რატომ და რა ვადით იბუტებიან ზოდიაქოს ნიშნები
ალბათ ყველა დაკვირვებიხართ, რომ ადამიანების დამოკიდებულება წყენის მიმართ სხვადასხვაგვარია. ზოგს თუ სიფიცხე ახასიათებს, სათქმელს ამოთქვამს და მალევე გირიგდებათ, ვიღაცამ შესაძლოა წლები გითმინოთ სითავხედე და ბოლოს მომენტალურად დასვას წერტილი თქვენთან ურთიერთობაში. ზუსტად ამიტომ არის საჭირო იმის ცოდნა, ვინ, რატომ და რა ვადით იბუტება ხოლმე. საიმისოდ, რომ მომავალში თადარიგი დაიჭიროთ შესარიგებლად. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით კი მარტივად შეიძლება ამ ყველაფრის პროგნოზირება. ასე მაგალითად ცეცხლის ნიშნები - ვერძი, ლომი და მშვილდოსანი ე.წ. "აალებადი" ტეპმერამენტით გამოირჩევიან. ისინი მარტივად ბრაზობენ, მაგრამ მალევე ივიწყებენ წყენას. საკმარისია, უბრალოდ გაბრაზებულებს მაქსიმუმ ოცი წუთი მაინც მოერიდოთ თვალთახედვის არიდან, რათა თავში რაიმე მძიმე საგანი არ მოგხვდეთ. შემდგომ ამისა კი უბრალოდ, გულწრფელი ბოდიშით შემოიფარგლოთ. ვერძი ენთუზიაზმის და ლიდერობის ხელყოფაზე რეაგირებს მძაფრად. ლომს თავმოყვარეობაზე არ უნდა შეეხოთ, მშვილდოსანმა კი შესაძლოა ტყუილში მისი დადანაშაულების გამო "გაგალამაზოთ". მარტივად ივიწყებენ ხოლმე წყენას ჰაერის ნიშნებიც - ტყუპს, მერწყულს და სასწორს ენა ბასრი სამართებელივით უჭრის. თუმცა, წყენის დამახსოვრება და შურისძიება მათი სტილი არ გახლავთ. ისინი გაბრაზებას ენამწარეობით გამოხატავენ და როგორც წესი, მათი ამ "სიტყვაუხვობის" არ უნდა შეგეშინდეთ. ტყუპი საუბრისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ვერ იტანს, მერწყული ზეწოლას და ჩარჩოებს, ხოლო სასწორი შესაძლოა წყობიდან ვულგარულობამ ან უხეშობამ გამოიყვანოს. სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ მაშინ, როცა მიწის სტიქიის ნიშნებს - კუროს, ქალწულს ან თხის რქას "უღიტინებთ ნერვებზე". ეს ადამიანები მშვიდი ხასიათითა და გაწონასწორებულობით გამოირჩევიან. შესაბამისად, იშვიათად ქმნიან "ბუზისგან სპილოს" თუმცა, თუ მაინც შეძელით მათი გაბრაზება, დრო და მოთმინებაა საჭირო საიმისოდ, სანამ ისინი თქვენ მიმართ დაკარგულ ნდობას აღიდგენენ. კურო აჩქარებას ვერ იტანს, ქალწული ცოფდება ქაოსურობასა და დაუდევრობაზე, ხოლო თხის რქა წყობიდან გამოჰყავს უპასუხისმგებლო და არადისციპლინირებულ ადამიანებს. დაბოლოს, წყენა ხანგრძლივად ამახსოვრდებათ, ხან კი მთელი სიცოცხლის მანძილზე ახსოვთ წყლის ნიშნებს. ამიტომ თუ ისე მოხდა, რომ თქვენ მორიელი, კირჩხიბი ან თევზი გააბრაზეთ, მზად იყავით ხანგრძლივი ვადით ომის გამოსაცხადებლად. კირჩხიბთან შესაძლოა წყენის მიზეზი მისი ახლობლების დაცინვა ან აბუჩად აგდება იყოს, მორიელთან არასოდეს უნდა შეეხოთ მის საიდუმლოებებს (რომელიც მას საკმარისზე ბევრი აქვს), ხოლო თევზები ღმერთმა უწყის მხოლოდ რაზე შეიძლება გაგინაწყენდეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.