის ყოველთვის დაგანახებთ სიმართლეს, თუნდაც ეს სიმართლე მწარე იყოს. და არასოდეს გათქვამს თქვენს საიდუმლოს.

3. სიტყვები "არ ვიცი, რამდენად გამომივა" მათ ლექსიკონში არ არსებობს!
არ აქვს მნიშვნელობა რას ეხება საქმე: კარიერას თუ პირად ცხოვრებას, მორიელი ყოველთვის მონდომებით შეასრულებს და სრულყოფილებამდე მიიყვანს დაკისრებულ მოვალეობას. ის ისახავს დიად მიზნებს, ხანდახან კი თითქმის შეუსრულებელ მისიებს და ძალღონეს არ იშურებს ამ მიზნების მისაღწევად.
აღიარებითა და ქებით კი მათ ვერ მოადუნებთ, პირიქით, უფრო მეტს და ახალ მიზანს დაისახავენ, რომ პირველ რიგში საკუთარ თავს დაუმტკიცონ, რომ რაღაცად ღირან.
დიახ, ისინი ბევრს მუშაობენ, მაგრამ მათთვის უმთავრესი გრძნობა, შესრულებული მოვალეობის გრძნობაა.

4. მორიელები თავს არ მოგაბეზრებენ, რადგან აფასებენ საკუთარ თავთან, მარტოობაში გატარებულ დროს.
რთული დასაჯერებელია, მაგრამ მორიელს ხანდახან მართლაც ურჩევნია მარტო ყოფნა. ამასთან ამის სურვილი მორიელს მოულოდნელად უჩნდება.
თუკი მორიელმა დიდხანს არ დაგირეკათ, არ გაბრაზდეთ... ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან დაგივიწყათ. უბრალოდ ახლა მას "თვითჩაღრმავებისა და სერიალების სეზონი” აქვს.
როგორც ყველა დანარჩენს, მასაც სჭირდება "ელემენტების დატენვა". ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუკი რადმენიმე დღით თქვენი მორიელი მეგობარი უეცრად გაქრა თვალსაწიერეიდან. მიეცით დრო საკუთარი თავისთვის და თქვენც დაიტოვეთ მარტო ყოფნის უფლება.

5. მათი გასულელება შეუძლებელია
მიუხედავად იმისა, რომ მორიელი გიჟდება ხალხმრავლობაზე, ყურადღების ცენტში ყოფნაზე და გართობაზე, ის ქარაფშუტა და სულელი სულაც არ არის. მან კარგად იცის, როგორ გამოიყენოს საკუთარი ინტუიცია, არის საოცრად დაკვირვებული და არასოდეს ავიწყდება თუნდაც ერთხელ ნანახი ადამიანის მანერები და ქცევები. ამიტომაც, ტყუილად ნუ შეეცდებით მის გასულელებას და ნურც ქვენაგრძნობებით დაიხარჯებით მასთან, მაინც არაფერი გამოგივათ არც მასთან და არც მის უახლოეს გარემოცვასთან.
მორიელი ყველაფერთან ერთად საშიში შურისმაძიებელიც არის, ასე რომ, გაფრთხილდით!

რა დასკვნის გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრისგან? მხოლოდ ასეთის: იყოლიეთ მორიელი სიახლოვეს. მან იცის, როგორ გაგიხალისოთ ცხოვრება, განაიარაღოს თქვენი მტრები და შეინახოს თქვენი საიდუმლოებები!



№1  offline მოდერი desktop

სისულელე..
--------------------
© umanita' mi stai sul cazzo...

 


№2  offline მოდერი ანკა

მორიელი ვარ :3 დაემთხვაა

 


№3 სტუმარი qeti

Namdvilad emtxveva. (Morieli). gmadlobt.

 


№4 სტუმარი Natia

Morieli var da yvelaferi emtxveva rasac vkitxulob xolme morielebze<3yvelaze magrebii

 


№5 სტუმარი vanda

Morieli var da emtxveva yvelaperi.

 


№6 სტუმარი Gogita

Ara yvelaperi simartleaa...

 


№7 სტუმარი ლადო

მორიელი ვარ - საერთოდ არ მსიამოვნებს ხალხმრავლობა და ყურადღების ცენტრში ყოფნა..რაც შეეხება საიდუმლოს შენახვას,ეს კი მჩვევია.თუმცა ეს ბევრ სხვასაც შეუძლია-არ მჯერავს ჰოროსკოპის.

 


№8 სტუმარი megi.

Ragaceebi martalia.drohi icvleba mxolod.aris dro roca xalxmravloba martlac gsiamovnebs.kuradgebis centrhi kofna lideris pozicia.magram dros miakvss es kvelaferi.dgeba dro roca kvelfrisgan horc sakutar cxovrebahi idzirebi.martooba sakutar tavtan martod darcena udidesi siamovnebaa. Ertguleba romlis dafasebac arasdros ar ician. Bevr rames vetanxmebi horoskopidan. Aris bevri iseti ramec rasac goneba ver scvdeba. Horoskopi zogad daxasiatebas idzleva mxolod.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent